ქართული DANA
RM70 - 1972 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ გამოშვებული სარაკეტო არტილერია. ერთადერთი ომი, რომელშიც ის გამოიყენეს 1972 წლიდან დღემდე, ესაა ცხინვალის რეგიონის ომი 2008წ. წონა - 33 ტონა, ეკიპაჟი - 6 ადამიანი, კალიბრი - 122მმ. ერთ ჯერზე შეუძლია 40 ჭურვის გაშვება. შეუძლია სამიზნის განადგურება 20 კმ-ზე.
DANA - ჩეხოსლოვაკიის გამოშვებული 1970 წელს. წონა - 23 ტონა, მაქსიმალური სისწრაფე - 80კმ/სთ, შეუძლია სამიზნის განადგურება 18 კმ-ზე, ეკიპაჟი 4-5 კაცი. დღესდღეობით DANA არის ჩეხეთის, ლიბიის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს შეიარაღებაში.
2S3 აკაცია - 1971 წელს გამოშვებული ჰაუბიცა. წონა - 27 ტონა, ეკიპაჟი - 4 კაცი, სიჩქარე - 60კმ/სთ, კალიბრი - 152მმ, დამატებითი შეიარაღება - 7მმ ტყვიამფრქვევი. ბაკის ერთი ავსებით შეუძლია 500 კმ-ს გავლა.
საჰაერო დაცვა
საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი საჰაერო დაცვის სისტემები:ZU23 2(სსრკ), ZU23 4 "შილკა”(სსრკ), S125(სსრკ), S200(სსრკ), Buk M1(სსრკ), Tor(სსრკ).
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები
თვითმფრინავები
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არის თვითმფრინავები: თხუთმეტი Su25(სსრკ), თერთმეტი L39 ალბატროსი(ჩეხოსლოვაკია), ორი L29 დელფინი(ჩეხოსლოვაკია), Hermes 450(ისრაელი).