გაცნობებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი აწარმოებს აკრედიტაციას მედიისთვის.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ შემდეგი მონაცემები ელ-ფოსტაზე press@mod.gov.ge; tkerdzevadze@mod.gov.ge:
1. ორგანიზაციის დასახელება;
2. დამსწრე პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
3. პრეს-ბარათის ასლი.
აკრედიტაციისათვის აუცილებელი მონაცემების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 მაისი, 12:00.
მადლობა თანამშრომლობისათვის!
საზოგადოებრივ საქმეთა დეპარატამენტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო