სამშაბათი, 07.05.2024, 22:46
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » რუნი:”ლეო საუკეთესოა”
18:01
რუნი:”ლეო საუკეთესოა”


წლევანდელი სეზონი ფეხბურთის გულშემატკივრებს არ დაავიწყდებათ, რადგან ისინი ნამდვილ დუელს უყურებენ უენ რუნისა და ლეო მესის შორის. ეს ორი ფეხბურთელი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მანჩესტერში კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიბადა. მართალია, რუნი პორტუგალიელის დროსაც ბრწყინავდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, ინგლისელმა შესაძლებლობები 100%–ით წარმოაჩინა.

რუნის ახლა ტრავმა აქვს, რომელიც მან მიუხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. განმეორებით შეხვედრაში, მან ყველას დაანახა როგორი უნდა იყოს მებრძოლი ფეხბურთელი. მან სასწორზე დადო მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. საფეხბურთო სამყაროსთვის საცოდაობა იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატი უენ რუნის გარეშე, თუმცა იგი მოახერხებს ტრავმის მოშუშებას სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე.

მხოლოდ და მხოლოდ ტრავმის მიღების შემდეგ გაასწრო მას ლეო მესიმ "ოქროს ბუცისათვის” დუელში. არგენტინელის არაამქვეყნიური თამაში უცხო აღარავისთვისაა.

გუშინ რუნიმ მცირე კომენტარი გააკეთა, მისსა და მესის შორის დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ამით გულშემატკივრებმა უნდა ისიამოვნონ. ინგლისელი აღიარებს, რომ არგენტინელი მასზე უკეთეს ფორმაშია.

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ლეოს გვერდით გაყენებენ, თუმცა იგი საუკეთესოა. არგენტინელის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან, უბრალოდ სისულელეა”–განაცხადა ინგლისელმა.

” როდესაც იგი ბურთს იღებს, ლეო იწყებს მოგზაურობას თავის სამყაროში. მისი შეჩერება შეუძლებელია”–დაამატა რუნიმ.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 802 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz