სამშაბათი, 24.12.2024, 22:52
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » (LOVE) სხვადასხვა (LOVE)


ვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნ ... კითხვის გაგრძელება »
 




ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა

 



როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე.
შენი დავიწყება მაიძულე,
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე

 



შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

 



იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს,
მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !..

 



ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით
ყინული, ქარი...
ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:”
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია,
როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები:
როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე,
ანგელოზს მოვტეხე ფრთები.

როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები–სავსე ცრემლი ... კითხვის გაგრძელება »
 



როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა შემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშით ვიყო გართული.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.

ჩემ ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა.

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა, მამული, სარწმუნოება".

როდესაც დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
 



საფლავის ქვაზე გოგონას სახე
ცხოვრებამ დაუგო სასტიკი მახე
საფლავის მიწას ამშვენებს ვარდი
ცხოვრება არის ნელი და მარდი
მუხლმოდრეკილი ყმაწვილი ქვასთან
ცრემლების მორევი უნდოდა მასთან
ბიჭს ახსენდება გოგოს ღიმილი
უმანკო სახე და უნდა ტირილი
მკაფიოდ ახსოვს მისი კივილი
კოცნის მიწას და უვლის ტკივილი
საფლავის ქვაზე დნება სანთელი
ბიჭისთვის გაქრა ფერი ნათელი
ყველაფერია მისთვის გამქრალი
ბოლო იმედიც არის ჩამქრალი
ვეღარ ძლებს ამდენს და უცბად ისმის
იარაღის ხმა... მდინარე სისხლის....

 



ძალიან ლამაზი ნაწარმოებია ჩოხელის "ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ".
მოდით ყველამ დავტოვოთ ჩვენი კომენტარი კითხვაზე:

რაა სიყვარული?

გოდერძი ჩოხელი

"ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ"

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რ ... კითხვის გაგრძელება »
 



1. ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას ადამიანები კაცობრიობის არსებობის მანძილზე ცდილობდნენ და ცდილობენ... პოეტები ლექსებს უძღვნიან, მხატვრები ნახატებში ასახავენ, მწერლები რომანებს უძღვნიან... მე კი არც ერთი მათგანი არ ვარ ლექსებით, ნახატებითა და რომანებით რომ გავცე პასუხი... და მაინც სიყვარული სულიერი გრძნობაა, რომელსაც ავსებს ფიზიკური



2. ამბობენ სიყვარული დედამიწაზე ცხოვრების დროს ავანსად გვეძლევა. არ ვიცი რამდენად სწორი ნათქვამია, მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებში კი ეჭვი არ მეპარება: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ სურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული ილტვის, ყოველივეს უჯერებს ყველას, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარულია თავად ღმერთი.”



3. ბევრნაირი სიყვარული არსებობს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მთავარი რამ – ურთიერთგაგება და თუ არ არის გაგება, მაშინ არც გრძნობა არაა.



4. ჩემი აზრით სიყვარულის იმდენივე შეფასება არსებობს რამდენი ადამიანიც დაბადებულა. სიყვარულის მთელი ხიბლიც ეგ არის რომ ბოლომდე ამოუცნობია, ინდივიდუალურია, მოულოდნელობებით არის აღსავსე.

სიყვარულის აღქმაც კი განსხვავებულია... მაშინ როცა ხარ შეყვარებული, შემდგომ, როცა დამთავრდება და ცივი გონებით აანალიზებ.
A მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მთვარია რომ სიყვარული არის ბენიერება, ... კითხვის გაგრძელება »
 



მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ …

1. … შეგიძლია ისეთი სიყვარულ
ი, როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას - არავის…
2. … ამბობ ყოველ ჯერზე - "მიყვარხარო” - ისეთი გრძნობით, რომ მე ყოველ ჯერზე მჯერა ამის…
3. თანაც სწორედ იმ დროს, როცა ამ სიტყვის გაგონება ყველაზე მეტად მინდა…
4. … მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას, რომ გიყვარვარ…
5. … მსოფლიოში ყველაზე კარგად წვავ კვერცხს,…
6. და ბავშვურად მორცხვს მხდი მაშინ, როცა უყურებ, როგორ მივირთმევ მას…
7. … მიყურებ ისეთი სითბოთი, რომ ვთბები…
8. … შეგიძლია, დამარწმუნო იმაში, რომ ჩემი საყვ
არელი შოკოლადიც კი არაა ისეთი ტკბილი, როგორიც შენი კოცნა…
9. … შეგიძლია მკითხო, რამდენად მოხერხებულად ვგრძნობ თავს შენ მკლავზე…
10. … შეგიძლია, ქარს აეფარო, რომ მე აღარ შემცივდეს…
11. … ისე გამომიწვდი ხოლმე ხელს ყოველთვი ... კითხვის გაგრძელება »
 



ღალატი: ცვლის ყველაფერს?


მამაკაცები სხვადასხვანაირები არსებობენ. ყველანაირები: მაღლები და არც ისე, ლამაზები და...ისევ არც ისე. ჭკვიანები, ნაკითხები, ერუდირებულები, გატაცებულები, მტვირთავები და მწერლები, ებრაელები და კავკასიელები, ყურადღებიანები და თავის თავში შეყვარებულები, მდიდრები და ღარიბები. ისინი ძალიან, ძალიან განსხვავებულები არიან. მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო – ყველა მამაკაცი ღალატისაკენ იხრება.

განსხვავება – ვადებშია. ვიღაცა ამას ადრე ხვდება, ვიღაცა - გვიან. ქვემოთ გაეცნობით ღალატთან ბრძოლის საშუალებებს:

შეურიგდით ამ მდგომარეობას და მოითმინეთ. ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. შესაძლებელია გარიგება: მოურიგდით თქვენს ქმარს, რომ ყოველ თქვენგანს თავისი ცხოვრება ჰქონდეს. შეიძლება სთხოვოთ, რომ თვალებში ნუ შეგეჩხირებათ თავის საყვარლებთან ერთად, შეიძლება ნამდვილად ენდოთ თქვენს ქმარს და არაფერი დაინახოთ ცხვირწინ, შესაძლებელია დაუმეგობრდეთ კიდეც მის საყვარლებს და ეჭორაოთ ტელეფონით.

მინუსები: რთული შესასრულებელია. მაშინაც კი, თუ საერთოდ არ გაგაჩნიათ ეჭვის გრძნობა.

ბრძოლა და არ დანებება. თვალყურის დევნება, დეტექტივის დაქირავება, ყვირილით შევარდნა სასტუმროს ნომრებში. საიდუმლო თვალთვალი მის მივლინებაში ყოფნისას, ეშმაკუნასავით სკივრიდან ამოხტომა კურორტზე, მოკლედ, ნუ მისცემთ ქმარს უფლებას, თავი დაცულად იგრძნოს. და არავითარი დაუსჯელობა!
... კითხვის გაგრძელება »
 



1. მიეცით ახლობლებს იმაზე მეტი,ვიდრე ისინი ელოდებიან და გააკეთეთ ეს დიდი სიამოვნებით.
2. ხშირად გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ლექსი ან სიმღერა.
3. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს,რასაც გაიგონებთ!
4. დაიჯერეთ ერთი ნახვით შეყვარება.
5. არასოდეს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს
6. კონფლიკთის დროს იბრძოლეთ პატიოსნად და ღირსეულად!
7. არასოდეს შეაფასოთ ადამიანი მისი ნათესავების მიხედვით
8. ილაპარაკეთ ნელა,მაგრამ იაზროვნეთ სწრაფად!
9. როდესაც გეკითხებიან ისეთ რამეს,რაზეც პასუხის გაცემა არ გსურთ,ღიმილით ჰკითხეთ:’’რატომ გინდათ იცოდეთ ეს?’’
10. დაიმახსოვრეთ,დიდი სიყვარული დიდ რისკთან არის დაკავშირებული
11. დაურეკეთ დედას
12. არ დაუშვათ პატარა წყენამ დიდი მეგობრობა დაგაკარგვინოთ!
13. თუკი გრძნობთ,რომ შეცდომა დაუშვით,სწრაფადვე გამოასწორეთ!
14. გაჰყევით ცოლად მას(ან მოიყვანეთ ცოლად ის),ვისი ლაპარაკიც გსიამოვნებთ
15. ზოგჯერ განმარტოვდით!
16. ეცადეთ,შეეგუოთ ცვლილებებს ისე,რომ ღირსებები არ დაკარგოთ!
17. გახსოვდეთ,რომ ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია
18. ღმერთის იმედი გქონდეთ,მაგრამ მანქანა მაინც დაკეტეთ!
19. გიყვარდეთ მიწა და ხშირად მოეფერეთ მას!
20. ილოცეთ, ლოცვაში ხომ უდიდესი ძალაა
21. არ ჩაერიოთ სხვის საქმეში!
22. არასოდეს ენდოთ მამაკაცს(ან ქალს),რომელიც კოცნის დროს თვალებს არ ხუჭავს.
23. თუ ბევრ ფულს შოულობთ,სანამ ცოცხალი ხართ,გამოიყენეთ სხვების და ... კითხვის გაგრძელება »
 

« 1 2 3 4 5 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz