ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:12
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » წიგნები


გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. მაჭავარიანი დღეს საღამოს რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე სიტყვის გამოსვლისას გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ცნობილი ქართველი პოეტი მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს სოფელ არგვეთაში (საჩხერის რაიონი). 1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის "მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის" მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები" – 1955წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი" და „სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962წ. „იარონ" – 1970 წელს; „თქვი" – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…" – 1973 წ.; „დუმილი რეკავს" – 1974წ.; „ლექსები" – 1976წ.; „ერთტომეული" – 1979წ.

მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე", „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი", „თქვა ოპიზარმა", „დუმილი რეკავს" და სხვა).

პათოსითა და სიმახვილით გამოა ... კითხვის გაგრძელება »
 



მეფობდა 1089 – 1125

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა"


დავით IV აღმაშენებელი, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი საქართველოში მეფობდა 1089-1125 წლებში. მას მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები. დავით IV მოახერხა თურქ-სელჩუკების ქვეყნიდან განდევნა და ქვეყნის სრულად გაერთიანება. დავით აღმაშენებელი ასევე ითვლებოდა ეკლესიისა და ქრისტისნობის დიდ ქომაგად, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. 1103 წელს ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. სახელმწიფოს ძლიერების შემდგომი განმტკიცებისათვის შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობა აღნიშნული თანამდებობების გაერთიანების გზით.

სამხედრო კამპანი ... კითხვის გაგრძელება »
 



საიტზე გვესაჭიროება მოდერატორები ვისაც ესმის კარგად
სიახლეების დადება მომწერეთ!


SKYPE: giorgi_kvala
 




საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

 



,,გიორგი ლეონიძის პოეზია იმ ომახიან, მყინვარ სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის დასათრგუნად აბორგებულ ქართველთა მხედრიონს.

ამ სიმღერასმშობელი ერის სიყვარული და მტრის სიძულვილი ასაზრდოებს, ქართული სიტყვის მირონითაა იგი განათლული და ჭეშმარიტი პოეტური შთაგონებით უკვდავყოფილი”, – წერს ბესარიონ ჯორბენაძე.

და მართლაც, მისი ლექსების კითხვისას, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოგიყვანოთ მისმა უნარმა (საოცარი ხატოვანებითა და მძაფრი ემოციით გადმოსცეს სათქმელი) რომლის მეშვეობითაც მისი ლექსები განსაკუთრებული ექსპრესიულობით ხასიათდებიან.

"დასავლეთის ყვავილები გიორგი ლეონიძემ გურამიშვილისა და ბესიკის ტოტებზე, ვაჟასა და ხალხურობის ძირებზე დაამყნო და ახალი ქართული პოეზიის ხის ნაყოფი თავისებური გემოთი და სურნელებით გაავსო," – გრიგოლ აბაშიძის ამ სიტყვებს ჩვენ უბრალოდ დავამატებდით, რომ გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქარველმა უნდა დაიგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვაროს, აიტაცოს.

მოვუსმინოთ, როგორ ახასიათებს გიორგი ლეონიძის შემოქმედებას სარგის ცაიშვილი:

,,მისი პოეტური ხილვები ფერადოვანია და სხვადასხვაგვარ ფერს გამოსცემს…

მისი შედევრები თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი და მკითხველიც ამ პირველქმნილობას განიცდის სიხარულით აღვსილი…

გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ, პოეტურ სურათებად ალაგებს ცალკეულ ნახატებს’’.

გიორგი ლეონიძე უდიდესი პოეტი იყო და ზედმიწევნით კარგად გამოხა ... კითხვის გაგრძელება »
 




ფაილში მოთავსებულია ქართველ პოეტთა და მწერალთა ლექსები mp3_ფორმატში, ასევე ფაილში მოთავსებულია ისეთი flash_ფაილები რომელთა გახსნის შემთხვევაში თქვენ დაათვარიელებთ ვაჟა ფშაველას და ლადო ასათიანის ოჯახის წევრების ფოტოებს, მათი სოფლის ფოტოებს, მათ ხელნაწერებს, ასევე თქვენ შეგიძლიათ დაათვარიელოთ ვაჟას ოთახი: თქვენი ხელით შეგიძლიათ გახსნათ მისი მაგიდის უჯრები და დაათვარიელოთ მისი ხელნწერები ასევერ მისი ნივთები, ძალიან კარგი რაგაცაა

Uploaded On: Mydisk.Ge File Size: 350 MB




 



აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.

ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა:

„სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე". ამჟამად სხვიტორი კეთილმოწყობილი სოფელია თავისი შეძლებული კოლექტიური მეურნეობითა და მრავალი კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებით.

ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა", მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.

აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.

ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი" პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს: „მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები...

ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.

სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ... კითხვის გაგრძელება »
 




ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს", რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.

პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, ... კითხვის გაგრძელება »
 



ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობს თავის ბიოგრაფიას: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე". როგორც ვხედავთ, დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის - პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას. „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა".
 



გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის” გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი". იყო ჟურნალ „მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ... კითხვის გაგრძელება »
 




ნიკოლოზ(ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი(დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი ― გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტ ... კითხვის გაგრძელება »
 




რაზიკაშვილთა ლიტერატურული ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო და ნიჭიერი წარმომადგენელია ცნობილი საბავშვო მწერალი, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების დაუღალავი შემკრები და მოამაგე თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი.

თედო რაზიკაშვილის საყმაწვილო მოთხრობები, მისი სოციალური და ეროვნული გრძნობით გამსჭვალული ლექსები სისტემატურად ქვეყნდებოდა 90-იანი წლების ქართულ სალიტერატურო პრესაში და მკითხველთა შორის ფართო პოპულარობით სარგებლობდა. ამასთან ერთად მის სახელთან დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოსა და მთის მხარეების მდიდარი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრებისა და გამოცემის საქმე.

თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის 1 ნოემბერს სოფელ ჩარგალში. იგი ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა იყო. პავლე რაზიკაშვილის ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თვითონ თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს: "ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა. აბა ქალამნებს კი ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში"...

ყმაწვილი ოჯახში ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების ფანტასტიკაზე, საგმირო სიმღერებსა და ლექსებზე იზრდებოდა. ამ მხრივ დიდი გავლენა ჰქონდათ ფშაველ სახალხო მელექსეებსა და პირადად დედ-მამას, რომლებმაც მოზარდს ხალხური ზეპირისიტყვიერებისა და, საზოგადოდ, პოეზიისადმი დიდი სიყვარული გაუღვიძეს. თედო იგონებს: "მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ-მწერლებისა, აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვა ... კითხვის გაგრძელება »
 



მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი", რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს" თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს" ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.

ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.

რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი". ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ... კითხვის გაგრძელება »
 

1 2 3 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz