კატალონიური ბარსელონა უკვე დიდი ხანია სესკ ფაბრეგასის გადაბირებას ცდილობს. 23 წლის ესპანელსაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ბარსაში თამაშის, თუმცა ამ დროისთვის სესკის ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩება. ლონდონის "არსენალის" ვებსაიტზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია რომ სესკ ფაბრეგასი არ იყიდება და ამ თემაზე საუბარი დასრულებულია: "გარკვეული დროის განმავლობაში ძალიან ბევრ ჭორს ვისმენდით ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები არც კი იყო დაწყებული ჩვენსა და კატალონიურ კლუბს შორის. ცოტა ხნის წინ მოგვმართეს მათ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა უარით გავისტუმრეთ ჩვენი კოლეგები. ჩვენ ფაბრეგასს არ ვყიდით, ის ჩვენი კაპიტანი და გუნდის ლიდერია."