სამშაბათი, 24.12.2024, 22:42
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » ჩელენჯერ 2
20:13
ჩელენჯერ 2

ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2" წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის" მიერ. ეს არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30" – „კრომველის" ტანკის ვარიანტზე, რომელიც აღჭურვილი იყო 76,2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1" – დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-x წლებში – რომელიც 1990-x წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა რომ „ჩელენჯერ 2" შემუშავებულია „ჩელენჯერ 1"-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღეს-დღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2"-მა შეცვალა წინა მოდელი.

1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2" და კიდევ 259 ერთეული 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი ხოლო 1997 წელს კიდევ 20. „ჩელენჯერ 2" დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში შევიდა 1998 წელს, ბოლო ტანკი არმიაში შევიდა 2002 წელს. ტანკის ეს მოდელი ექსპლუატაციაში იქნება 2035 წლამდე.

ტანკები „ჩელენჯერ 2" გამოიყენებოდა ბოსნიის, კოსოვოსა და ერაყის ომში(2003 წლიდან დღემდე(2008)).
კომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა" 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის" შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დაიდო კონტრაქტი 90 მილიონ ფუტზე, რათა პირველი ნიმუში შექმნილიყო 1988 წლის დეკემბერში. 1991 წლის ივნისში სხვა მწარმოებლების ნიმუშებთან(მათ შორის იყვნენ „აბრამსი", M1A2, „ლეკლერკი" და „ლეოპარტი 2") შედარებების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ტანკი „ჩელენჯერ 2" მიიღო შეიარაღებაში.

აწყობა დაიწყო 1993 წელს ორ ძირითად ქარხანაში: ნიუკასტლში და ლიდსში. მთლიანად პროექტში მონაწილეობას იღებდა 250 ფირმა. პირველი მანქანები გამოვიდა 1994 წელს.

ტანკმა წარმატებულად გაიარა საიმედოობის გამოცდა, რომელიც ჩატარდა 1994 წელს. 285 დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამი ტანკის გამოცდა, რომელშიც სიმულირებდა საბრძოლო პირობები. ყოველი ეს დღე შეიცავს:
27 კმ სიარული გზაზე
33 კმ სიარული უგზო მიდამოებში
34 გასროლა ძირითადი იარაღიდან
1000 გასროლა 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან
10 სთ მთავარი ძრავის გამოცდა


გამოცდებზე დამტკიცდა, რომ ახალი ტანკი მთლიანად აკმაყოფილებს სამხედროთა მოთხოვნებს.

ჩელნჯერ 2" აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1 – ეს იმ ქვემეხის მემკვიდრე, რომლითაც აღჭურვილი იყო „ჩიფტენი" და „ჩელენჯერი 1". ეს ზარბაზანი დამზადებულია ახალი, წიდის ელექტროხვეწის მეთოდით. ეს არის ერთადერთი ამ კალიბრის კუთხვილი ზარბაზანი ნატოს აღჭურვილობაში. ზარბაზნის ლულის არხი ქრომირებულია, იარაღი გადახურულია თერმო-საიზოლაციო პერანგით.სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, სამიზნები მოწყობილობები მთლიანად ელექტრონულია. საბრძოლო მარაგი არის 52 გასროლა.

ძირითად იარაღთან შეწყვილებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L94A1. სამეთაურო ლუკთან ახლოს კოშკზე დაყენებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L37A2, რომელიც ასრულებს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის ფუნქციას. ტანკში სულ არის 7,62 კალიბრის 4000 ტყვია.

ტანკი აღჭურვილია „ჯენერალ დაინამიქსის" მიერ შექმნილი ცეცხლის კონტროლის ციფრული სისტემით, რომელსაც გააჩნია 32 ბიტიანი პროცესორი და მონაცემთან შინი Mil Std 1553.

ჩელენჯერ 2" არის ერთ-ერთი მძიმედ შეჯავშნული დასავლური ტანკი: კოშკიც და მისი კორპუსიც შეჯავშნულია მეორე თაობის კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანით, რომლის ინფორმაცია ახლაც კი გასაიდუმლოებულია. ბრიტანეთში ტანკზე გამოყენებული იყო რეაქტიური ჯავშნის პაკეტები. ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისაგან დაცვის კომპლექსი იმყოფება კოშკის შიგნით. წინ, კოშკის ორივე მხარეს იმყოფება კვამლსგამშვები ჭურვების სასროლი მოწყობილობა. ჩელენჯერს ასევე შეუძლია მის გარშემო შექმნას კვამლის ფარდა.
კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1518 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz