20 აპრილს, 11.30 სთ–ზე, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართება. გამწვანების აქციაში სამხედროებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას.
მის: დაბა ვაზიანი, პირველი საარტილერიო ბრიგადის ბაზა