საქართველოს შეიარაღებული ძალები 19 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროფესიული დღესასწაული სამხედროებს დღეს პირადად მიულოცა. მინისტრი ბაჩო ახალია დღეს რამდენიმე სამხედრო ბაზას ესტუმრა და წარმატებული ჯარისკაცები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. იუბილე სამხედროებს დღეს სკოლის მოსწავლეებმაც მიულოცეს. სენაკში, ვაზიანსა და გორში მოსწავლეებისთვის სამხედრო ღიაკარის დღე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. "მინდა მივულოცო ყველა ქართველ სამხედროს შეიარაღებული ძალების დღე. დღეიდან ვეცდებით დავამკვიდროთ ახალი – ღია კარის დღეების – ტრადიცია. დღეს სამხედროებს ჰყავდათ ყველაზე სასურველი სტუმრები – სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული ჟრიამული შემოიტანეს სამხედრო ნაწილებში; ძირითადი სამხედრო ბაზები დღეს ღიაა ბავშვებისთვის. ისინი მოვიდნენ და სიხარულით მიულოცეს სამხედროებს იუბილე," განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა. სენაკში მოსწავლეებმა სამხედრო ბაზა და შეიარაღება ბაჩო ახალაიასთან ერთად დაათვალიერეს, ისადილეს ჯარისკაცებთან ერთად და მინისტრისა და სამხედრო მოსამსახურეებისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 19 წლის იუბილე სამხედრო ბაზებზე სამი დღის განმავლობაში სამხედროებისთვის კონცერტების გამართვითაც აღინიშნა.