აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მასობრივი განადგურების იარაღის მოსაგერიებლად მზად არ არის. ასეთ დასკვნას შეიცავს მთავარ ინსპექტორ გლენ ჰაინის მოხსენება. ინსპექტორმა უწყების საქმიანობა გეგმიურად შეამოწმა, იუწყება "ასოშეიტედ პრესი".
ინსპექტორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროში არ არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო ბირთვული, ქიმიური, ან ბიოლოგიური დარტყმის შემთხვევაში უწყების თანამშრომელთა ქმედებას კოორდინირებას გაუწევდა. სტრუქტურები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში შედიან, განსაკუთრებულ სწავლებებში არ მონაწილეობენ, ამიტომ უწყების თანამშრომლებმა მოქმედების წესები არ იციან იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის წინააღმდეგ რომელიმე სახელმწიფო მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.
კერძოდ, ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა სამინისტროს შემდეგი განყოფილებები - "ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციისა და იარაღის გაყიდვების კონტროლის ბიურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო, ასევე მარშალთა სამსახური. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მეტნაკლებად მომზადებულია გამოძიების ფედერალური ბიუროა. თუმცა ამ თვალსაზრისით ხარვეზები მასაც აღმოუჩინეს.
სამინისტროში მთავარი ინსპექტორის კრიტიკა დადებითად შეაფასეს. უწყებაში განაცხადეს, რომ შიდა განაწესის მიხედვით, ბირთვული დარტყმის დროს ძირითადი ფუნქციები გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაეკისრება.