ხუთშაბათი, 26.12.2024, 23:03
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » აგვისტოს ომის ტექნიკა
17:18
აგვისტოს ომის ტექნიკა

რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის დროს გამოყენებული იარაღის და ტექნიკის შესახებ. (მომზადებულია რუსული მედიის მასალების მიხდვით)

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს როგორც რუსული, ასევე ქართული მხრიდან ძირითადად გამოყენებული იყო საბჭოთა წარმოების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. ამასთანავე, ქართულ ჯარს უცხოეთის წარმოების ტექნიკაც გააჩნდა, პირველ რიგში ავტომატური იარაღი, კავშირგაბმულობის და დაზვერვის საშუალებები, ღამის ხედვის ხელსაწყოები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის სისტემები.
ქართული მხარე აქტიურად იყენებდა სნაიპერების რაზმებს, რომელთა შეიარაღებაში იყო საბჭოთა წარმოების (СВД), ამერიკული და ისრაელის შაშხანები (7,62 მმ-იანი Galil) ღამის ხედვის ხელსაწყოებით.
6 აგვისტოს საღამოს ცხინვალთან მობილიზებული იყო ქართული არტილერია, ძირითადად, მსხვირკალიბრიანი ქვემეხები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც შედის საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეულ საარტილერიო ბრიგადაში. (გრძელლულინაი არტილერია, თვითმავალი დანადგარები და ქვემეხები, ასევე ზალპური ცეცხლის სისტემები ქართულ არმიაში ერთიანი საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაშია გაერთიანებული)
7 აგვისტოს გვიან ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითმა ბრიგადამ სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ცხინვალის შტურმი დაიწყო. ბრიგადის რიცხოვნობა 3300 ჯარისჯაცს და ოფიცერს შეადგენს. ბრიგადაში შედის 3 ქვეითთა ბატალიონი - 590 ადამიანი, ერთი ჯავშანსატანკო ბატალიონი (380 ადამიანი, 30 - Т 72-ის ტიპის ტანკი და 17 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, საარტილერიო დივიზიონი (371 ადამიანი, 18 ჰაუბიცა Д-30, 12 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი). ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი (288 ადამიანი), საინჟინრო ასეული (96 ადამიანი), სადაზვერვო ასეული (101 ადამიანი), კავშირის ასეული (88 ადამიანი).
საქართველოს შეიარაღებული ძალებია საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება
152-მმ-იანი ქვემეხი "Гиацинт-Б” - 3 ერთეული
152-მმ-იანი ჰაუბიცა "Мста-Б” – 11 ერთეული
203-მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Пион” – 6 ერთეული
152-мм თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Мста-С” – 1 ერთეული
152-мм თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Dana” – 26 ერთეული
152-მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Акация” - 13ერთეული
262-მმ-იანი ზალპური ცეცხლის სისტემა "Оркан” – 4 ერთეული
160-მმ-იანი ზალპური ცეცხლის სისტემა LAR-160 – 4 ერთეული
122-мм ზალპური ცეცხლის სისტემა "Град” – 16 ერთეული
122-мм ზალპური ცეცხლის სისტემა RM-70 – 6 ერთეული
128-мм ზალპური ცეცხლის სისტემა "Plamen” – 12 ერთეული
საზენიტო დანადგარი ЗУ-23-2 - 15 ერთეული
პირადი შემადგენლობა - 1200 ადამიანი
მთლიანობაში, CNN-ის ცნობით, ქართულ მხარეს ცხინვალის რეგიონში ყავდა დაახლოებით 100-დე ტანკი Т-72 და Т-55, რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, БМП-1 და БМП-2, ასევე საბრძოლო სადაზვერვო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები.



საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველომ პირველად გამოიყენა ტანკები T-72-SIM-1, რომლებიც იყო ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ მოდერნიზებული. განახლებულ ტანკებზე კავშირგაბმულობის ახალი საშუალებები იყო დაყენებული, ხელსაწყოები ”საკუთარი-უცხო”, GPS -ის სანავიგაციო სისტემა, ღამის ხედვის ხელსაწყო, სამართავი იარაღის გამოყენების კომპლექსი, ასევე ახალი ჯავშანი. ამ ტანკების დიდი ნაწილი წინა ხაზზე არ გამოიყენებოდა, რადგანაც სარდლობას ძვირადღირებული ტექნიკის შენარჩუნება სურდა.
ჰაერიდან ქვეით ნაწილებს იცავდნენ Ми-8-ს და Ми-24-ის ტიპის ვერტმფრენები, ასევე მოიერიშე თვითმფრინავები Су-25.
8 აგვისტოს ცხინვალში ჩავიდა დამატებითი ძალები ჩრდილოეთ ოსეთიდან. მათ შეიარაღებაში შედიოდა ავტომატური იარაღი, ნაღმმტყორცნები, ქვემეხები, ქვეითთა საბრძოლო მანქამები, ასევე ტანკები Т-55.
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალზე ქართული ჯარის შეტევის დროს განადგურებული იყო 10 ქართული ტანკი Т-55 და Т-72. (საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ქართულ ჯარს ჰყავდა 230-240 ტანკი, მათ შორის 210 ერთეული Т-72).
8 აგვისტოს 12 საათისთვის ქართულმა არმიამ ცხინვალის ცენტრი დაიკავა. იმავე დღეს დაახლოებით 2 საათზე თბილისიდან ცხინვალში 750-800 რეზერვისტი ჩავიდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ამერიკული ავტომატური შაშხანებით М-4, ნაღმმტყორცნებით და ყუმბარმტყორცნებით.
ამავე დღღეს რეგიონში შედის რუსეძთის 58-ე არმია. იწყება ”მშვიდობისთვის იძულების” ოპერაცია. არმიაში შედიოდა სატანკო, საარტილერიო, მოტომსროლელთა და სადაზვერვო ქვედანაყოფები. (ასობით ტანკი Т-72, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სადაზვერვო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ”Акация”, ნაღმმტყორცნები და ქვემეხები.

9 აგვისტოს კი კონფლიქტის ზონაში გადასროლილი იყო ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები . აქვე მობილიზებული იყო ივანოვოს 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, ასევე 45-ე სადაზვერვო პოლკის სპეცდანიშნულების რაზმი, ჩეჩნურ სპეცბატალიონ "Восток” და "Запад”-ში შემავალი ორი ესული.

ავიაცია:


სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების დასაბომბად 7 აგვისტოს საქართველოს საჰაერო ძალებმა გამოიყენეს მოიერიშე თვითმფრინავები Су-25. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საქართველოს საჰერო ძალებს გააჩნდა 10 მოიერიშე Су-25 КМ, ორი სასწავლო-საბრძოლო Су-25УБ, ექვსი L-39 დაცხრა L-29.
8 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-4 არმიამ ქართული პოზიციების დაბომბვა დაიწყო. არმიაში შედიოდა 60-დე ფრონტის ბომბდამშენი Су-24, 100 ავიაგამანადგურებელი МиГ-29, 60 ავიაგამანადგურებელი Су-27, 100 მოიერიშე Су-25, 40 მსუბუქი მოიერიშე L-39 და 30 სადაზვერვო Су-24МР, ასევე 75 ვერტმფრენი Ми-24.
რუსულმა ავიაციამ დაბომბა მარნეულის სამხედრო აეროდრომი, სადაც დაზიანდა ასაფრენი ბილიკი. ბომბები ჩამოაგდეს ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ასევე გორში და ქარელში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე.
მარნეულის აეროდრომის დაბომბვის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა ბაზის რამდენიმე თამანმშრომელი, განადგურდა რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი. სალამის ბაზის შედეგად კი განადგურდა ორი ვერტმფრენი - Ми-8 და Ми-24.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავიც ჩამოაგდეს. თავდაპირველად რუსეთმა აღიარა ორი თვითმფრინავის - Су-25 და Ту-22МР -ს განადგურების ფაქტი. მოგვიანებით რუსული ჯარის სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია კიდე 2 Су-25-ის ჩამოგდების შესახებ. მთლიაონობაში განადგურდა 4 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, (ეკიპაჟის ორი წევრი ტყვეობაში ჩავარდა, ერთი აფეთქების დრო დაიღუპა და ერთი ქართულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა).
საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალები თბილისის ცენტრალური პუნქტიდან იმართებოდა. ქართულ შეარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ გააჩნდა ორი საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი, შეიარაღებაში შედიოდა საზენიტო კომპლექსები С-125М "Нева-М”, Оса-АК, Оса-АКМ, Бук-М1, დანადგარები ЗСУ-23-4, გადასატანი 9К31 ”Стрела-2M” და 9К38 "Игла”.
ქართულმა მხარემ დაკარგა 2 Су-25. ერთი ჩამოაგდეს კონფლიქტის პირველივე საათებში. მეორე თითმფრინავი კი ცხინვალის თავზე 11 აგვისტოს ააფეთქეს გადასატანი საზენიტო კომპლექსით ” Игла”.
რუსული ავიაციის მიერ საჰაერო სივრცეზე კნტროლის მოპოვება ოპერაციის საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სამხედრო-საზღვაო ძალები
9 აგვისტოს აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვეს გამოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერი ”მოსკოვი” და ხომალდი ”სმეტლივი”. 10 აგვისტოს რუსეთის ხომალდებმა ცეცხლი გახსნეს და ერთ-ერთი ქართული ხომალდი გაანადგურეს. რუსული მხარის ინფორმაციით, მათ 4-მა ქართულმა ხომალდმა შეუტია. რუსეთის კონტრ-ადმირალის ვალერი ვლასოვის განცხადებით, რუსულ ხომალდებს თავს დაესხა ქართული კატარღები "Гриф” 1400М. სხვა ინფორმაციით, ეს შეიძლება ყოფილიყო სანაპირო დაცვის კატარღები ”ბათუმი”, რომლის შეიარაღებაშია ტორპედოები და 30მმ-იანი საზენიტო ავტომატები АК-230.
საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს შეიარაღებაში გააჩნდათ საბჭოთა, რუმინეთის, ამერიკული, თურქული დ ბერძნული წარმოების 20-დე კატარღა. ყველაზე ძლიერია 2 სარაკეტო კატარღა - ”თბილისი” და ”დიოსკურია”. პირველი - საბჭოთა წარმოების 206МР კატარღაა, რომელიც საქართველოს 1999 წელს უკრაინამ გადასცა. ”დიოსკურია” კი საქართველოს 2004 წელს საბერძნეთმა გადასცა. კიდე ერთი კატარღა - ”ბათუმი”, საქართველოს ასევე უკრაინამ გამოუგზავნა.

რუსული წყაროების ცნობით, 12 აგვისტოს მონაცემებით, განადგურებულია 6 ქართული თვითმფრინავი, 20-დე ტანკი, 18 ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მანქანა, ზალპური ცეცხლის 3 დანადგარი და რადიოსალოკაციო სადგურები. ამავე წყაროს ცნობით, ქართული ჯარის მხრიდან დაიღუპა 150-170 ადამიანი.
რუსეთის სახმელეთო ჯარების დანაკარგების შესახებ ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი. სხვა წყაროების ცნობით, ის რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს და ოფიცერს შეადგენს.
კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1158 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 კობა   (13.06.2011 12:35) [Entry]
ამდენი ტყუილი და დეზინფორმაცია ერთად დაწერილი კარგა ხანია არ მინახავს. რაში დაგჭირდათ?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz