სამშაბათი, 19.03.2024, 18:04
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » მილოცვები

null
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე მოწვეული სტუმრებისა და დასწრების მსურველთა შეკრება პარლამენტის შენობის წინ, შ.რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 სთ–ზე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 11:00 სთ–ზე პარლამენტის შენობის წინ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მობრძანებით გაიხსნა. მთავარსარდალს აღლუმში მონაწილე პირადი შემადგენლობა მოწყობილი დახვდა, პატაკი მას აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით, მარიამ კახელიშვილმა შეასრულა. რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა; „დღეს ჩვენი უძველესი ერი ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე ყველასთვის სათაყვანებელია, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობაა, მითუმეტეს ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიების შემოტევას და ამ იმპერიების ოკუპაციას... თუმცა საქართველო არ გატყდა – ისევ არსებობს ქართველი ... კითხვის გაგრძელება »
 


null
KVALA.TK-ს ადმინისტრაცია გილოცავთ ნიკოლოზობას. პირველ რიგში ვულოცავ ყველა ნიკოლოზს, მათ შორის ჩემ თავსაც. მრავალს დაესწარით ბედნიერად თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადმიანებთან ერთად. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.


წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ. 

ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა. ხელდასმის დღეს სულიწმიდის მადლით ... კითხვის გაგრძელება »
 



მინდა მოგილოცოთ წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სულის მოხსენიების დღე KvaLa.TK _ს მომხმარებელსა და სრულიად საქართველოს! დღეს ქართველთათვის დიდი საზეიმო დღეა, და ჩვენც მივაგოთ მას პატივი!




დღეს, 12 მაისს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 12:00 საათზე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ძმა, მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს.

ანდრია ბეთსაიდაში დაიბადა. სიყრმიდან ჭეშმარიტ სწავლებას ეძებდა და როცა იერუსალიმში ქუხილივით გაისმა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ანდრია მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმ. იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს უთხრა: "აჰა, ტარიგი ღმრთისა". ამ სიტყვებზე ორივენი გაჰყვნენ მაცხოვარს. ანდრიამ ძმას მესიის პოვნა ახარა და პეტრეც იესოსთან მივიდა.

ქრისტეს დამოწაფებული ძმები თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალს მაცხოვარმა უთხრა: "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც ... კითხვის გაგრძელება »
 



WWW.KVALA.TK გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, პირველ რიგში ყველა გიორგის. წმინდა გიორგი ყოფილიყოს თქვენი, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს მფარველი.


 



საქართველოს შეიარაღებული ძალები 19 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროფესიული დღესასწაული სამხედროებს დღეს პირადად მიულოცა. მინისტრი ბაჩო ახალია დღეს რამდენიმე სამხედრო ბაზას ესტუმრა და წარმატებული ჯარისკაცები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. იუბილე სამხედროებს დღეს სკოლის მოსწავლეებმაც მიულოცეს. სენაკში, ვაზიანსა და გორში მოსწავლეებისთვის სამხედრო ღიაკარის დღე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. "მინდა მივულოცო ყველა ქართველ სამხედროს შეიარაღებული ძალების დღე. დღეიდან ვეცდებით დავამკვიდროთ ახალი – ღია კარის დღეების – ტრადიცია. დღეს სამხედროებს ჰყავდათ ყველაზე სასურველი სტუმრები – სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული ჟრიამული შემოიტანეს სამხედრო ნაწილებში; ძირითადი სამხედრო ბაზები დღეს ღიაა ბავშვებისთვის. ისინი მოვიდნენ და სიხარულით მიულოცეს სამხედროებს იუბილე," განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა. სენაკში მოსწავლეებმა სამხედრო ბაზა და შეიარაღება ბაჩო ახალაიასთან ერთად დაათვალიერეს, ისადილეს ჯარისკაცებთან ერთად და მინისტრისა და სამხედრო მოსამსახურეებისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 19 წლის იუბილე სამხედრო ბაზებზე სამი დღის განმავლობაში სამხედროებისთვის კონცერტების გამართვითაც აღინიშნა.
 




ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ;)



ქრისტე აღსდგა...
 



WWW.KVALA.TK ადმინისტრაცია ყველას გილოცავთ ბზობას, უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!



ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი.
 



დღეს არის ქალთა საერთაშორისო დღე.WWW.KVALA.TK ს ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ყველა მანდილოსანს ამ დღესასწაულს მრავალს დაესწარით და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად. მანდილოსნები რომ არა კაცები არ იარსებებდნენ და რა ეეშველებოდათ კაცებს თქვენ გარეშე იხარეთ იმრავლეთ და იბედნიერეთ.
 

ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz