სამშაბათი, 19.03.2024, 14:09
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » სპორტი

null
კატალონიური ბარსელონა უკვე დიდი ხანია სესკ ფაბრეგასის გადაბირებას ცდილობს. 23 წლის ესპანელსაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ბარსაში თამაშის, თუმცა ამ დროისთვის სესკის ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩება. ლონდონის "არსენალის" ვებსაიტზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია რომ სესკ ფაბრეგასი არ იყიდება და ამ თემაზე საუბარი დასრულებულია: "გარკვეული დროის განმავლობაში ძალიან ბევრ ჭორს ვისმენდით ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები არც კი იყო დაწყებული ჩვენსა და კატალონიურ კლუბს შორის. ცოტა ხნის წინ მოგვმართეს მათ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა უარით გავისტუმრეთ ჩვენი კოლეგები. ჩვენ ფაბრეგასს არ ვყიდით, ის ჩვენი კაპიტანი და გუნდის ლიდერია."
 


null
დღეს ინგლისურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაბიო ინგლისელებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ახალ ხელშეკრულებაში ამოღებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეეძლებოდათ კონტრაქტის შეწყვეტა. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ უკანასკნელ პერიოდში იტალიური და ინგლისური მედია საშუალებები იტალიელ სპეციალისტს ინტერის თავკაცის პოსტზე აქტიურად განიხილავდნენ. სავარაუდოდ ამითაა განპირობებული, რომ ახალი კონტრაქტით კაპელო საკუთარი სურვილით ვერ შეწყვეტს ინგლისელებთან მუშაობას.
 


null
ესპანური Marca-ს თანახმად ამჟამად მადრიდის რეალის ხელმძღვანელობის ყურადღება ფოკუსირებულია სტივენ ჯერარდის გადაბირებაზე. თუ ესპანელ ჟურნალისტებს ვენდობით მხარეები ძალზედ ახლოს არიან შეთანხმებასთან. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო სტივენის თამაშის მოყვარულია და ჯერ კიდევ ჩელსის მწვრთნელობისას მის გადაბირებას ცდილობდა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბენიტესის ლივერპულში დარჩენის შემთხვევაში დიდი შანსია ჯერარდმა გუნდი დატოვოს, რამდენათაც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამას ემატება ლივერპულის ფინანსური პრობლემებიც. რაფას შეგირდები ბოლო სეზონში პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილას გავიდნენ და ცნობილია, რომ ბენიტესმა ლივერპულში დარჩენის სანაცვლოდ თანხები მოითხოვა ახალი მოთამაშეების შესაძენად. თუ პერესის ვარსკვლავთმოყვარეობასა და მოურინიოს სტივენისადმი სიმპატიებს გავითვალისწინებთ, სტივენის რეალში გადასვლა სავსებით რეალურად გამოიყურება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ უყვარს 30 წლის მოთამაშეებთან მუშაობა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტი შეეცდება კარიერის დასასრულისაკენ მიმავალ ფეხბურთელს საფეხბურთო მოღვაწეობა მაჟორულ ნოტაზე დაამთავრებინოს და ფეხბურთელისათვის ხანდაზმულ ასაკში ახალი და ლამაზი გვერდი შეაქმნევინოს. ამის თვალსაჩინო მაგალითად ზინედინ ზიდანის რეალში ტრანსფერი შეიძლება მოვიყვანოთ. 29-30 წლის ასაკში ზიდანმა მადრიდის რეალში კარიერის ახალი გვერდის შექმნა მოახერხა.
 


null
გერმანიის ნაკრების განაცხადი:

 

მეკარეები:

Manuel Neuer Schalke 04
Tim Wiese Werder Bremen
Hans-Joerg Butt Bayern Munich

 

მცველები:

Philipp Lahm Bayern Munich
Dennis Aogo Hamburger SV
Holger Badstuber Bayern Munich
Jerome Boateng Hamburger SV
Per Mertesacker Werder Bremen
Serdar Tasci Stuttgart
Arne Friedrich Hertha Berlin

 

ნახევარცველები:

Bastian Schweinsteiger Bayern Munich
Sami Khedira Stuttgart
Piotr Trochwoski Hamburger SV
Marko Marin Werder Bremen
Mesut Ozil Werder Bremen
Toni Kroos Bayern Munich
Marcell Jansen Hamburger SV

 

თავდამსხმელები:

Mario Gomez Bayern Munich
Cacau Stuttgart
Thomas Mueller Bayern Munich
Miroslav Klose Bayern Munich
Lukas Podolski 1 FC Koeln
Stefan Kiessling Bayer Leverkusen
 


null

გონსალო იგუაინმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი რეალთან ახალ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამით მან ბოლო მოუღო ჭორებს მისი წასვლის შესახებ.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს არგენტინელის გაშვებას და დიდად ეიმედება მისი მომავალ სეზონში. პორტუგალიელმა სტრატეგმა აღნიშნა, რომ იგი 22-წლის ფორვარდისგან რაც შეიძლება მეტ გოლს ელის.

იგუაინის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2013 წლამდე არის გათვლილი, სულ მალე კი იგი ბლანკოსს 2016 წლამდე შუერთდება.
 


null
იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგვისტოდან იტალიის ნაკრების ერთერთ მწვრთნელად შესაძლოა პაოლო მალდინი ვიხილოთ. Sky Sport 24-თან საუბარში იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ შემდეგი განაცხადა: "ნამდვილად ვფიქრობ ამაზე. ჯერჯერობით ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, რამდგანაც არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მუნდიალი დასრულდება და გამოჩნდება თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ ადრე. ჩეზარე პრანდელი კი ნამდვილად ის მწვრთნელია, რომელსაც ნაკრებთან კარგი მუშაობა შეუძლია."
 


null
მადრიდის რეალის მცველმა პეპემ თავისი ნაკრების სამუნდიალო შანსებზე ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიის ნაკრების მთავარი იმედი კრიშტიანუ რონალდუ აუცილებლად გაიბრწყინებს და ერთ-ერთი საუკეთესო იქნება აფრიკის მინდვრებზე.

"მუნდიალზე მშვიდად მივემგზავრები, რადგან ჩვენ გუნდში რონალდუა. პორტუგალიის ნაკრები ერთი-ერთი ფავორიტია და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ რათა წარმატებას მივაღწიოთ."

"ჩვენი ნაკრების წარმატებაში მთავარ როლს რა თქმა უნდა რონალდუ შეასრულებს. მთელ პორტუგალიას აქვს მისი იმედი და იგი ამ იმედებს არ გაგვიცრუებს. იგი აუცილებლად გაიბრწინებს."-განაცხადა პეპემ.
 


null
მადრიდის რეალში ჟოზე მოუირინიოს გადასვლისთანავე მედიაში დაიძრა ხმები ამათუიმ ფეხბურთელის მადრიდულ კლუბში გადასვლაზე. ამჯერად ჭორის დონეზე საუბრებში ინტერელი სამუელ ეტო'ო მოყვა. ესპანური AS-ის ჟურნალისტმა რეალში დაბრუნების შესახებ კამერუნელს შეკითხვა დაუსვა და შემდეგი პასუხი მიიღო: "რეალი? ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ და მერე ვნახოთ...". შეიძლება ბევრისათვის ეტო'ოს პასუხი გასაკვირი აღმოჩნდეს. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ მაშინ თინეიჯერი კამერუნელი ესპანეთში სწორედ რომ რეალმა ჩაიყვანა. 1997 წელს კი მალიორკაში არენდის წესით გაუშვა, მალევე კი ამავე მალიორკაში სრული ტრანსფერით გადავიდა. ეტო'ო ფაქტიურად ყველა შეხვედრაში ცდილობდა რეალისთვის გოლი გაეტანა და ეს ხშირ შემთხვევაში გამოსდიოდა. კუნძულელებთან გატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ სამუელი ბარსაში აღმოჩნდა, სადაც შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. შარშან მოთამაშე მილანის ინტერში გადავიდა და პირველსავე სეზონში სამი ტიტული მოიგო. ეტო'ოს უკმაყოფილება რეალიდან მისი გაყიდვის გამო ამ პერიოდის მანძილზე არ იმალებოდა. ბარსაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისადმი გამართულ ზეიმზე კამერუნელმა მიკროფონით შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც კი მოიხსენია მადრიდელები, რისთვისაც შემდეგ ბოდიშის მოხდა მოუწია.
 


null
El Mundo Deportivo იტყობინება, რომ სერ ალექს ფერგიუსონი სერიოზულად ინტერესდება ახალგაზრდა ბარსელონელით, ბოიანით. წყარო იუწყება, რომ ინგლისური კლუბი მზად იქნება 12 მილიონი ფუნტი გაიღოს შემტევისათვის. ფერგიუსონი ბოიანის რუნისთან შეწყვილებას გეგმავს. როგორც ჩანს შოტლანდიელი სპეციალისტი სათანადო შემცვლელს ორივე თავდამსხმელისათვის, ოუენისა და ბერბატოვისათვის ეძებს. მანჩესტერლებმა უკვე შეიძინეს მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი. ესპანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დავიდ ვილას ბარსაში გადაბარგების შემდეგ კრკიჩის სათამაშო დრო გუნდში შემცირდება და ამ ფაქტმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს გადაწყვეტილების მისაღებად. 19 წლის ნახევრად სერბმა შემტევმა გასულ სეზონში ბარსას რიგებში რვა გოლის გატანა მოახერხა, სულ კი კატალუნიური კლუბის რიგებში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 500-ზე მეტჯერ აქვს თავი გამოჩენილი.
 


null
დღეს თბილისის დროით 15 საათზე მადრიდში სანტიაგო ბრნაბეუს პრესკონფერენციათა დარბაზში შედგა ჟოზე მოურინიოს პრეზენტაცია. მხარეებმა ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა საზეიმო წარდგენაზე გულშემატკივრის წინაშე, ისეთზე, როგორიც შარშან პერესის ვარსკვლავებს ჰქონდათ და ჩვეულებრივი ცერემონიალით შემოიფარგლა. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ჟოზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა: "ვერ გეტყვით დავიბადე თუ არა იმისათვის, რომ რეალის მწვრთნელი ვიყო, თუმცა ნამდვილად ტრენერობისათვის დავიბადე. მიყვარს მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის რეალში არის რაღაც-რაღაცეები რაც მიზიდავს, მისი ისტორია, ბოლო წლების იმედგაცრუებები და მომავალი გამარჯვებების პერსპექტივები. რეალი უნიკალური კლუბია და დიდი მოთამაშისა თუ მწვრთნელისათვის მადრიდულ კლუბში არ მოხვედრა კარიერის ნაკლი იქნებოდა. ჩემი კარიერა გამართლებისა და შრომის შედაგად კარგი გამომივიდა და ახლა მეამაყება რომ რეალს ჩავუდექი სათავეში. ყველაზე ლამაზი კი არა რეალის მწვრთნელობა ან აქ თამაშია, არამედ ამ კლუბთან ერთად გამარჯვებების მიღწევაა. ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის.

დღეს დილას ვესაუბრე რაულს. პრესისათვის ჩვენი საუბარი ამჟამად ხელმიუწვდომელია, რადგანაც ჩვენი საუბრის შესახებ ჯერ არ მისაუბრია რეალის დირექტორთან და პრეზიდენტთან. მე რეალში ახლა მოვედი, რაული კი უკვე რეალის ისტორიის ნაწილია და მას პატივი უნდა ვცე, გულწრფელი უნდა ვიყო და არ მოვექცე ისე როგორც "ვინმეს"

მე ბარსელონას მტერი არ ვარ. მადრიდის რე ... კითხვის გაგრძელება »
 


null
წლევანდელი სეზონის ჩაგდების შემდეგ ტურინის იუვენტუსი აქტიურად ჩაება გუნდის გადახალისების პროცესში. მომავალი ზაფხულისთვის ბიანკონერის სახელი უკვე არაერთ ვარვსკვლავს დაუკავშირეს. აგრეთვე ცნობილია წამსვლელების ვინაობაც. თუ ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის შენარჩუნებას ტურინელები აქტიურად ცდილობენ, დიეგოსთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

სავსებით შესაძლებელია ბრაზილიელი ფლეიმეიქერი სულაც ერთ-ერთი გარიგების ნაწილიც გახდეს. საიდუმლო არ არის, რომ იუვე უკვე დიდი ხანია სერხიო აგუეროს გადმობირებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ჩელსისა და მანჩესტერ სიტის სახით კი სერიოზული კონკურენტებიც გამოჩნდნენ.

როგორც ცნობილია ტურინელები მადრიდელებს 25 მილიონსა და ზემოთხსენებულ დიეგოს სთავაზობენ. ესპანელების კომენტარი ჯერჯებით უცნობია.
 


null
მომავალ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სატრანსფერო ობიექტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება. მას უკვე დიდი ხანია ბარსადან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ცეცხლზე ნავთის დასხმა კი დავიდ ვილას შეძენა იყო. ესპანელის მოსვლის შემდეგ შვედი ფორვარდის წასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილი ამბავი გახდა.

იბრას აქვს რამოდენიმე სარფიანი შემოთავაზება, განსაკუთრებით ინგლისიდან. თუმცა როგორც მისი აგენტი ამბობს, შვედი ჯერ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას:

"ინგლისური ფეხბურთი შესანიშნავი ახალი გამოწვევა იქნებოდა ჩემი კლიენტისთვის, თუმცა ჯეჯრერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. იბრას სურს პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ არც ბარსაში გრძნობს თავს უბედურად."-განაცხადა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ.
 



იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ცნობა, ჩეზარე პრანდელის დანიშვნის შესახებ. 52 წლის სპეციალისტმა 4-წლიან ხელშეკრულეაბს მოაწერა ხელი და იგი მუნდიალის დასრულების თანავე შეუდგება ახალ სამსახურს.

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მარჩელო ლიპის ჩეზარე პრანდელი შეცვლის. კონტრაქტი გათვლილია 4 წელიწადზე. ვუსურვებთ მას წარმატებებს ახალ თანამდებობაზე."-ადასტურებს ფედერაციის ვებ-გვერდი.

თავად ნაკრებს რაც შეეხება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, სკუადრა აძურაც ემზადება მუნდიალისთვის. სამშაბათს კი გამოქვეყნდება ლიპის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი.
 

1 2 3 4 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz