ჯონ ტერის ფაბიო კაპელომ კაპიტნობა გარკვეული მიზეზების გამო ჩამოართვა. ეს მიზეზები ყველასთვის ნაცნობია, ამიტომ აღარ ჩავუღრმავდებით. ტერის მაგივრად კი კაპიტნობა რიო ფერდინანდმა ჩაიბარა და მსოფლიოს დაწყების წინ ასეთი განცხადებაც გააკეთა: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ აწევს პირველი მსოფლიოს თასს. ეს მეორეხარისხოვანია და დარწმუნებული ვარ ამაში ტერიც დამეთანხმება. ჩვენთვის მთავარი ჩემპიონატის მოგებაა და სხვა პრობლემას ვერ ვხედავთ. 44 წლის წინად მოვიგეთ უკანასკნელად ეს უდიდესი ტურნირი და დღემდე 66-ის ნაკრების ფეხბურთელები გმირებად ითვლებიან ინგლისში. ძალიან საამაყოა როცა იცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მისია გაკისრია, ითამაშო მუნდიალზე და აუცილებლად მოიგო ის. როგორი გრძნობაა კაპიტნობა? ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა ძალიან რთულია იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მაგრამ მე ისედაც ყოველთვის ჩემ სათქმელს ვამბობდი გასახდელში და მოედანზეც, ამას დამატებული კაპიტნობა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ იყო. ეს არის ჩვენი სამუშაოს ნაწილი და ვალდებულები ვართ ღირსეულად გავუძღვეთ მას. დღეს მთელი ინგლისი ჩვენგან ჩემპიონობას ითხოვს, ჩემი თაობისთვის ეს სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია მუნდიალის მოგების და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობის მოსაპოვებლად."