იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ცნობა, ჩეზარე პრანდელის დანიშვნის შესახებ. 52 წლის სპეციალისტმა 4-წლიან ხელშეკრულეაბს მოაწერა ხელი და იგი მუნდიალის დასრულების თანავე შეუდგება ახალ სამსახურს.
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მარჩელო ლიპის ჩეზარე პრანდელი შეცვლის. კონტრაქტი გათვლილია 4 წელიწადზე. ვუსურვებთ მას წარმატებებს ახალ თანამდებობაზე."-ადასტურებს ფედერაციის ვებ-გვერდი.
თავად ნაკრებს რაც შეეხება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, სკუადრა აძურაც ემზადება მუნდიალისთვის. სამშაბათს კი გამოქვეყნდება ლიპის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი.