მამაკაცები სხვადასხვანაირები არსებობენ. ყველანაირები: მაღლები და არც ისე, ლამაზები და...ისევ არც ისე. ჭკვიანები, ნაკითხები, ერუდირებულები, გატაცებულები, მტვირთავები და მწერლები, ებრაელები და კავკასიელები, ყურადღებიანები და თავის თავში შეყვარებულები, მდიდრები და ღარიბები. ისინი ძალიან, ძალიან განსხვავებულები არიან. მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო – ყველა მამაკაცი ღალატისაკენ იხრება.
განსხვავება – ვადებშია. ვიღაცა ამას ადრე ხვდება, ვიღაცა - გვიან. ქვემოთ გაეცნობით ღალატთან ბრძოლის საშუალებებს:
შეურიგდით ამ მდგომარეობას და მოითმინეთ. ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. შესაძლებელია გარიგება: მოურიგდით თქვენს ქმარს, რომ ყოველ თქვენგანს თავისი ცხოვრება ჰქონდეს. შეიძლება სთხოვოთ, რომ თვალებში ნუ შეგეჩხირებათ თავის საყვარლებთან ერთად, შეიძლება ნამდვილად ენდოთ თქვენს ქმარს და არაფერი დაინახოთ ცხვირწინ, შესაძლებელია დაუმეგობრდეთ კიდეც მის საყვარლებს და ეჭორაოთ ტელეფონით.
მინუსები: რთული შესასრულებელია. მაშინაც კი, თუ საერთოდ არ გაგაჩნიათ ეჭვის გრძნობა.
ბრძოლა და არ დანებება. თვალყურის დევნება, დეტექტივის დაქირავება, ყვირილით შევარდნა სასტუმროს ნომრებში. საიდუმლო თვალთვალი მის მივლინებაში ყოფნისას, ეშმაკუნასავით სკივრიდან ამოხტომა კურორტზე, მოკლედ, ნუ მისცემთ ქმარს უფლებას, თავი დაცულად იგრძნოს. და არავითარი დაუსჯელობა!
მინუსები: ეს დამამცირებელია. ამას გარდა, ბევრ ძალებსა და სახსრებს მოითხოვს და სერიოზულად ანგრევს ნერვულ სისტემას. ადრე თუ გვიან მამაკაცი ან დამალვის ნორმალურ საშუალებას იპოვის, ან სამუდამოდ მოგიშორებთ თავიდან!
მოუსმინეთ სექსოპათოლოგებსა და ფსიქოლოგებს. ისინი გირჩევენ შეინარჩუნოთ იდუმალება – ეს შესაძლებელია. მოაწყვეთ ერთობლივი ცხოვრება ისე, რომ საინტერესო და მიმზიდველი იყოს, დაე მამაკაცს არასოდეს უქრებოდეს თქვენი დაპყრობის სურვილი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს – იყავით ნებისმიერ მოდელზე უფრო ლამაზი და სექსუალური...
მინუსები: ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ისე იცხოვრო და მთელი ენერგია იმაზე დახარჯო, რომ ვიღაცამ უფრო მხიარულად იგრძნოს თავი. განსაკუთრებით, თუ ეს ვიღაც თქვენი შვილი არ არის. თქვენი საკუთარი ცხოვრება უბრალოდ გაქრება, და აღარაფრისთვის დაგრჩებათ დრო.
დაიქირავეთ პირადი ჯადოქარი. შელოცვა, ჯადო და ა.შ. წვეთები სუფში, ნასკვი ბალიშისპირში, პიჯაკში, სამჯერ გადაფურთხება, ოთხჯერ ახტომა... ამბობენ, შველისო...
მინუსები: ეს სასიკვდილო ნომერია. ქმრები ასეთი რაღაცებისაგან უეცრად კვდებიან, სიცილისგან :) და თქვენც უნდა გამოეთხოვოთ სამოთხეს...
გაყევით ცოლად "ცისფერს":))). შესანიშნავი საშუალებაა. რადგან ღალატად, ძირითადად ითვლება ღალატი ქალთან...
მინუსები: ეს არ არის საინტერესო, ხოლო სექსი ქმართან, საერთოდ დაივიწყეთ... ვიღაც გირჩევთ გაიჩინოთ საყვარელი, არ დაუჯეროთ!
მინუსები: ეს სხეულის მაამებლობაა. თუ ქმარმა ამის შესახებ შეიტყო, სავარაუდოა, რომ ვერ გაგიგებთ. მისთვის ბევრად სასიამოვნოა როცა თვითონ გღალატობთ.
განქორწინება. შემდეგ გათხოვება. ისევ განქორწინება, ისევ ქორწინება... და ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ქორწინებისადმი ინტერესს არ დაკარგავთ. ამბობენ, რომ მესამე განქორწინების შემდეგ ან საერთოდ შეგძულდებათ კაცთა მოდგმა, ან აბსოლუტურად გულგრილი გახდებით ღალატის მიმართ..
მინუსები: საზიზღრობაა. ნათესავების მოლოცვები, რომლებიც ფსონებს ჩამოდიან, თუ როდის გაეყრებით ქმარს ამჯერად. მორიგი ქმრის მორიგი ხრიკები და თქვენი აბსოლუტური გაგება იმისა, რომ ამჯერადაც იგივე ხდება