სამშაბათი, 03.12.2024, 20:48
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ******************
21:34
******************

****

ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან...







*******

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის...







*****

როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს





*****


რომ წახვედი და გამიქრე ნათელი
დამიტოვე მხოლოდ ერთი სანთელი
ის სანთელიც ჩამოდნა და ჩაქრა
რადგან უკვე სიყვარული გაქრა.

აღარ მჯერავს აღარც–ერთი ქალის
აღარც უკვე საკუთარი თავის
და რაც უფრო მეტი წლები გადის
მჯერავს მახოლოდ ღმერთისა და ხატის.

ახლა უკვე მემალება მთვარე
ღრუბლებს არის იგი შეფარებული
აღარა სურს მესაუბროს რამე
რომ ა რ ვარ შენზე შეყვარებული.

მაპატიე რომ გავტეხე ფიცი
სიშორემ და წლებმა ასე იცის
ეს არ იყო ალბათ შენთვის ძნელი
დაგავიწყდა ბრილიანტის ცრემლი.

მე მეგონა ჩვენი იყო სამყარო
მივდიოდით გაგიჟების ზღვარზე
შთაგაგნეს,მისი ღირსი არ ხარო
დაგვაყენეს ჩვენ სხვადასხვა გზაზე.

ალბათ ვინმე იარსებებს ჩემთვის
არ მოუსმენს სხვის აზრებს და სიტყვებს
ჩემს სიყვარულს დააფასებს მხოლოდ
მე დამითმობს ოცნებებს და ფიქრებს.

არ თქვა ვინმეზე მეტი ხარ რამით,
არ თქვა ვინმეზე მეტი შექმენი,
არავინ იცის დრო ვის რად გვაქცევს
"დრონი მეფობენ, და არა მეფენი".











******



მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით.





********



სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!





******



ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია - გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.

ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?

სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამ წუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?

თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.

კატეგორია: (LOVE) სხვადასხვა (LOVE) | ნანახია: 1367 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz