საქართველოს შეიარაღებული ძალები დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას განაგრძობს, აღლუმის მორიგი რეპეტიცია 23 მაისს გამთენიისას გაიმართება. ამ საკითხზე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. როგორც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიგი კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღლუმში მონაწილეობას სხვა საჯარისო ქვედანაყოფებთან ერთად საჰაერო ძალებიც მიიღებენ. ”აღლუმისთვის რეპეტიცია დაიწყება 23 მაისს დილის 04:00 საათზე. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ 06:00 საათზე რეპეტიციაში საქართველოს საჰაერო ძალებიც ჩაერთვება ”- განაცხადა გიგი კალანდაძემ.
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს საქართველოს მთავარსარდალი ჩაიბარებს. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ნახოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო ფორმა და საბრძოლო ტექნიკა.