El Mundo Deportivo იტყობინება, რომ სერ ალექს ფერგიუსონი სერიოზულად ინტერესდება ახალგაზრდა ბარსელონელით, ბოიანით. წყარო იუწყება, რომ ინგლისური კლუბი მზად იქნება 12 მილიონი ფუნტი გაიღოს შემტევისათვის. ფერგიუსონი ბოიანის რუნისთან შეწყვილებას გეგმავს. როგორც ჩანს შოტლანდიელი სპეციალისტი სათანადო შემცვლელს ორივე თავდამსხმელისათვის, ოუენისა და ბერბატოვისათვის ეძებს. მანჩესტერლებმა უკვე შეიძინეს მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი. ესპანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დავიდ ვილას ბარსაში გადაბარგების შემდეგ კრკიჩის სათამაშო დრო გუნდში შემცირდება და ამ ფაქტმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს გადაწყვეტილების მისაღებად. 19 წლის ნახევრად სერბმა შემტევმა გასულ სეზონში ბარსას რიგებში რვა გოლის გატანა მოახერხა, სულ კი კატალუნიური კლუბის რიგებში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 500-ზე მეტჯერ აქვს თავი გამოჩენილი.