იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგვისტოდან იტალიის ნაკრების ერთერთ მწვრთნელად შესაძლოა პაოლო მალდინი ვიხილოთ. Sky Sport 24-თან საუბარში იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ შემდეგი განაცხადა: "ნამდვილად ვფიქრობ ამაზე. ჯერჯერობით ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, რამდგანაც არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მუნდიალი დასრულდება და გამოჩნდება თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ ადრე. ჩეზარე პრანდელი კი ნამდვილად ის მწვრთნელია, რომელსაც ნაკრებთან კარგი მუშაობა შეუძლია."