მექსიკის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა, 22 წლის მარიო "ჩიჩარიტო" ერნანდესმა "წითელი ეშმაკების" ფანებს ჯერ არ გატანილი გოლები მიუძღვნა: "ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში გადასვლით. როცა მანჩესტერზე ვსაუბრობთ, არ შეიძება მათი გულშემატკივრების დავიწყება. წელს ლიგის შეხვედრას დავესწარი "ოლდ ტრაფორდზე" და ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრის გუნდისადმი ერთგულმა მხარდაჭერამ. მუნდიალზე გატანილ გოლებს მე მანჩესტერის ფანებს მივუძღვნი" - განაცხადა მექსიკელმა