ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ წლის გმირად შერაცხული ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბის" დამრიგებელი გახდა. მორატი კი მის შემცვლელს ყველგან ეძებს. ბოლო ინფორმაციით ლიგის ჩემპიონები კაპელოს კანდიდატურას განიხილავდნენ, ვინაიდან იტალიელის კონტრაქტი ინგლისელებთან მალე იწურება. ამ თემაზე ფაბიო "Daily Mail"-ის ჟურნალისტს გაესაუბრა: "ყოველთვის ავღნიშნავდი, რომ ინგლისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ეს ახლაც ასეა. მე თითქმის ახალი კონტრაქტიც გავაფორმე ყოფილ ფედერაციის წარმომადგენლებთან, თუმცა ამ დროს ასოციაციაში, როგორც მოგეხსენებათ, ცვლილებები მოხდა. მართალი გითხრათ, ჯერ ამ თემაზე არ მისაუბრია ახალ ხელმძღვანელებთან. სავარაუდოდ კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეხვედრა ჩემსა და ლორდ ტრისმენთან მსოფლიოს დასრულების შემდეგ მოხდება და იქ გადაწყდება ჩემი მომავალი ინგლისის ნაკრებში."
ხოლო კითხვაზე თუ რას აზრისაა კაპელო ინტერის მწვრთნელის პოსტის ჩაბარებაზე. ის ძალიან მოკლედ პასუხობს: "ამ თემაზე საუბარი არ მსურს. დიახ, მე წავიკითხე პრესაში ეს ინფორმაცია, მაგრამ პირადად არავისთან არ მქონია კონტაქტი და არც ვაპირებ, ვინაიდან ჯერ მხოლოდ მუნდიალზე ვარ კონცენტრირებული"