ხუთშაბათი, 26.12.2024, 23:03
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა უფლება-მოვალეობები
17:52
სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა უფლება-მოვალეობები

სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, ვლდებულებები და სამხედრო სამსახურის პირობები, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითადი სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა და დაცვა განსაზღვრულია საქართველოს შემდეგი კანონმდებლობის მიხედვით:

- ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ”სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბერის #609 ბრძანებულება;
- ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბერის N493 ბრძანებულება;
- ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბერის N560 ბრძანება.

უფლებები

1) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს აქვს მივლინებისას, შვებულებისას, სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისას საგზაო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე მგზავრობის უფლება;
2) პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხოლო სამხედრო შეკრების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან, სასწავლებლიდან ადგილის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში პირს უხდიან სამხედრო თანამდებობის ან სამხედრო წოდების ფულად სარგოს;
3) პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება;
4) მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები ან ოთახები საერთო საცხოვრებელში;
5) იღებენ სოციალურ გარანტიებს;
6) კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ შვებულებით;
7) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება (დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი), ხოლო დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით;
8) უფასო მკურნალობა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ჰოსპიტალში;
9) კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან შესაბამისი კომპენსაცია და სამხედრო ფორმის ტანსაცმლი;
10) სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე;
11) სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდგომ პირს უფლება აქვს გააგრძელოს საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახური, სადაც გაივლის წინამოსამზადებელ წვრთნებს.


მოვალეობები

1) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებათა მოთხოვნები;
2) ერთგულად ემსახუროს საქართველოს;
3) აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე;
4) დაეუფლოს და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა;
5) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას;
6) გაუფრთხილდეს სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას;
7) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება;
8) დაემორჩილოს მეთაურს, შეასრულოს ბრძანებები.


აღრიცხვა

1) ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე;
2) მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი;
3) მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს;
5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას;
6) სამხედრო სამსახურში გაწვევამდე, მოქალაქე გადის სამედიცინო შემოწმებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.

მოქალაქე ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გამოძახებით გამოცხადდეს სამედიცინო შემოწმებისა და გამწვევი კომისიის სხდომაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (სადაც იგი მუდმივად, 3 თვეზე მეტი ხნით ან დროებით ცხოვრობს) შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის უწყებით – სამხედრო სამსახურში გასაწვევად. თან უნდა იქონიოს 4 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ, დახასიათება და ავტობიოგრაფია.

ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე ვალდებულია ორი კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხოლო საზღვარგარეთ საცხოვრებლად მყოფი პირები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ საელჩოში ან წარმომადგენლობებში.

სამხედრო სამსახურის სახეები

1) სავალდებულო;
2) საკონტრაქტო (პროფესიული);
3) კადრის;
4) რეზერვი.

საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა

1) სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები;

2) 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას;

3) კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავდების და გათავისუფლების საფუძვლები;

4) სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით სამხედრო სამსახურის მოხდაზე უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქეს გაიწვევენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის ვადაა 24 თვე, უმაღლეს დამთავრებულთათვის -18 თვე.

სამხედრო სამსახური წვევამდელებს და რეზერვისტებს საშუალებას აძლევს:

• გაიუმჯობესონ ლიდერობის უნარ-ჩვევები;
• დაეუფლონ აუცილებელ სამხედრო სპეციალობებს;
• შეისწავლონ სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის მართვა;
• გამოიმუშაონ სხვადასხვა კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი;
• შეისწავლონ უცხო ენები;
• ივარჯიშონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში;
• დაეუფლონ პირველადი დახმარების აღმოჩენისა და თავდაცვის უნარ-ჩვევებს.
კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1795 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz