იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო.
1) თუ შენს თვალებზე ცრემლი გაბრწყინდა, და გული შენი მწარედ მწარედ ატირდა, თუ მეგობარი გვერდით დაგჭირდა მენდე ჩემს მეტი არავინ გინდა!!!
2) უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის
3) "ეკლიან ვარდებს ისე ვერ დაკრებ, ეკალმა ხელი რომ არ გატკინოს, ისე ვერავის ვერ შეიყვარებ, თვალიდან ცრემლი რომ არ გადინოს!"
4) მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე, სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ, ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.
5) მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ არ ვიცი თავი რით შემაყვარე, მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს, რომელსაც კარგო გულით ვატარებ
6) გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილიშემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება,ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ ასებობს უსიყვარულოდ!!
როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს, მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ, ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს... ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს, ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება, რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე, მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი, იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს, მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ? ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს ანდა როდესმე ატირებულხარ იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ მე კი ყოველდღე შენ მახსენდები შენზე ფიქრებით იწყება დილა გისურვებ ულევ ბედნიერებას შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან შენი გული კი სათივით ძგერს და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს ეს ის გრძნობა რომელიც შენზე ძალიან არის შეყვარებული ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ შენი მზერით არს დატყვევებული ეს ს
დაღლილი სულის ჩუმი ვედრება მუდამ სიყვარულს რომ გევედრება არაფრით არის გამორჩეული, მხოლოდ შენა ხარ ჩემი რჩეული. უიმედობა ყოფილა რთული, თუ ოცნებებში ხარ გადართული, მუქი ფიქრები და შენი სახე, მე სიყვარული მიზნად ვისახე. მე მოგიძღვენი სული და გული, ნატვრა ფიქრებში არის დაგული, ჩემი რჩეული მხოლოდ ერთია, მასზე ძლიერი მხოლოდ ღმერთია
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . - ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! - ვიცი! - რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! - ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? - გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? - თავი დამანებე! ვმეცადინეობ! - მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . - თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . - რას აკეთებ? - ვფიქრობ! - გამოტყდი! - ჰო! - რაზე ფიქრობ? - პირველ სიყვარულზე! - კიდევ მასზე ფიქრობ?! - ჰო. . . - რატომ? - არ ვიცი. . . - ჰო დაივიწყე? - არ ვიცი. . . . - კიდევ გიყვარს? - არ ვიცი. . . - აბა რაზე ფიქრობ? - არ ვიცი. . . - აბა, რა იცი? - არაფერი ვიცი! - კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღა
... კითხვის გაგრძელება »
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა
ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...
ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.
ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.
გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.
"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხო
... კითხვის გაგრძელება »
ციოდა...საშინლად ციოდა...ციოდა აგვისტოში...ციოდა ყველგან....შინ და გარეთ...ციოდა ბიჭის გულშიც...სიბნელე ...ყველგან...ბიჭის გულშიც...სიცარიელე..ცარიელია ყველაფერი...ბიჭის გულიც...მარტოობა და მონატრება...ტკივილამდე მონატრება და შეშლილი მარტოობა...შეშლილი ბიჭი...მონატრებული სიყვარული...ფიქრები...მხოლოდ ფიქრები...ფიქრები ყველგან და ყოველთვის...გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე ბიჭი...თეთრი ფურცელი...ზედ შავი მელნით ნაჯღაბნი...თეთრი თითები...შავი თვალები...შავი ფიქრები და თეთრ ფურცელზე დაცემული კამკამა ცრემლი... მარტო ბიჭი და მარტო ფიქრები....მთვარეზე...ცაზეე...ზღვისფერ თვალებზე..სიყვარულზე და სიცოცხლეზე...სიცოცხლეზე...რომელიც აღარაფრად უღირდა.. და მაინც...____ რა არის სიცოცხლე? ცხოვრება...სიბერე...ურღვევი კანონი გვიმონებს:იბადები რომ მოკვდე...სად რჩება კვალი?დაბადების მოწმობაში?ატესტატში?დიპლომში?ქორწინების მოწმობაში?გარდაცვალების ცნობაში?ქვითრებში,რომლებიც ყოველთვის მოდიან?სად არის ის კვალი?საფლავის ქვაზე ორ თარიღს შუა გაჩრილ ტირეში?სულ ეს იყო?ამ ტირეს გულისთვის ვეწამეთ ამდენი?ნუთუ ეს ტირეა ცრემლები?დედის პირველი მზერა და მამასთან პირველი შეხება?პირველი ნაბიჯი,სიტყვა,პირველი დღე სკოლაში,პირველი ჩხუბი გოგოსთვის,პირველი სიყვარული...ეს ყველაფერი პირველი და უკანასკნელი სუნთქვა ბოლოში...ეს ტირე იყო ცხოვრება?ფიქრობდა ყველაფერზე და თითქოს არაფერზე...არ ფიქრობდა მხოლოდ სიყვარულზე...მკვდარ სიყვარულზე და სამუდამოდ დარჩენილ მოგონ
... კითხვის გაგრძელება »