”desert eagle” ისრაელში შეიქმნა. ვინც იცის რა დღეშია ეს ქვეყანა იცის რომ ასეთი ფუფუნების საშუალება, მოიგონონ ეგზოტიკური ან თუნდაც სპორტული, სანადირო და სამოქალაქო იარაღი მანდ არ არსებობს.
ყველაფერი რაც იზრაელში მოგონილა, არის ფუნქციონალური, მარტივი, იაფი და ეფექტური სისტემები, რომლების აბსოლუტური უმეტესობა იმყოფებოდა და დღემდე არის შეიარაღებაში. სინმადვილეში აშშ-ში (აბა სხვაგან სად, ავსტრიაში ან ჩეხოსლოვაკიაში ამას ვინ მოიფიქრებდა) ქალაქ მინეაპოლოსში 1979 წელს სამმა მონდომებულმა და მოტივირებულმა ადამანმა დააფუძნეს კომპანია Magnum Research Inc. მიზანი: შექმნილიყო .357 მაგნუმზე გათვლილი ავტომატური პისტოლეტი.
დანიშნულება: ნადირობა, სპორტი, სილუეტებზე სროლა. მოკლედ ყველაფერი ის რითიც ერთობა თავისუფალი ხალხი თავისუფალ ქვეყანაში. ალბათ აშშ-რი ომ მოქმედებდეს ჩვენი ქვეყნის ანალოგიური სანებართვო და ლიცენზირების სისტემა და ზოგადად საკანონმდებლო სისტემა ხოლო ფული ღირდეს ასევე ძვირი როგორც დღეს არა თუ დეზერტ იგლი არ იქნებოდა არამედ რუქაზე გვექნებოდა ორი საქართველო. ხოლო ამერიკა იმიტომაა ამერიკა, რომ იქ შესაძლებელია მართლაც, რომ ყველაფერი (როგორ და რატომ ეს ცალკე თემაა).
მოკლედ იდეა იყო გასაგები და ტექნიკური საკითხებზე მომუშავე ბერნარდ უაიტმა 1983 წელს შეიტანა განაცხადი პატენტზე ახალ ავტომატურ პისტოლეტზე. ძირითადი პეწი ახალი სისტემის იყო ავტომატიკის სისტემა, რომელიც ადეკვატური იქნებოდა უფრო მოიერიშე შაშხანაში ვიდრე პისტოლეტში. გადატენისას პისტოლეტი იყენებდა აირების უკუქცევის ძალას. დგუში განლაგებულუ ლულის ქვეშ, აირების ზემოქმედებით აწვებოდ საკეტს და ხსნიდა მას (საკეტი არის ბრუნავი) და ახდენდა გასროლილი მასრის ექსტრქციას. შემდეგ საკეტი ბრუნდება წინ და აწვდის მორიგ ვაზნას. საკეტი იკეტება სამ საბრძოლო "უპორზე”. სწორედ ასეთი სისტემის გამო დეზერტ იგლს გააჩნია ტრაპეციის ფორმა, ვინაიდან დენთის აირების სისტემა თავისი დგუშით დგუშით განლაგებულია ლულის ქვევით ხოლო ორი საბრძოლო ზამბარა გვერდიგვერდ.
ოფიციალური ვერსიით კომპანიამ, არასკამარისი გამოცდილების გამო ვერ შეძლო ბოლომდე დაეხვეწა კონსტრუქცია და უკვე ამ პერიოდში საქმეში ჩაერთი ყველასთვის ალბათ ცნობილი კომპანია IMI (იზრაელ მილიტარი ინდსატრის) სადაც მოხდა კონსტრუქციის დახვეწა და 1985 წელს პირველი სერიული პისტოლეტის იქნა გამოშვებული. ამავე დროს პარალელურად აღებულ იქნა მეორე პატენტი პისტოლეტის კონსტრქუციაზე. გარკვეული დრო პისტოლეტი გამოდიოდა ისრაელში მაგრამ შემდგომ კომპანიამ გადმოიტანა წარმოება აშშ-ში და ამავე დროს დაიწყეს ახალი მოდიფიკაციის ეწ მარკ XIX გამოშვება, რომელიც განსხვავდება იმით რომ ლულაზე არის განლაგებული სამაგრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა და სხვა ოპტიკური სამზინეების დაყენებას. სხვა და სხვა მოდელების შორის არის განსხვავება, ზომებში, ბოლო მოდიფიკაცია ანუ პლატფრომა XIX განსხვავდება იმით, რომ არის გათვლილი .50AE და მასზე შეიძლება ნებისმიერი სხვა საკეტის, ლულის და მჭიდის გამოყენება, რომელსაც უშვებს კომპანია. ანუ პლატფორმა არის გეჯა, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, რომელზეც ყენდება სურვილის მიხედვით, სასურველი კალიბრის, ლულა, საკეტი და მჭიდი. ადრინდელი მოდელები უფრო სუსტი კალიბრით შედარებით "პატარა” ზომებისაა და მათი ნაწილები არ არის ცვლადი უფრო მსხვილი კალიბრის მოდელებთან და XIX პლათფორმასთან.
ამერიკაში პისტოლეტს ამზადებდა დაკვეთით კომპანია საკო დეფენს, ხოლო მისი მფლობელის შეცვლის შემდეგ წარმოება კვლავ გადატანილი იზრაელში სადაც ის დღემდე იწარმოება. მითი მეორე დეზრტ იგლი ყველაზე ძლიერი პისტოლეტია. დეზერტ იგლი იყენებს თითქმის ძლიერ რევოლვერის ვაზნებს .44 და .357 მაგნუმებს და ასევე გააჩნია ორიგინალური კალიბრი .
50AE.
მაგრამ არსებობს პისტოლეტები უფრო ძლიერ კალიბრებზე და არსებობს რევოლვერები გაცილებით უფრო ძლიერ კალიბრებზე. ისე წარმოდგენა, რომ შეგექმნათ პისტოლეტის შესაძლებლობებზე უნდა ითქვას, რომ .50AE ენერგია შეადგენს 1450 ჯოულს, შედარებისთვის .223 რემინგტონის ენერგია გახლავთ 1870 ჯოულს, ხოლო .357 მაგნნუმის ენერგია "მხოლოდ” 700, 9X19 ლუგერის 500-600.
ამავე დროს ბუნებაში არსებობს ისეთი სისტემები, როგორიცაა უალდი, აუტომაგი და ასე შემდეგ, რომლებიც იყენებენ იგივე და უფრო ძლიერ ვაზნებს ვიდრე დეზერტ იგლი, თუმცა იმის და გამო რომ დეზერტ იგლი უფრო დახვეწილია და კომფორტული და უფრო ტრადიციული კონსტრუქცია აქვს, ის დღემდე ცოცხალია და კარგადაც იყიდება. ასევე უნდა ითქვას, რომ რევოლვერების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ასევე ცალ ვაზნიანი პისტოლეტები ტომფსონ ცენტრისგან (მოდელი კონტენდერ) გაცილებით უფრო ძლიერ ვაზნებს იყენებენ. ასეა თუ ისეა ავტომატური პისტოლეტის პოტენციალი ძლიერი კალიბრების "მონელებაში” უფრო დაბალია ვიდრე რევოლვერების შემთხვევაში.
მითი მესამე: დეზერტ იგლს იყენებენ სპეც სამსახურები და სხვა და სხვა სპეციფიური სამსახურები დამერწმუნეთ, რომ კილო ნახევრიდან ორ კილოგრამამდე წონის პისტოლეტი, ძალიან დიდი ზომის ვერასდროს ვერ იქნება კარგი სამოქალქო ან სპეციალური დანიშნულების იარაღი და რა თქმა უნდა "სამსახურეობრივი”. დეზერტ იგლი არის იგივე რაც ალბათ ე.წ. მონსტრი მანქანები, ჰოტ როდი – ანუ ძვირად ღირებული სათამაშო. არსებობს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ოფიცერი იზრაელის ჯარში ატარებდა საბრძოლო მოქმედებების დროს დეზერტ იგლს მაგრამ საკუთარს და არა ტაბელურს!
გარკვეული გამოყენება აქვს დეზერტ იგლს როგორც სანდირო და სპორტულ იარაღს. არავინმა არ ჩათვალოს რომ, დეზერტ იგლი არის არაპოპულარული ან ნაკლებად გავრცელებული. მათი დიდი რაოდენობა არის საქართველოში და საკმარისად იყიდება საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ამერიკაში. რაც მთავარია მისი რეკლამირება სულ არ არის საჭირო, დეზერტ იგლი საკმარისზე მეტჯერ არის გადაღებული სხვა და სხვა მხატვრულ ფილმებში. მითი მეოთხე, კომპაქტური დეზერტ იგლები ჩვეულებრივი პისტოლეტის კალიბრზებზე კომპანია მაგნუმ რესერჩის ერთ ერთი პროდუქტი არის ასევე იერიხოს პისტოლეტები, რომელიც იყიდება აშშ-ში და ასევე ევროპაში სახელით ბები იგლ. იერიხო ვიზუალურად წააგავს დეზერტ იგლს და ეტყობა წმიდა მარკეტინგული თვალსაზრისით კომპანიამ ჩათვალა, რომ მათი მსგავსობა შეიძლება მომგებიანი იყოს. სხვა და სხვა დროს იერიხოს პისტოლეტები იყიდებოდა როგორც უზი იგლ, ბები იგლ, ბები დეზერტ იგლ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეზერტ იგლის ფასი სულაც არ არის დიდი, ახალი იარაღი ჯდება სადღაც 1200-1500 დოლარი, მეორადი გაცილებით ნაკლები.