ხუთშაბათი, 26.12.2024, 00:07
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » დავით აღმაშენებელი
20:23
დავით აღმაშენებელი

მეფობდა 1089 – 1125

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა"


დავით IV აღმაშენებელი, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი საქართველოში მეფობდა 1089-1125 წლებში. მას მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები. დავით IV მოახერხა თურქ-სელჩუკების ქვეყნიდან განდევნა და ქვეყნის სრულად გაერთიანება. დავით აღმაშენებელი ასევე ითვლებოდა ეკლესიისა და ქრისტისნობის დიდ ქომაგად, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. 1103 წელს ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. სახელმწიფოს ძლიერების შემდგომი განმტკიცებისათვის შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობა აღნიშნული თანამდებობების გაერთიანების გზით.

სამხედრო კამპანია
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობას მიაღწია, დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. 1099 წელს დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს შეუწყვიტა ხარკის გადახდა. კარგად გაწრთვნილი და დისციპლინირებული ჯარის წყალობით მოახერხა თურქ-სელჩუკების ქვეყნიდან განდევნა და დაცარიელებული სოფლებისა და ქალაქების დასახლება. ამასთან, 1118-20 wlebSi ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― "მონა-სპა"

თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 წელს აიღო ზედაზენი. 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი. მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. 1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 - ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ - სელჩუკთა 300 - ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის." ისტორიკოსებმა ამ შეტაკებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის "ბრძოლაი საკვირველი" შეარქვეს.

1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.
დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია.
კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1072 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz