სამშაბათი, 24.12.2024, 22:46
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » შეხვედრა ექსპერტთან
19:48
შეხვედრა ექსპერტთან


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიის საერთაშორისო საზოგადოებრივი შეფასება მოისმინეს. მისიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნებს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა წარუდგინა. ანდრო ბარნოვმა ავღანეთში 19–28 მარტს ნატო–ს საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის ეგიდით ჩატარებულ ტურნეში მიიღო მონაწილეობა. დიპლომატიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მოგზაურობის მიზანია ტრანსატლანტიკური საზოგადოების ექსპერტებისა და მკვლევარების სრულად ინფორმირება ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც თავის მხრივ საზოგადოებას გააცნობენ ვითარებას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრომ ანდრო ბარნოვი ვრცელი ბრიფინგისთვის მოიწვია. დღეს გამართულ შეხვედრაზე მან ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასა და ამ პროცესის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე გაამახვილა ყურადღება ავღანეთის სამომავლო პერსპექტივებზე, შიდა პოლიტიკაზე და ყანდაღარსა და ჰელმანდის პროვინციაში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პირებმა გააკეთეს კომენტარები. ”ბატონი ანდრო ბარნოვი საქართველოს სახელით ნატო-ს დელეგაციის ფარგლებში იმყოფებოდა ავღანეთში, ის გაეცნო ადგილობრივ სიტუაციას და ნახა, რა ხდება როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხით. რაც მთავარია, მან დღეს გაგვიზიარა მიღებული გამოცდილება, მისი და უცხოელი ექსპერტების დამოკიდებულება, შეფასებები ავღანეთში მიმდინარე მოვლენებსა და ნატო-ს ახალ სტრატეგიაზე,” -განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ.
”მოგეხსენებათ, ქართველი ექსპერტი მიწვეული იყო ნატო-ს ეგიდით ავღანეთში და მან გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები, რაც ძალიან საინტერესო იყო. მისი მონაყოლი და შეფასება ჩვენ დაგვეხმარება სამხედრო ოპერაციების შესრულებისას. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ვაკეთებთ ხალხისათვის და ამდენად საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,” – აღნიშნა სამშვიდობო მისიაში მონაწილე 31 -ე ბატალიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ალექსანდრე ოზბეთელაშვილმა.
ანდრო ბარნოვი ავღანეთში ISAF-ში მონაწილე ათი სახელმწიფოს ექსპერტებთან ერთად გაემგზავრა. მათ შეხვედრები ჰქონდათ ნატო–სა და ISAF-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს, ევროკავშირისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. ალიანსმა ორგანიზება უკვე 12 მსგავს ვიზიტს გაუწია, საქართველოს წარმომადგენელი კი პირველად იღებდა მონაწილეობას.

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 983 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz