ხუთშაბათი, 21.11.2024, 21:56
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბილი საქართველოს ტერიტორია
18:38
რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბილი საქართველოს ტერიტორია

აგვისტო 9, 2008
(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(17) 12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(16) 10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი

აგვისტო 8, 2008
(9) 18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერDდაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა
(8) 17:35 კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
(7) 17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ და არის მსხვერპლი
(5)(6) 16.30 რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კიმოლეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობებიც და არის მსხვერპლი
(4) 15:05 რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
(3) 10:57 ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
(2) 10:30 რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა
(1) 09:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.



კატეგორია: ჯარი | ნანახია: 946 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz