პარასკევი, 26.04.2024, 19:41
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » მაისი » 30

null
ჯონ ტერის ფაბიო კაპელომ კაპიტნობა გარკვეული მიზეზების გამო ჩამოართვა. ეს მიზეზები ყველასთვის ნაცნობია, ამიტომ აღარ ჩავუღრმავდებით. ტერის მაგივრად კი კაპიტნობა რიო ფერდინანდმა ჩაიბარა და მსოფლიოს დაწყების წინ ასეთი განცხადებაც გააკეთა: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ აწევს პირველი მსოფლიოს თასს. ეს მეორეხარისხოვანია და დარწმუნებული ვარ ამაში ტერიც დამეთანხმება. ჩვენთვის მთავარი ჩემპიონატის მოგებაა და სხვა პრობლემას ვერ ვხედავთ. 44 წლის წინად მოვიგეთ უკანასკნელად ეს უდიდესი ტურნირი და დღემდე 66-ის ნაკრების ფეხბურთელები გმირებად ითვლებიან ინგლისში. ძალიან საამაყოა როცა იცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მისია გაკისრია, ითამაშო მუნდიალზე და აუცილებლად მოიგო ის. როგორი გრძნობაა კაპიტნობა? ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა ძალიან რთულია იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მაგრამ მე ისედაც ყოველთვის ჩემ სათქმელს ვამბობდი გასახდელში და მოედანზეც, ამას დამატებული კაპიტნობა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ იყო. ეს არის ჩვენი სამუშაოს ნაწილი და ვალდებულები ვართ ღირსეულად გავუძღვეთ მას. დღეს მთელი ინგლისი ჩვენგან ჩემპიონობას ითხოვს, ჩემი თაობისთვის ეს სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია მუნდიალის მოგების და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობის მოსაპოვებლად."
 


null
GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლით გიგი უგულავა ლიდერობს ტელეკომპანია "პირველი არხის" დაკვეთით GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი
მონაცემებით თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავა ლიდერობს .

მონაცემები ასე გამოიყურება: გიორგი უგულავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 60 პროცენტი; ირაკლი ალასანია - "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ.უსუფაშვილი,დ.გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 18 პროცენტი, გიორგი ჭანტურია - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება" - 7 პროცენტი; ზვიად ძიძიგური - "ეროვნული საბჭო" 7 პროცენტი და გიორგი თოფაძე - "თოფაძე- მრეწველები" 4 პროცენტი. 

დანარჩენებმა 1-1 პროცენტის მიღებაც ვერ შეძლეს.

ეს არის არის საბოლოო მონაცემები. თბილოისის 50 უბანზე 5 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.
 


null
Daily Mail-ის თანახმად მადრიდის რეალმა და ლონდონის ჩელსიმ შესაძლოა მოთამაშეები გაცვალონ. მოგეხსენებათ, რომ ჟოზე მოურინიოს ფრენკ ლემპარდისა და ეშლი კოულის ხილვა სურს რეალში, მადრიდელები კი სავარაუდოდ მზად იქნებიან საპირისპირო მიმართულებით კაკასა და იგუაინს შეელიონ. ამავე დროს პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ იგუაინთან ფაქტიურად მიაღწია შეთანხმებას ახალი კონტრაქტის შესახებ და სავარაუდოდ არგენტინელი ბერნაბეუზე დარჩება. რაც შეეხება ლემპარდს, მან 2008 წელს უარი განაცხადა ჟოზესთან ერთად ინტერში გამგზავრებაზე და კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა წყარო იუწყება, რომ ინგლისელს აქვს სურვილი მოსინჯოს ძალები პრემიერლიგის გარეთაც და პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ესპანეთში გამგზავრება კარგ ვარიანტად გამოიყურება. ეშლი კოულმა ინგლისურ კლუბთან შარშან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც ჟურნალისტები წერენ მეუღლესთან სავარაუდო განქორწინებამ შესაძლოა მისი რეალში გადასვლის სტიმულირება მოახდინოს. ამავე დროს ესპანური მედია აცხადებს, რომ მცველის სახელფასო მოთხოვნები (120 000 ფუნტი კვირაში) რეალის ხელმძღვანელებს დიდად არ ხიბლავს. აქვე ცნობილია, რომ მადრიდელები მარცხენა ფლანგზე ინგლისელის ალტერნატიულ ვარიანტად რომის ლაციოს მცველს კოლაროვს განიხილავენ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი მოურინიოს ინტერელი მაიკონის ხილვა სურს, რომელთანაც რეალს მოლაპარაკება დაწყებული აქვს. კაკას შესახებ ბოლო დღეებში იწერება, რომ ბრაზილიელს თავის ყოფილ და ჩელსის ამჟამინდელ ... კითხვის გაგრძელება »
 


null
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: N3II: Ninety-Nine Nights
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: Action (Slasher) / 3D / 3rd Person
შემქმნელი: feelplus
გამომცემელი: Konami
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ენა: ინგლისური
რეგიონი: [Region Free]
პლატფორმა: XBOX 360

თამაშის შესახებ:
N3II: Ninety-Nine Nights ჰპირდება მომხმარებელს,რათა იქნება მასობრივი ბრძოლა,ათასობით მტერი ეკრანზე.ამ თამაშში გაუმჯობესდა ვიზუალური ნაწილი,მრავალი იარაღის აქსესუარი,ასევე ონლაინ რეჟიმი XBOX LIVE.ეს თამაში გამოვა მხოლოდ და მხოლოდ XBOX 360-ზე.



 


 null
ინფორმაცია თამაშზე:
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: Adventure / 3D / 1st Person
შემქმნელი: Zoetrope Interactive
გამომცემელი: Iceberg Interactive
პლატფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ინტერფეისის ენა: ინგლისური
კრეკი: მოყვება! (SKIDROW)

აღწერა:
ლავკრაფტის სტილში საშინელებათა-თავგადასავლების თამაშის გაგრძელება. მოქმედება ხდება არქამედში თავისი დამთრგუნავი ატმოსფეროთი, ვიქტორიანულ მამულში, ტყეში, რომელიც თოვლითაა დაფარული და ბნელ გვირაბებში.

სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Windows 2000/XP/Vista
პროცესორი: 1,8 GHz 
ოპერატიული მეხსიერება: 512 MB 
ვიდეოკარტა: 256 MB




 


null
უცხოპლანეტელები შემოუტიეს დედამიწას, მაგრამ არავის აინტერესებს, სუპერმენი ავათაა, ბეტმენს კიდე გოგოსავით შეეშინდა. Captain Binary - არის ბოლო იმედი, რომელიც გადაარჩენს დედამიწას....


 


null
ინფორმაცია თამაშზე:
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: Strategy (Real-time) / 3D
მწარმოებელი: Tilted Mill Entertainment
გამომცემლობა: TGC - The Games Company
ინტერფეისის ენა: ინგილსური, გერმანული, ფრანგული, ესპანური
პლატფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
კრაკი: არ სჭირდება

თამაშის შესახებ:
თქვენი მიზანია აიძულოთ გლეხები ფანტაზიის სამეფოში დასახლდნენ. გაუძეხით თქვენს მიმდევრებს, ამოირჩიეთ სოფლის თავკაცები, შეებრძოლეთ მითიურ არსებებეს, მოიძიეთ სასარგებლო წიაღისეული, დაიპყარით მიმდებარე მიწები და გააფართოვეთ სოფელი.

სისტემური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / Windows 7
პროცესორი: Pentium 4 - 1,8 Ghz
ოპერატიული მეხსიერება: 512 Mb (1 Gb - Vista / 7)
ვიდეოკარტა: 64 MB
თავისუფალი ადგილი: 350 Mb


 


null
პროგრამის დასახელება: Gta Vice City Second Wave
პლათფორმა: PC
გამშვები (კრეკი): არ სჭირდება!
ენა: ინგლისური

პროგრამის შესახებ:
ეს არის gta vice city second wave. ამის დაყენების შემდეგ თქვენს gta-ში შეიცვლება მისიები და GAMEPLAY. ინსტრუქცია მოყვება



 
Category: GTA | Views: 1088 | Added by: giorgikvala3 | Date: 30.05.2010 | კომენტარები (0) სრულიად ნახვა


null
ბრაზილიის ნაკრების თავკაცის განცხადებით "ინტერის" მცველები და მეკარე მისი გუნდის მთავარი რგოლი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. " "ნერიაძურიმ" მიმდინარე სეზონში ჰეთრიკი შეასრულა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი. მეკარე ჟულიო სეზარი, მცველები მაიკონი და ლუსიო ამჯერად უკვე ეროვნულ ნაკრებისთვის ეცდებიან წარმატების მოტანას და ბრაზილიაში მსოფლიო თასის კიდევ ერთხელ ჩატანას. ჩვენ ასეთი მეკარეთი და დაცვით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ, ხუთი თვის წინ მე ვაცხადებდი, რომ ლუსიო "ინტერში თავს შესანიშნავად წარმოაჩენდა და მე არ შევცდარვარ. ის ბუნებით ლიდერი და გამარჯვებულია. ჩვენ გვაქვს ლუსიოს "გამარჯვებულის მენტალიტეტი", ჯულიო სეზარის კლასი და მაიკონის ძალა და გამძლეობა. ასეთი მყარი "კედლის" წინააღმდეგ მეტოქეებს შანსი არ აქვთ, ისინი ვერ შეძლებენ გოლების გატანას." - განაცხადა დუნგამ "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში.
 


null
2010 წლის ევროვიზიის კონკურსში ევროპის თინეიჯერთა კერპმა, გერმანელმა ლენამ სხვა კონკურსანტებს შანსი არ დაუტოვა. მისი გამარჯვება ძალიან დამაჯერბელი იყო. გერმანელმა გოგონამ, რომელსაც სიმღერა ბევრად უფრო კარგად ეხერხება, ვიდრე ჟურნალისტებთან საუბარი, მეორეადგილოსან თურქეთის წარმომადგენელს 76 ქულით გაუსწრო (246 ქულა 170-ის წინააღმდეგ). სხვათა შორის, ლენა სსრკ-ში გფრ-ის ყოფილი ელჩის შვილიშვილია. მას უმაღლესი ქულა ფინეთმა, ესტონეთმა, დანიამ, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და შვედეთმა მიანიჭეს. საერთო ჯამში, ეს გერმანიის მეორე გამარჯვებაა ევროვიზიის კონკურსში. პირველი - 1982 წელს იყო...

ქართველი კონკურსანტი სოფო ნიჟარაძე 136 ქულით მეცხრე ადგილს დასჯერდა. საქართველოს წარმომადგენელს მაქსიმალური ქულა ორმა ქვეყანამ - ლიტვამ და სასომხეთმა მიანიჭეს (უღრმესი მადლობა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს).  

კონკურსს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ ყველაზე მეტად ესპანელი დანიელ დიგესი დაზარალდა. მისი ნომერი, ფაქტობრივად, მისმა თანამემამულემ ჩაშალა, რომელიც სცენაზე გამოსულ ჯგუფს შუა სიმღერაში შეუერთდა და კარგა ხანს ცეკვავდა გაოგნებული მომღერლის გვერდით, სანამ დაცვამ არ იყოჩაღა და ცეკვა-თამაშით სცენიდან არ ჩამოიყვანა. როგორც გაირკვა, ეს გახლდათ კატალონიელი ”პროფესიონალი ჩამშლელი” ჯიმი ჯამპი, რომელიც ხშირად ჩნდება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე და სხვადასხვა ილეთებით იქცევს ხოლმე ხალხის ყურადღებას. სხვათ ... კითხვის გაგრძელება »
 



The Illusory Persistence of Love - ძალიან კარგი ლოგიური თამაში სადაც მოგიწევთ ძალიან ბევრი ფიქრი და ტვინის ჭყლეტვა. როგორც ყოველთვის თამაში სავსეა თავსატეხებით და სურპრიზებით. რაც მთავარია თამაშს ყოველ ახალ ტურთან ერთად მოაქვს ახალი და უფრო ძნელი თავსატეხები. თამაშს გააჩნია ძალიან კარგი გრაფიკა და გაფორმება, როგორც ვიზუალური ასევე მუსიკალური. იგი მოეწონება ყველანაირი სქესის და ასაკის ადამიანს. მითუმეტეს იმათ ვისაც ტვინის განძრევა არ ეზარება.


 


null
ზუსტად 08:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით კენჭისყრა დაიწყო , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ჯული გიორგაძემ ცესკო-ში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრა შედგება 3 694 საარჩევნო უბანზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 73 საარჩვენო ოლქის ტერიტორიაზეა განთავსებული.

"ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენებთან ერთად, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებსაც", - განაცხადა ჟული გიორგაძემ.

მისივე თქმით, საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველი ხმას მისცემს პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს, ასევე, პროპორციული სისტემით ასარჩევ სიას. თბილისში ამომრჩეველი ირჩევს თბილისის მერს.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი იყრის კენჭს. არჩევნებში მონაწილეობს სამი საარჩევნი ბლოკი და 14 პარტია.

მორიგი ბრფინგი ცესკო-ში 10.30 საათზე გაიმართება.
 

ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz