ქართული იროკეზი
UH-1H იროკეზი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ვერტმფრენი გამოუშვა 1959 წელს, იმ დროისთვის ეს იყო უახლესი და ერთ-ერთი საუკეთესო ვერტმფრენი. მართალია ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც არის 94 ქვეყნის შეიარარებაში, მისი შესაძლებლობების გამო. 16 00-ზე მეტია გამოშვებული. ჩვენს შეიარაღებაში არის 40 ერთეული.
Mi24 - საბჭოთა კავშირის მიერ 1972 წელს გამოშვებული ეს ვერტმფრენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური საბრძოლო ვერტმფრენია. საქართველოს შეიარაღებაში ის არის 18 ცალი. გამოშვებულია დაახლოებით 2000 ცალი.
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში ირიცხება დაახლოებით 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე. მტავარი შტაბი არის ფოთში, ასევე ბაზა არის ბათუმში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში იყო 19 საბრძოლო ერთეული. ამ ომის შემდეგ სერიოზული დანაკარგები მიადგა ქართულ ფლოტს.
ამჯამად საქართველოს ფლოტში შედის შემდეგი კატერები: საარტილერიო კატერი "ახმეტა”(სსრკ), საგუშაგო კატერები "ივერია” და "მესტია”(საბერძნეთი), საგუშაგო კატერი "ქუთაისი”(თურქეთი), საგუშაგო კატერი "გალი”(სსრკ), სადესანტო გემი "გურია”(სსრკ), საპატრულო კატერი "განთიადი”.
სარაკეტო კატერი "დიოსკურია”, სარაკეტო კატერი "თბილისი”, საგუშაგო კატერი "წყალტუბო” 2008 წლის 13-14 აგვისტოს განადგურებული იქნა რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ფოთთან. სამწუხაროდ "დიოსკურია” და "თბილისი” საქართველოს ფლოტის ძირითადი ძალა იყო. იმედი ვიქონიოტ რომ საქართველო მოახერხებს კიდევ ამაზე უკეტესი სარაკეტო კატერების შეძენას.. :)