შაბათი, 27.04.2024, 06:57
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ხსენების დღე!
23:00
წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ხსენების დღე!

მინდა მოგილოცოთ წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სულის მოხსენიების დღე KvaLa.TK _ს მომხმარებელსა და სრულიად საქართველოს! დღეს ქართველთათვის დიდი საზეიმო დღეა, და ჩვენც მივაგოთ მას პატივი!




დღეს, 12 მაისს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 12:00 საათზე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ძმა, მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს.

ანდრია ბეთსაიდაში დაიბადა. სიყრმიდან ჭეშმარიტ სწავლებას ეძებდა და როცა იერუსალიმში ქუხილივით გაისმა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ანდრია მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმ. იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს უთხრა: "აჰა, ტარიგი ღმრთისა". ამ სიტყვებზე ორივენი გაჰყვნენ მაცხოვარს. ანდრიამ ძმას მესიის პოვნა ახარა და პეტრეც იესოსთან მივიდა.

ქრისტეს დამოწაფებული ძმები თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალს მაცხოვარმა უთხრა: "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, "დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და, დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების".

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები (გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია), სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, "ფრიად შუენიერი და დიდი" წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები: "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა".

წმიდა მოციქულმა ანდრიამ პირველმა იქადაგა სახარება საქართველოში. თითქმის მთელი ქვეყანა შემოიარა, შავი ზღვის სანაპიროზე მოვიდა სვიმონ კანანელთან ერთად, ხოლო აქედან, როგორც ისტორია გადმოგვცემს, ჩრდილოეთისკენ გაემართა იქეთ, სადაც დღეს კიევია, ჯვარი აღმართა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დიდი ქალაქი აშენდებოდა.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ცრუ ღვთაების ერთგული რჩებოდა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორ დღეს ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. ხელები არ ემორჩილებოდათ. წმიდანმა "აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან". და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი.

ქალაქის მმართველის ცოლმა მაქსიმილამ მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით დააბრძანეს

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა, 13 მაისს კი - საქართველოში შემოსვლის
კატეგორია: მილოცვები | ნანახია: 1102 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz