პარასკევი, 26.04.2024, 02:03
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » ჯარი

null
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და სთავაზობს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლას.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან – თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ეროვნულ სასწავლო ცენტრში "კრწანისი”.
მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. ნამსახურეობის ნუსხა (ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული)
2. ანკეტა (შევსება მოხდება ადგილზე)
3. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი)
4. განცხადება გაწვევაზე
5. დაბადების მოწმობის ასლი
6. განათლების მოწმობის ასლი
7. ქორწინების მოწმობის ასლი
8. შვილების დაბადების მოწმობის ასლი
9. პირადობის მოწმობის ასლი
10. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი
11. დახასიათება-რეკომენდაცია
12. შრომის წიგნაკი (თუ აქვს)
13. ოჯახის შემადგენლობის ცნობა
14. ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა
15. შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობა)
16. ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფორმა #100-ა)
17. სოც. უზრუნველყოფიდან ცნობა პენსიის შესახებ
18. ფოტო-სურათი 3X4, 6 ცალი
მისამართი: ქალაქ რუსთავის გზატკეცილი, სოფელი კრწანისი
 


null
აქ არის ჩემს მიერ მოგროვებული ჯარის სურათები გირჩევთ გადაწეროთ ძალიან საინტერესო სურათებია


 




გაცნობებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი აწარმოებს აკრედიტაციას მედიისთვის.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ შემდეგი მონაცემები ელ-ფოსტაზე press@mod.gov.ge; tkerdzevadze@mod.gov.ge:
1. ორგანიზაციის დასახელება;
2. დამსწრე პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
3. პრეს-ბარათის ასლი.

აკრედიტაციისათვის აუცილებელი მონაცემების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 მაისი, 12:00.

მადლობა თანამშრომლობისათვის!

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარატამენტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
 



საქართველოს შეიარაღებული ძალების 718-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი მიიღო. საზეიმო ცერემონია ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართა. რეკრუტები მეუფე კალისტრატემ აკურთხა, დალოცა ისინი და სამხედრო სამსახურში წარმატება უსურვა.

ჯარისკაცების ფიცის მიღების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

რეკრუტები დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადიან. 5 კვირის განმავლობაში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებები უტარდებოდათ. სამხედროებმა ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და საერთო საჯარისო წესდებები გაიარეს. სწავლების მეორე ეტაპზე კი რეკრუტები ბრძოლის ველიდან დაჭრილის ევაკუაციას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას და კავშირგაბმულობის საფუძვლებს შეისწავლიან. დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსი 20 ივნისამდე გაგრძელდება.
 



საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები არის საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ჯარის სახეობა.

სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანებია:
ა) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა;
ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და კონტროლი;
გ) საჰაერო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
დ) ხმელეთზე და ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება;
ე) ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა;
ვ) მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება ბრძოლის წინა ხაზზე და ტაქტიკურ სიღრმეში. სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-
ზ) გაერთიანებულ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა.

სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:
ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;
ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;
გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;
დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;
ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;
ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება;
თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება.
 

1 2 3 ... 6 7 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz