ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა, კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . . აცრემლებული, გულნატკენი და აერეული მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . . გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . . ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ ქალს . . . უყვარდა შენი სიტყვა და სული . . . მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . . მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . . გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . . და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში, იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა.