დღეს თბილისის დროით 15 საათზე მადრიდში სანტიაგო ბრნაბეუს პრესკონფერენციათა დარბაზში შედგა ჟოზე მოურინიოს პრეზენტაცია. მხარეებმა ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა საზეიმო წარდგენაზე გულშემატკივრის წინაშე, ისეთზე, როგორიც შარშან პერესის ვარსკვლავებს ჰქონდათ და ჩვეულებრივი ცერემონიალით შემოიფარგლა. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ჟოზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა: "ვერ გეტყვით დავიბადე თუ არა იმისათვის, რომ რეალის მწვრთნელი ვიყო, თუმცა ნამდვილად ტრენერობისათვის დავიბადე. მიყვარს მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის რეალში არის რაღაც-რაღაცეები რაც მიზიდავს, მისი ისტორია, ბოლო წლების იმედგაცრუებები და მომავალი გამარჯვებების პერსპექტივები. რეალი უნიკალური კლუბია და დიდი მოთამაშისა თუ მწვრთნელისათვის მადრიდულ კლუბში არ მოხვედრა კარიერის ნაკლი იქნებოდა. ჩემი კარიერა გამართლებისა და შრომის შედაგად კარგი გამომივიდა და ახლა მეამაყება რომ რეალს ჩავუდექი სათავეში. ყველაზე ლამაზი კი არა რეალის მწვრთნელობა ან აქ თამაშია, არამედ ამ კლუბთან ერთად გამარჯვებების მიღწევაა. ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის.
დღეს დილას ვესაუბრე რაულს. პრესისათვის ჩვენი საუბარი ამჟამად ხელმიუწვდომელია, რადგანაც ჩვენი საუბრის შესახებ ჯერ არ მისაუბრია რეალის დირექტორთან და პრეზიდენტთან. მე რეალში ახლა მოვედი, რაული კი უკვე რეალის ისტორიის ნაწილია და მას პატივი უნდა ვცე, გულწრფელი უნდა ვიყო და არ მოვექცე ისე როგორც "ვინმეს"
მე ბარსელონას მტერი არ ვარ. მადრიდის რეალს ჩავუდექი სათავეში და მსურს დიდი გუნდი ავაშენო. ბარსა ჩვენი კონკურენტია ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ვინმეს ვეზიზღები ბარსელონაში ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.