როგორც წესი, მამაკაცები ცოლებისგან საყვარლებთან მიდიან. ჟან კლოდ ვან დამმა კი საყვარელი მიატოვა და ცოლს დაუბრუნდა. თუმცაღა, შეიძლება ეს მთლად ქალების კი არა, გეოგრაფიის ბრალი იყოს. ცოლი ხომ კანშია, საყვარელი კი - უკრაინაში.
ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა 49 წლის ვან დამისა და 23 წლის უკრაინელი ალინას რომანის შესახებ. მათ ერთმანეთი ტაილანდში გაიცნეს და ვან დამი ისე გამიჯნურდა, უკრაინაში ვიზიტებს უმატა და იქ კინოპროექტებიც კი დაგეგმა.
მაგრამ კანის კინოფესტივალზე მსახიობი კანონიერ ცოლთან - გლედის პორტუგეზთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკრაინელ საყვარელზე 31 წლითაა უფროსი.