სულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონ სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი- ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ორბელიანი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V ვაჟებთან ერთად იზრდებოდა. მან მიიღო შესანიშნავი განათლება, როგორც საერო ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI აღზრდა. სულხან-საბა ახალგაზრდიბიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იმ დროისათვის პროზას დაკარგული ჰქონდა თავისი ფასი ამიტომ მას ერთნაირად გაურბოდა როგოც მკითხველი, ისე მწერალიც. ასეთ დროს ორბელიანმა შეძლო და აღუდგინა ქართულ პროზას დიდების დღენი. მან შექმნა იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული „სიბრძე სიცრუისა", რომელშიც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გამოსცა თავის დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლობედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი" — „სიტყვის კონა", რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. მის კალამს ეუკუთვნის ასევე პროზაული ნაწ
... კითხვის გაგრძელება »
გიორგი ლეონიძე დაიბადა 1900 წლის 8 იანვარს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა - ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარის ჰქონდა დამთავრებული.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.
ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს" ფსევდომინით*.
ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს... გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.
1097 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.
1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტ
... კითხვის გაგრძელება »
ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის" თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.
ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის" ბრალდებით.
რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.
1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები" პოეტს „პოლიტიკური შეცდომების" გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დ
... კითხვის გაგრძელება »
ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.
ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.
ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.
ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზ
... კითხვის გაგრძელება »
მრავალი საუკუნის განმავლობაში როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ.წ.V საუკუნეში იგი დაიპყრო მასზე ძლიერმა ათენმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ.წ.IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება მათ დაუკავშირეს მზის ღმერთ ჰელიოსს და გადაწყვიტეს მადლიერების ნიშნად მისთვის მანამდე არნახული ძეგლი აეგოთ. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც.
ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.
ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.
მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.
XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე
... კითხვის გაგრძელება »
ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.
ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.
391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშე
... კითხვის გაგრძელება »
ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.
იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.
ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაუ
... კითხვის გაგრძელება »
ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.
მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.
ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გ
... კითხვის გაგრძელება »
დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.
პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სა
... კითხვის გაგრძელება »
ჟიულ გაბრიელ ვერნი,ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი დაიბადა 1828 წლის 8 თებერვალს (ამიენი, საფრანგეთი)
ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342).
ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამოდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.
ციკლი "უჩვეულო მოგზაურობანი"
მოგზაურობა დედამიწიდან ცენტრისაკენ (1864) მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865) კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი (1865) კაპიტან გრანტის შვილები (1867) 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870) საიდუმლო კუნძული (1875) 15 წლის კაპიტანი (1878) 80 დღე დედამიწის გარშემო (1872)
რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდედრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად მოიყვანა. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯამრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სომოაში. მათ იყიდეს სახლი და ცხოვრობდნენ იქ 1894 წლამდე (სტივენსონის გარდაცვალებამდე)გარდაიცვალა.
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) დაიბადა 1862 წელს სოფ. მირზაანში.
ბიოგრაფია
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
შემოქმედება
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს,
... კითხვის გაგრძელება »