ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:03
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 25 » საფრანგეთი რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ ”მისტრალს” ააშენებს.
17:37
საფრანგეთი რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ ”მისტრალს” ააშენებს.
null
აბსურდს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე სენსაციურ კომერციულ გარიგებასაც კი. თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაყიდვის დროს, ალბათ, მაინც გათვლაა საჭირო - ეს ტექნიკა მერე შენ თვითონ ცხვირში ხომ არ მოგხვდება? სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქამდე არასდროს გასჩენიათ სურვილი რუსეთს, და მით უმეტეს, საბჭოთა კავშირს, ისეთი ძლიერი შეიარაღება მიყიდონ, როგორიც არის საბრძოლო ხომალდი.
რასაც არ უნდა ამბობდნენ ურთიერთობების ”დათბობის” შესახებ, რუსეთი კვლავ ძალზე არასანდო პარტნიორად რჩება და ამას არც მალავს. ამაზე მეტი რა გინდათ - 2008 წლის აგვისტოში მან საერთაშორისო თანამეგობრობის და იგივე ნატოს პოზიციის სრული იგნორირება მოახდინა და საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა. თანაც დღემდე არ ჩქარობს შეასრულოს შეთანხმება ჯარების გაყვანის თაობაზე. 
ყოველივე ეს გაოცებას იწვევს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ შეთანხმების მთავარი ინიციატორი სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო. ამ დოკუმენტს ხშირად სარკოზი-მედევედევის შეთანხმებას უწოდებენ. ამის მიუხედავად, საფრანგეთის ხელისუფლება დღეს გარკვეულ ლოგიკაზე საუბრობს, ანუ თუ ნატო რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს, რატომ არ ვითანამშრომლოთო სამხედრო სფეროში? მაგრამ, ბატონებო, სამხედრო სფერო - ძალზე ფართო ცნებაა, აქ კი საუბარია თანამედროვე, მძლავრ და კარგად არჭურვილ სადესანტო ხომალდზე!
რუსი სამხედროები უკვე მოუთმენლად ისრესენ ხელებს და ამბობენ - წელიწადნახევრის წინ ასეთი ხომალდი რომ გვყოლოდა, საქართველოსთან აგვისტოს ომი რამდენიმე დღეში კი არა, რამდენიმე საათში დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, ფრანგები კვლავ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ”მისტრალი” საფრთხეს არავის არ შეუქმნის. ეს მათ სინდისზე დარჩეს, თუმცა იმ ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთთან, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისეთი თბილი ურთიერთობები აქვთ და რომლებმაც კარგად იციან, მათი მრავალსაუკუნოვანი მეზობელი რისი მაქნისია, მაშინვე ხმაური ატეხეს.
ერთ-ერთი პირველი, ბუნებრივია, საქართველო აღშფოთდა. მას ხომ რუსეთმა, თვალის დახამხამების გარეშე, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების დიდი ნაწილი წაართვა. ფრანგული მხარის გადაწყვეტილებამ არანაკლებ აღშფოთება გამოიწვია ბალტიის სახელმწიფოებშიც. ეს ფაქტი უყურადღებოდ არც ვაშინგტონს დაუტოვებია, რომელმაც თავის ნატოელ მოკავშირეს მსგავსი გარიგებების გადახედვისკენ მოუწოდა.
თუმცა ალბათ ყველაზე საყურადღებო განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ ”მისტრალის ისტორიამ შესაძლოა რუსეთი ასტრალში გადაიყვანოს”. საქმე იმაშია, რომ ბევრი რუსი ექსპერტი ”მისტრალის” შესყიდვის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგანაც მას, თურმე, სუსტი ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვა გააჩნია. შესაძლოა, ეს თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პერსონალი ამ საკმაოდ რთული ხომალდის (რომელიც თანაც საზღვარგარეთ არის წარმოებული) ექსპლუატირებისთვის შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს. ერთს არ დაუმიზნონ და სხვა რამეს არ მოახვედრონ!
ამ გარიგების მომხრეების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ”მისტრალი” კი არის სადესანტო ვერტმფრენმზიდი, მაგრამ ის, ძირითადად, სამშვიდოდო ოპერაციებისთვის არის გათვლილი. ამასთანავე, რას გულისხმობს რუსეთი ”სამშვიდოდო ოპერაციებში”, ჩვენ დღეს ყველამ კარგად ვიცით. თანაც მისი ხელისუფლების განწყობაც ნათელია: ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთი უფლებას იტოვებს აგრესორს წინმსწრები ბირთვული დარტყმებიც კი მიაყენოს. ის, რომ ტერმინები ”აგრესორი” და ”წინმსწრები” ერთმანეთს არ შეესაბამება, ალბათ არავის ადარდებს.
არანაკლებ პრინციპულია საკითხი, თუ სად იქნება ბაზირებული და გამოყენებული ეს ხომალდი? შავ ზღვაზე? თავისი კლასით, ”მისტრალი” ავიამზიდი არ არის, რომლებსაც შავ ზღვაში შესვლა ეკრძალებათ. მიუხედავად ამისა, საეჭვოა, რომ მისმა გამოჩენამ ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყნის - თურქეთის აღფრთოვანება გამოიწვიოს. ბუნებრივია, ეს შავი ზღვის რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვისაც საჩუქარი ნამდვილად არ არის.
შესაძლოა, ბალტიის ზღვაში? მაშინ ძალზე ფხიანი ფრანგების გაგება კიდევ უფრო რთული ხდება. რჩება კიდე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე და წყნარი ოკეანის სანაპირო. თუმცა გაუგებარია, იქ რუსეთი რა სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს? მაგრამ ვინ იცის?..
ისე საქართველოს რაც შეეხება, ეყოლება დაახლოებით 3 წელიწადში რუსეთს ”მისტრალი” თუ არა, სამხედრო სიძლიერეში ის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელს მაინც ვერ შეეჯიბრება. სამაგიეროდ, რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის არსებობის და ნატოში შესვლის აუცილებლობის შეხსენების კიდევ ერთი საბაბი გაჩნდება. თავად რუსეთი თავისი მოქმედებებით საქართველოს გზას უხსნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. საკუთარი უსაფრთხოების დაცვის სხვა მექანიზმი საქართველოს ხომ პრაქტიკულად არ დარჩა.
ამიტომაც გამოდის, რომ ”მისტრალი” რუსეთს ასტრალში მიაქანებს, საქართველოს კი - ნატოში.
კატეგორია: ამბები | ნანახია: 974 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz