ხუთშაბათი, 21.11.2024, 16:27
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მიღებას. სასწავლებელში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები - ვაჟები, რომლებიც 2009-2010 სასწავლო წლებში დაამთავრებენ მე-9, მე-10 კლასს. ლიცეუმში სწავლა წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით. 3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს.

მისაღები გამოცდები გაიმართება ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და უნარ-ჩვევების (შესაბამისი საფეხურის) ტესტებში.

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:

1.დაბადების მოწმობა

2.პირადობის მოწმობა

3.ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დონის დაძლევის სერთიფიკატი თანდართული შეფასების ფურცლით

4.მშობლის (მეურვის) განცხადება

5.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ


მისამართი:
ქ. თბილისი, უზნაძის 117ა;
ქ. ქუთაისი ახალგაზრდობის გამზირი I შესახვევი.

საკონტაქტო ტელეფონი:
(+99532) 910980
(+995370) 305363

INFO:www.MoD.GoV.Ge
 
Category: | Views: 2582 | Added by: giorgikvala3 | Date: 16.06.2010 | კომენტარები (7) სრულიად ნახვა




საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ავღანეთში საქართველოს ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმყოფებოდნენ. ქ. ქაბულში ქართული დელეგაცია ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მიიღო. მხარეებმა ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართულ დელეგაციას ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. გენერალ მაკკრისტალის შეფასებით ქართველი სამხედროების მომზადების დონე მაღალია და ამერიკელი და ფრანგი სარდლები მათი მუშაობით კმაყოფილები არიან. გენერალ მაკკრისტალთან შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია ჰელმანდის პროვინციასაც ესტუმრა, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. "ჩვენი დღეს აქ ჩამოსვლის მიზანი იყო გვენახა – როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც ავღანეთშია განლაგებული. ახლა მიმდინარეობს მათ მიერ, მისიის ძირითადი ფუნქციების საკუთარ თავზე აღების პროცესი და როგორც ამერიკელმა გენერლებმა გვითხრეს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი შეიარაღებული ძალებით, იმ ბატალიონით რო ... კითხვის გაგრძელება »
 
Category: | Views: 860 | Added by: giorgikvala3 | Date: 16.06.2010 | კომენტარები (0) სრულიად ნახვა

ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz