ბრაზილიის ნაკრების თავკაცის განცხადებით "ინტერის" მცველები და მეკარე მისი გუნდის მთავარი რგოლი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. " "ნერიაძურიმ" მიმდინარე სეზონში ჰეთრიკი შეასრულა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი. მეკარე ჟულიო სეზარი, მცველები მაიკონი და ლუსიო ამჯერად უკვე ეროვნულ ნაკრებისთვის ეცდებიან წარმატების მოტანას და ბრაზილიაში მსოფლიო თასის კიდევ ერთხელ ჩატანას. ჩვენ ასეთი მეკარეთი და დაცვით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ, ხუთი თვის წინ მე ვაცხადებდი, რომ ლუსიო "ინტერში თავს შესანიშნავად წარმოაჩენდა და მე არ შევცდარვარ. ის ბუნებით ლიდერი და გამარჯვებულია. ჩვენ გვაქვს ლუსიოს "გამარჯვებულის მენტალიტეტი", ჯულიო სეზარის კლასი და მაიკონის ძალა და გამძლეობა. ასეთი მყარი "კედლის" წინააღმდეგ მეტოქეებს შანსი არ აქვთ, ისინი ვერ შეძლებენ გოლების გატანას." - განაცხადა დუნგამ "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში.