სამშაბათი, 24.12.2024, 07:47
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » ამბები

null

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მასობრივი განადგურების იარაღის მოსაგერიებლად მზად არ არის. ასეთ დასკვნას შეიცავს მთავარ ინსპექტორ გლენ ჰაინის მოხსენება. ინსპექტორმა უწყების საქმიანობა გეგმიურად შეამოწმა, იუწყება "ასოშეიტედ პრესი".

ინსპექტორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროში არ არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო ბირთვული, ქიმიური, ან ბიოლოგიური დარტყმის შემთხვევაში უწყების თანამშრომელთა ქმედებას კოორდინირებას გაუწევდა. სტრუქტურები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში შედიან, განსაკუთრებულ სწავლებებში არ მონაწილეობენ, ამიტომ უწყების თანამშრომლებმა მოქმედების წესები არ იციან იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის წინააღმდეგ რომელიმე სახელმწიფო მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.

კერძოდ, ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა სამინისტროს შემდეგი განყოფილებები - "ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციისა და იარაღის გაყიდვების კონტროლის ბიურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო, ასევე მარშალთა სამსახური. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მეტნაკლებად მომზადებულია გამოძიების ფედერალური ბიუროა. თუმცა ამ თვალსაზრისით ხარვეზები მასაც აღმოუჩინეს.

სამინისტროში მთავარი ინსპექტორის კრიტიკა დადებითად შეაფასეს. უწყებაში განაცხადეს, რომ შიდა განაწესის მიხედვით, ბირთვული დარტყმის დროს ძირითადი ფუნქციები გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაეკისრება.
 


null
როგორც წესი, მამაკაცები ცოლებისგან საყვარლებთან მიდიან. ჟან კლოდ ვან დამმა კი საყვარელი მიატოვა და ცოლს დაუბრუნდა. თუმცაღა, შეიძლება ეს მთლად ქალების კი არა, გეოგრაფიის ბრალი იყოს. ცოლი ხომ კანშია, საყვარელი კი - უკრაინაში.

ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა 49 წლის ვან დამისა და 23 წლის უკრაინელი ალინას რომანის შესახებ. მათ ერთმანეთი ტაილანდში გაიცნეს და ვან დამი ისე გამიჯნურდა, უკრაინაში ვიზიტებს უმატა და იქ კინოპროექტებიც კი დაგეგმა.

მაგრამ კანის კინოფესტივალზე მსახიობი კანონიერ ცოლთან - გლედის პორტუგეზთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკრაინელ საყვარელზე 31 წლითაა უფროსი.
 


null
GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლით გიგი უგულავა ლიდერობს ტელეკომპანია "პირველი არხის" დაკვეთით GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი
მონაცემებით თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავა ლიდერობს .

მონაცემები ასე გამოიყურება: გიორგი უგულავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 60 პროცენტი; ირაკლი ალასანია - "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ.უსუფაშვილი,დ.გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 18 პროცენტი, გიორგი ჭანტურია - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება" - 7 პროცენტი; ზვიად ძიძიგური - "ეროვნული საბჭო" 7 პროცენტი და გიორგი თოფაძე - "თოფაძე- მრეწველები" 4 პროცენტი. 

დანარჩენებმა 1-1 პროცენტის მიღებაც ვერ შეძლეს.

ეს არის არის საბოლოო მონაცემები. თბილოისის 50 უბანზე 5 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.
 


null
2010 წლის ევროვიზიის კონკურსში ევროპის თინეიჯერთა კერპმა, გერმანელმა ლენამ სხვა კონკურსანტებს შანსი არ დაუტოვა. მისი გამარჯვება ძალიან დამაჯერბელი იყო. გერმანელმა გოგონამ, რომელსაც სიმღერა ბევრად უფრო კარგად ეხერხება, ვიდრე ჟურნალისტებთან საუბარი, მეორეადგილოსან თურქეთის წარმომადგენელს 76 ქულით გაუსწრო (246 ქულა 170-ის წინააღმდეგ). სხვათა შორის, ლენა სსრკ-ში გფრ-ის ყოფილი ელჩის შვილიშვილია. მას უმაღლესი ქულა ფინეთმა, ესტონეთმა, დანიამ, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და შვედეთმა მიანიჭეს. საერთო ჯამში, ეს გერმანიის მეორე გამარჯვებაა ევროვიზიის კონკურსში. პირველი - 1982 წელს იყო...

ქართველი კონკურსანტი სოფო ნიჟარაძე 136 ქულით მეცხრე ადგილს დასჯერდა. საქართველოს წარმომადგენელს მაქსიმალური ქულა ორმა ქვეყანამ - ლიტვამ და სასომხეთმა მიანიჭეს (უღრმესი მადლობა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს).  

კონკურსს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ ყველაზე მეტად ესპანელი დანიელ დიგესი დაზარალდა. მისი ნომერი, ფაქტობრივად, მისმა თანამემამულემ ჩაშალა, რომელიც სცენაზე გამოსულ ჯგუფს შუა სიმღერაში შეუერთდა და კარგა ხანს ცეკვავდა გაოგნებული მომღერლის გვერდით, სანამ დაცვამ არ იყოჩაღა და ცეკვა-თამაშით სცენიდან არ ჩამოიყვანა. როგორც გაირკვა, ეს გახლდათ კატალონიელი ”პროფესიონალი ჩამშლელი” ჯიმი ჯამპი, რომელიც ხშირად ჩნდება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე და სხვადასხვა ილეთებით იქცევს ხოლმე ხალხის ყურადღებას. სხვათ ... კითხვის გაგრძელება »
 


null
ზუსტად 08:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით კენჭისყრა დაიწყო , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ჯული გიორგაძემ ცესკო-ში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრა შედგება 3 694 საარჩევნო უბანზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 73 საარჩვენო ოლქის ტერიტორიაზეა განთავსებული.

"ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენებთან ერთად, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებსაც", - განაცხადა ჟული გიორგაძემ.

მისივე თქმით, საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველი ხმას მისცემს პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს, ასევე, პროპორციული სისტემით ასარჩევ სიას. თბილისში ამომრჩეველი ირჩევს თბილისის მერს.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი იყრის კენჭს. არჩევნებში მონაწილეობს სამი საარჩევნი ბლოკი და 14 პარტია.

მორიგი ბრფინგი ცესკო-ში 10.30 საათზე გაიმართება.
 


null
ბოლო ხანს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. დღის წესრიგში დადგა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. 


უახლოეს მომავალში თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან, ირანს კი საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეწვევა. 

მეტიც, ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი უნდა ჩამოვიდეს. ამის პარალელურად, იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ კიდევ ერთი სკანდალი გახმაურდა - ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში შეძენილი იარაღის ირანისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს. 

ეს ინფორმაცია კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გაახმაურა. 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას თქმით, ინფორმაცია იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ ზვიად ძიძიგურს უშიშროების მაღალჩინოსანმა მიაწოდა. "როგორც ირკვევა, უკრაინისგან ნაყიდი რაკეტები ირანს მიჰყიდეს. 

ამ პროცესში დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ," - ამბობს ხაინდრავა. ოპოზიციამ სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხს დაუკავშირა ეფ-ბი-აის ხელმძღვანელ რობერტ მიულერის თბილისში ვიზიტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან ურთიერთობების გააქტიურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ხელისუფლე ... კითხვის გაგრძელება »
 


null
უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ უკრაინის ხელისუფლების მითითებით რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა თვალთვალი შეწყვიტა. 

2010 წლის 19 მაისს უკრაინისა და რუსეთის უშიშროების სამსახურებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება სევასტოპოლში რუსეთის კონტრდაზვერვის წარმომადგენელთა დაბრუნებასაც ითვალისწინებს. 

მათ სევასტოპოლი იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს უკრაინის უშიშროების სამსახურის მოთხოვნით 2009 წლის დეკემბერში დატოვეს. მაშინ გადაწყვიტეს, რომ რუსეთის კონტრდაზვერვის თანამშრომლებს უკრაინაში არაფერი ესაქმებოდათ და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მათი უკრაინელი კოლეგები საკუთარ თავზე აიღებდნენ. 

გარდა ამისა, "Зеркала недели"-ის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა უსახსრობის გამო, არალეგალური აგენტების მომზადების პროგრამა შეწყვიტა.
 


null
საქართველოს შეიარაღებული ძალები დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას განაგრძობს, აღლუმის მორიგი რეპეტიცია 23 მაისს გამთენიისას გაიმართება. ამ საკითხზე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. როგორც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიგი კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღლუმში მონაწილეობას სხვა საჯარისო ქვედანაყოფებთან ერთად საჰაერო ძალებიც მიიღებენ. ”აღლუმისთვის რეპეტიცია დაიწყება 23 მაისს დილის 04:00 საათზე. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ 06:00 საათზე რეპეტიციაში საქართველოს საჰაერო ძალებიც ჩაერთვება ”- განაცხადა გიგი კალანდაძემ. 
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს საქართველოს მთავარსარდალი ჩაიბარებს. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ნახოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო ფორმა და საბრძოლო ტექნიკა.
 


null
აბსურდს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე სენსაციურ კომერციულ გარიგებასაც კი. თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაყიდვის დროს, ალბათ, მაინც გათვლაა საჭირო - ეს ტექნიკა მერე შენ თვითონ ცხვირში ხომ არ მოგხვდება? სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქამდე არასდროს გასჩენიათ სურვილი რუსეთს, და მით უმეტეს, საბჭოთა კავშირს, ისეთი ძლიერი შეიარაღება მიყიდონ, როგორიც არის საბრძოლო ხომალდი.
რასაც არ უნდა ამბობდნენ ურთიერთობების ”დათბობის” შესახებ, რუსეთი კვლავ ძალზე არასანდო პარტნიორად რჩება და ამას არც მალავს. ამაზე მეტი რა გინდათ - 2008 წლის აგვისტოში მან საერთაშორისო თანამეგობრობის და იგივე ნატოს პოზიციის სრული იგნორირება მოახდინა და საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა. თანაც დღემდე არ ჩქარობს შეასრულოს შეთანხმება ჯარების გაყვანის თაობაზე. 
ყოველივე ეს გაოცებას იწვევს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ შეთანხმების მთავარი ინიციატორი სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო. ამ დოკუმენტს ხშირად სარკოზი-მედევედევის შეთანხმებას უწოდებენ. ამის მიუხედავად, საფრანგეთის ხელისუფლება დღეს გარკვეულ ლოგიკაზე საუბრობს, ანუ თუ ნატო რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს, რატომ არ ვითანამშრომლოთო სამხედრო სფეროში? მაგრამ, ბატონებო, სამხედრო სფერო - ძალზე ფართო ცნებაა, აქ კი საუბარია თანამედროვე, მძლავრ და კარგად არჭურვილ სადესანტო ხომალდზე!
რუსი სამხედროები უკვე მოუთმენლად ისრესენ ხელებს და ამბობენ - წელიწადნახევრის წინ ასეთი ხომალდი რომ გ ... კითხვის გაგრძელება »
 

ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz