ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:48
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » ივნისი » 02

null

არავის უამბო გზები რად გაიყო,
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა, რა იყო,
არავის უამბო, გული ეტკინება.
არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი,
როგორ ვოცნებობდი ან როგორ ვბავშვობდი,
არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე
და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით.
არავის უამბო გული რად გაცივდა,
თუ როგორ ჩაგვიქვრა ოცნების ლამპარი,
სხვას ნუ მოუყვები ჩვენს შორის რაც იყო,
მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი"

 


null
ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,
ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი


 


null

დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი,
შენ რად არ იღებ ხმას,
თვალებში რატომ ჩამცქერი,
სულაც არ ვგევარ სხვას!...

არ გკითხავ ამბავს გუშინდელს,
არც მოგაბეზრებ თავს,
არც ფიქრით გადაგიბირებ,
სულაც არ ვგევარ სხვას...

სწორედ ასეთი მაცოცხლებ,
სწორედ ასეთი მკლავ,
სწორედ ასეთი მიყვარხარ,
სწორედ ასეთი მწვავ

 


null

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!



 


null
შენს გულისნადებს და მწუხარებას,
დედაზე კარგად ვერვინ გაიგებს,
და რომ შეეძლოს შენს სატარებლს,
იგისაკუთარ მხრებზე დაიდებს.
შენი სიცოცხლის ერთი წამისთვის,
თავის სიცოცხლეს უმალ გაიღებს,
თუ სადმე წავა, მარად გახსოვდეს,
დედა შენზე ფიქრს გულით წაიღებს

 


null

გონსალო იგუაინმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი რეალთან ახალ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამით მან ბოლო მოუღო ჭორებს მისი წასვლის შესახებ.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს არგენტინელის გაშვებას და დიდად ეიმედება მისი მომავალ სეზონში. პორტუგალიელმა სტრატეგმა აღნიშნა, რომ იგი 22-წლის ფორვარდისგან რაც შეიძლება მეტ გოლს ელის.

იგუაინის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2013 წლამდე არის გათვლილი, სულ მალე კი იგი ბლანკოსს 2016 წლამდე შუერთდება.
 


null

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მასობრივი განადგურების იარაღის მოსაგერიებლად მზად არ არის. ასეთ დასკვნას შეიცავს მთავარ ინსპექტორ გლენ ჰაინის მოხსენება. ინსპექტორმა უწყების საქმიანობა გეგმიურად შეამოწმა, იუწყება "ასოშეიტედ პრესი".

ინსპექტორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროში არ არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო ბირთვული, ქიმიური, ან ბიოლოგიური დარტყმის შემთხვევაში უწყების თანამშრომელთა ქმედებას კოორდინირებას გაუწევდა. სტრუქტურები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში შედიან, განსაკუთრებულ სწავლებებში არ მონაწილეობენ, ამიტომ უწყების თანამშრომლებმა მოქმედების წესები არ იციან იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის წინააღმდეგ რომელიმე სახელმწიფო მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.

კერძოდ, ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა სამინისტროს შემდეგი განყოფილებები - "ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციისა და იარაღის გაყიდვების კონტროლის ბიურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო, ასევე მარშალთა სამსახური. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მეტნაკლებად მომზადებულია გამოძიების ფედერალური ბიუროა. თუმცა ამ თვალსაზრისით ხარვეზები მასაც აღმოუჩინეს.

სამინისტროში მთავარი ინსპექტორის კრიტიკა დადებითად შეაფასეს. უწყებაში განაცხადეს, რომ შიდა განაწესის მიხედვით, ბირთვული დარტყმის დროს ძირითადი ფუნქციები გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაეკისრება.
 


null
როგორც წესი, მამაკაცები ცოლებისგან საყვარლებთან მიდიან. ჟან კლოდ ვან დამმა კი საყვარელი მიატოვა და ცოლს დაუბრუნდა. თუმცაღა, შეიძლება ეს მთლად ქალების კი არა, გეოგრაფიის ბრალი იყოს. ცოლი ხომ კანშია, საყვარელი კი - უკრაინაში.

ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა 49 წლის ვან დამისა და 23 წლის უკრაინელი ალინას რომანის შესახებ. მათ ერთმანეთი ტაილანდში გაიცნეს და ვან დამი ისე გამიჯნურდა, უკრაინაში ვიზიტებს უმატა და იქ კინოპროექტებიც კი დაგეგმა.

მაგრამ კანის კინოფესტივალზე მსახიობი კანონიერ ცოლთან - გლედის პორტუგეზთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკრაინელ საყვარელზე 31 წლითაა უფროსი.
 


null
იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგვისტოდან იტალიის ნაკრების ერთერთ მწვრთნელად შესაძლოა პაოლო მალდინი ვიხილოთ. Sky Sport 24-თან საუბარში იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ შემდეგი განაცხადა: "ნამდვილად ვფიქრობ ამაზე. ჯერჯერობით ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, რამდგანაც არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მუნდიალი დასრულდება და გამოჩნდება თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ ადრე. ჩეზარე პრანდელი კი ნამდვილად ის მწვრთნელია, რომელსაც ნაკრებთან კარგი მუშაობა შეუძლია."
 


null
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Korsary 3: veter svobody (Full version)
წელი: 2009
ჟანრი: Arcade, RPG, Simulator
პლათფორმა: PC
ენა: რუსული
პროდიუსერი: Seven Winds

მოკლე შინაარსი:
რულყოფილი თამაში კორსარი 3: თავისუფლების ქარი რომელიც შეიცავს ახალ სიუჟეტურ ხაზს მრავალგვარი ქვესტები რომელიც ავსებს თამაშს მრავალგვარი მოვლენებითა და შესაძლებლობებით. ახლა გარესამყარო ნამდვილად სავსეა. პატარა გენერირებული მოვლენები, რომლებშიც მთვარი გმირი მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ეს არის ოქროს ქარავნები, გამოძალვა, ცნობილი ადამიანის გატაცება, გემის გატაცება და მრავალი სხვა

სისტემური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Microsoft® Windows® Vista®
პროცესორი: 2.8 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1GB
ოპერატიული მეხსიერება: ATI 1300 / NVIDIA 7300
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 5 GB



 


null

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Wings of Prey
წელი: 2010
ჟანრი: Simulator (Flight Combat) / 3D
შემქმნელი: Gaijin Entertainment
გამომშვები: Gaijin Entertainment
ენა: ინგლისური, რუსული, პოლონური
გამოცემის ტიპი: Repack
პლატფორმა: PC
წამალი: მოყვება!

აღწერა:
პროექტი Wings of Prey წარმოგიდგენთ 50-ზე მეტ განსხვავებულ მისიებს, რომლებშიც შესულია მეორე მსოფლიო ომის ფართომასშტაბიანი ოპერაციები. ისტრიპიტელის და სხვადასხვა საბრძოლო მანქანის საჭესთან დაჯდომით მოთამაშე გახდება ყველაზე ცნობილი და დაძაბული ბატალიების მონაწილე, რომელიც წარიმართება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში

სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows XP / VISTA
პროცესორი: Intel Pentium 4 3,2 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1 GB
ვიდეო კარტა: 0 256 MB
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 10 GB
DirectX 9.0c მხარდაჭერით



 

ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz