Tuttosport-თან საუბარში ტურინის იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელმა სებასტიან ჯოვინკომ კლუბიდან სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა: "რისთვის დავრჩე გუნდში თუ არავის ვჭირდები. სათადარიგოთა შორის ყოფნის ორი წლის მერე კიდევ ერთი სეზონი არ მსურს უთამაშებელი ვიყო. დარწმუნებული ვარ, არ ვიმსახურებ სკამზე ჯდომას. მუდმივად მინდა რომ მოედანზე ვიმყოფებოდე, ეს ერთადერთია რასაც ვითხოვ. არ მიმაჩნია, რომ თუ იუვედან წავალ ეს ჩემი წარუმატებლობა იქნება, პირიქით, მოვა დრო და იუვე ინანებს თუ გუნდიდან წავალ". სავარაუდოდ ახალგაზრდა ფეხბურთელის ბედი მიმდინარე ზაფხულს გაირკვევა. მოგეხსენებათ, ტურინული კლუბი ექს-სამპდორიელმა ლუიჯი დელ ნერიმ ჩაიბარა და შემადგენლობის დაკომპლექტებაც უკვე დაწყებული ექნება.