ფილმის შესახებ: ფილმი-ანეკდოტი სვანებზე... რეჟისორები გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - „მაიტა ნასოსი". გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. „მაიტა ნასოსის" გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ. . .