ინფორმაცია თამაშზე : დასახელება: Burnout Legends გამოშვების წელი: 2006 ჟანრი: რბოლები/Simulator შემქმნელი: Criterion Studios გამომშვები: Electronic Arts პლატფორმა: PSP ინტერფეისის ენა: ინგლისური გამოშვების ტიპი: სრული (ლიცენზირებული ვერსია)
თამაშის შესახებ : ყვეალზე სწრაფი, ყველაზე ფეთქებადი სარბოლო სიმულატორი მოვიდა PSP-ზე. გიჟური სიჩქარე, საუკეთესო გრაფიკა, და მოსახერხებელი მართვა ამაყად ერწყმის Sony PSP-ს პლატფორმას. Burnout Legends-ში გერთიანებულია ყვეაფერი საუკეთესო რაც წინა სერიების ამავე თამაშებს ქონდათ როგორებიცაა Burnout, Burnout 2: Point of Impact და Burnout 3: Takedown საევე მასში დაყენებულია აგრესიული გეიმპლეი სპეციალურად ახალი პლატფორმისათვის. Burnout Legends - გაძლევთ ახალ შთაბეჭდილებას ტრასაზე სიგიჟის შესახებ, მაგარი მანქანებით და მაღალ სიჩქარეზე. ახალ ვერსაიში ასევე ხელმისაწვდომია თამაშის მრავალი რეჟიმი, რომელშიც შედის კარიერა და ქსელური თამაში.
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Caesar 4 ჟანრი: Strategy (Manage/Busin. / Real-time) / 3D ინტერფრაისის ენა: რუსული (ტექსტი და გახმოვანება) გამოშვების წელი: 2006 შემქმნელი: Tilted Mill Entertainment გამომცემელი: Vivendi Games გამშვები: არ ესაჭიროება პლატფორმა: PC
თამაშის აღწერა: თქვენ იცით, როგორ უნდა შექმნათ ქალაქები? თავიდან უნდა მოიძიოთ შესაბამისი ადგილი. შემდეგ შექმნით რამოდენიმე სახლს და დაასახლებთ მათ შრომისმოყვარე მოსახლეობით. შემდეგ ისინი თავად გააგრძელებენ თქვენს დაწყებულ საქმეს. მაგრამ რომ მიიზიდოთ უფრო მეტი ხალხი,უნდა შექმათ მათთვის უკეთესი პირბები,უზრუნველყოთ კომფორტით და გართობით. და რას მიიღებთ შედეგად? თუ ყველაფერი გააკეთეთ სწორად, მაშინ მიიღებთ ყველაზე დიად და მიმზიდველ ქალაქს როგორიცაა რომი. სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა Windows 2000/XP პროცესორი Intel Pentium 4 1.4 GHz, ან ანალოგიური AMD Athlon ან უკეთესი ოპერატიული მეხსიერება: 512 Мb ვიდეოკარტა: 64 Mb თავისუფალი ადგილი: 1.5 Gb
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Heroes of Might and Magic V: Восстание Некромантов ჟანრი: სტრატეგია/ 3D ინტერფრაისის ენა: რუსული გამოშვების წელი: 2007 გამომცემლობა: Ubisoft Entertainment
თამაშის შესახებ: დიდი დროის განმავლობაში გატეხილი ისრების ხიდი იყო ერთადერთი კავშირი, რომელიც აერთიანებდა სამხრეთ საგრაფოს იმპერიას იროლანას მიწებთან. მას მერე რაც იმერიაში შეიჭრენ დემონები, ადგილობრივი ფეოდალმა ბარონმა დრეკსალმა გადაწვიტა გამხდარიყო ამ ტერიტორიის ერთადერთი მმართველი. თუ ის შეძლებს დაიმორჩიოლოს ელფების ქალაქი მდინარის მეორე ნაპირზე, მაშინ მის მფლობელობაში გადავა გატეხილი ისრების ხიდი, ანუ მთელი მიმდებარე ტერიტორია...
სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows 2000/XP/Vista/7 პროცესორი: Pentium IV 1.6 Ghz ოპერატიული: 512 Mb ვიდეოკარტა: 128 Mb აუდიოკარტა: თავსებადი DirectX; თავისუფალი ადგილი: 3 Gb
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Final fantasy X-2 წელი: 2004 ჟანრი: jRPG შემქმნელი: Square Enix გამომცემელი: Electronic Arts პლატფორმა: PS2 რეგიონი: NTSC (SLUS_206.72) ენა: RUS
აღწერა: ეს თამაში გახლავთ Final Fantasy X-ის გაგრძელება. ყველა მოვლენა განვითარდება 2 წლის შემდეგ ორიგინალის დამტავრების მერე. იუნამ მიიღო ახალი იაღი, შეისწავლა ახალი ილეთები. ასევე შეიძინა ახალი ტანსაცმელი...
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Weird War: The Unknown Episode of World War 2 ჟანრი: Action/ Role-Playing(RPG) პლატფორმა: PC ენა: რუსული
თამაშის განსკუთრებულობები: • გახმოვანება რუსეთის მთავარი მოტოლოგის ალექსანდრე მინაევისგან, ჯგუფი "Тайм-Аут" • ღრმა როლური ნაწილი: სამი მთავარი პერსონაჟი + 7 მეორეხარისხოვანი 50 გასაოცარი შესაძლებლობით (მაგალითად - ალკოჰოლიკი) • 40 სახეობაზე მეტი მტერი გამანადგურებელი იარაღით • მოწინააღმდეგეების მარალი ინტელექტის დონე • 50 ზე მეტი სიკვდილისმომტანი დანადგარი: სოკოებიდან დაწყებული ჯარისკაცის ლაფათკიტ დამთავრებული •60 ზე მეტი საგანი, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა რამეზე. • ინტერფრაისი მარტივი
სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista/7 პროცესორი: 2 Ghz ოპერატიული: 512 Mb ვიდეოკარტა: 128 Мb თავისუფალი ადგილი: 1.5 Gb
ინფორმაცია თამაშზე:[/b] [b]წელი: 2004 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person შექმნელი: Activision პლატფორმა: PC ენა: რუსული წამალი: არ ჭირდება
აღწერა: თქვენ წინაშეა ყველასათვსი კარგად ცნობილი თამაში "Return to Castle Wolfenstein", და მასში გაერთინებულია 7 მოქმედი თამაში... მოქმედება ვითარდება 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში... აქაც როგორც ორიგინალშია, მთავარ როლში გვევლინება ამერიკელი სუპერაგენტი William J. "B.J." Blazkowicz_ი, ასევე თქვენს განკარგულებაშია მრავალი სახის შეიარაღება....
სისტემური მოთხოვნები ოპერაციული სისტემა: Windows 98/ME/2000/XP პროცესორი: Pentium 3 ოპერატიული: 128 Mb ვიდეოკარტა: 32 Mb თავისუფალი ადგილი: 1.4 Gb
ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი 2005 ჟანრი: Action ენა: ინგლისური + რუსული პლატფორმა: Windows 98 ME 2000 XP აღწერა: წარმოგედგინათ თუ არა რომ GTA Vice City ქალაქი გახდებოდა საშინელი ადგილი სადაც სისხლის მსმელი ბრბო იარსებებდა? ახლა თვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ მათ და გამოცადოთ თქვენი ნებისყოფა და ნერვები. გადაწერეთ და გაერთეთ.
,,გიორგი ლეონიძის პოეზია იმ ომახიან, მყინვარ სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის დასათრგუნად აბორგებულ ქართველთა მხედრიონს.
ამ სიმღერასმშობელი ერის სიყვარული და მტრის სიძულვილი ასაზრდოებს, ქართული სიტყვის მირონითაა იგი განათლული და ჭეშმარიტი პოეტური შთაგონებით უკვდავყოფილი”, – წერს ბესარიონ ჯორბენაძე.
და მართლაც, მისი ლექსების კითხვისას, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოგიყვანოთ მისმა უნარმა (საოცარი ხატოვანებითა და მძაფრი ემოციით გადმოსცეს სათქმელი) რომლის მეშვეობითაც მისი ლექსები განსაკუთრებული ექსპრესიულობით ხასიათდებიან.
"დასავლეთის ყვავილები გიორგი ლეონიძემ გურამიშვილისა და ბესიკის ტოტებზე, ვაჟასა და ხალხურობის ძირებზე დაამყნო და ახალი ქართული პოეზიის ხის ნაყოფი თავისებური გემოთი და სურნელებით გაავსო," – გრიგოლ აბაშიძის ამ სიტყვებს ჩვენ უბრალოდ დავამატებდით, რომ გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქარველმა უნდა დაიგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვაროს, აიტაცოს.
მოვუსმინოთ, როგორ ახასიათებს გიორგი ლეონიძის შემოქმედებას სარგის ცაიშვილი:
,,მისი პოეტური ხილვები ფერადოვანია და სხვადასხვაგვარ ფერს გამოსცემს…
მისი შედევრები თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი და მკითხველიც ამ პირველქმნილობას განიცდის სიხარულით აღვსილი…
გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ, პოეტურ სურათებად ალაგებს ცალკეულ ნახატებს’’.
გიორგი ლეონიძე უდიდესი პოეტი იყო და ზედმიწევნით კარგად გამოხა
... კითხვის გაგრძელება »
ფაილში მოთავსებულია ქართველ პოეტთა და მწერალთა ლექსები mp3_ფორმატში, ასევე ფაილში მოთავსებულია ისეთი flash_ფაილები რომელთა გახსნის შემთხვევაში თქვენ დაათვარიელებთ ვაჟა ფშაველას და ლადო ასათიანის ოჯახის წევრების ფოტოებს, მათი სოფლის ფოტოებს, მათ ხელნაწერებს, ასევე თქვენ შეგიძლიათ დაათვარიელოთ ვაჟას ოთახი: თქვენი ხელით შეგიძლიათ გახსნათ მისი მაგიდის უჯრები და დაათვარიელოთ მისი ხელნწერები ასევერ მისი ნივთები, ძალიან კარგი რაგაცაა
აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა:
„სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე". ამჟამად სხვიტორი კეთილმოწყობილი სოფელია თავისი შეძლებული კოლექტიური მეურნეობითა და მრავალი კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებით.
ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა", მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი" პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს: „მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები...
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს", რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე,
... კითხვის გაგრძელება »
ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობს თავის ბიოგრაფიას: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე". როგორც ვხედავთ, დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის - პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას. „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა".
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის” გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა. 1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი". იყო ჟურნალ „მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში. დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე -
... კითხვის გაგრძელება »
ნიკოლოზ(ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი(დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი ― გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტ
... კითხვის გაგრძელება »
რაზიკაშვილთა ლიტერატურული ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო და ნიჭიერი წარმომადგენელია ცნობილი საბავშვო მწერალი, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების დაუღალავი შემკრები და მოამაგე თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი.
თედო რაზიკაშვილის საყმაწვილო მოთხრობები, მისი სოციალური და ეროვნული გრძნობით გამსჭვალული ლექსები სისტემატურად ქვეყნდებოდა 90-იანი წლების ქართულ სალიტერატურო პრესაში და მკითხველთა შორის ფართო პოპულარობით სარგებლობდა. ამასთან ერთად მის სახელთან დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოსა და მთის მხარეების მდიდარი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრებისა და გამოცემის საქმე.
თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის 1 ნოემბერს სოფელ ჩარგალში. იგი ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა იყო. პავლე რაზიკაშვილის ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თვითონ თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს: "ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა. აბა ქალამნებს კი ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში"...
ყმაწვილი ოჯახში ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების ფანტასტიკაზე, საგმირო სიმღერებსა და ლექსებზე იზრდებოდა. ამ მხრივ დიდი გავლენა ჰქონდათ ფშაველ სახალხო მელექსეებსა და პირადად დედ-მამას, რომლებმაც მოზარდს ხალხური ზეპირისიტყვიერებისა და, საზოგადოდ, პოეზიისადმი დიდი სიყვარული გაუღვიძეს. თედო იგონებს: "მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ-მწერლებისა, აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვა
... კითხვის გაგრძელება »
მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი", რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს" თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს" ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.
ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.
რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი". ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.
სულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონ სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი- ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ორბელიანი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V ვაჟებთან ერთად იზრდებოდა. მან მიიღო შესანიშნავი განათლება, როგორც საერო ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI აღზრდა. სულხან-საბა ახალგაზრდიბიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იმ დროისათვის პროზას დაკარგული ჰქონდა თავისი ფასი ამიტომ მას ერთნაირად გაურბოდა როგოც მკითხველი, ისე მწერალიც. ასეთ დროს ორბელიანმა შეძლო და აღუდგინა ქართულ პროზას დიდების დღენი. მან შექმნა იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული „სიბრძე სიცრუისა", რომელშიც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გამოსცა თავის დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლობედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი" — „სიტყვის კონა", რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. მის კალამს ეუკუთვნის ასევე პროზაული ნაწ
... კითხვის გაგრძელება »
გიორგი ლეონიძე დაიბადა 1900 წლის 8 იანვარს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა - ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარის ჰქონდა დამთავრებული.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.
ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს" ფსევდომინით*.
ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს... გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.
1097 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.
1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტ
... კითხვის გაგრძელება »
ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა".
წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.
ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერა
... კითხვის გაგრძელება »
ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის" თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.
ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის" ბრალდებით.
რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.
1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები" პოეტს „პოლიტიკური შეცდომების" გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დ
... კითხვის გაგრძელება »
ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.
ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.
ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.
ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზ
... კითხვის გაგრძელება »
მრავალი საუკუნის განმავლობაში როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ.წ.V საუკუნეში იგი დაიპყრო მასზე ძლიერმა ათენმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ.წ.IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება მათ დაუკავშირეს მზის ღმერთ ჰელიოსს და გადაწყვიტეს მადლიერების ნიშნად მისთვის მანამდე არნახული ძეგლი აეგოთ. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც.
ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.
ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.
მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.
XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე
... კითხვის გაგრძელება »
ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.
ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.
391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშე
... კითხვის გაგრძელება »
ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.
იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.
ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაუ
... კითხვის გაგრძელება »
ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.
მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.
ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გ
... კითხვის გაგრძელება »
დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.
პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სა
... კითხვის გაგრძელება »
ჟიულ გაბრიელ ვერნი,ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი დაიბადა 1828 წლის 8 თებერვალს (ამიენი, საფრანგეთი)
ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342).
ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამოდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.
ციკლი "უჩვეულო მოგზაურობანი"
მოგზაურობა დედამიწიდან ცენტრისაკენ (1864) მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865) კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი (1865) კაპიტან გრანტის შვილები (1867) 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870) საიდუმლო კუნძული (1875) 15 წლის კაპიტანი (1878) 80 დღე დედამიწის გარშემო (1872)
რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდედრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად მოიყვანა. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯამრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სომოაში. მათ იყიდეს სახლი და ცხოვრობდნენ იქ 1894 წლამდე (სტივენსონის გარდაცვალებამდე)გარდაიცვალა.
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) დაიბადა 1862 წელს სოფ. მირზაანში.
ბიოგრაფია
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
შემოქმედება
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს,
... კითხვის გაგრძელება »
დასახელება:Top Gear ჟანრი:ავტო რეჟისორი: კრის დონოვანი წამყვანები:ჯერემი კლარსონი, რიჩარდ ჰამონდი, ჯეიმს მეი.
მოკლე შინაარსი: ყოველკვირეული ჟურნალი BBC-სგან ავტომოყვარულებს. გადაცემაში წამყვანები განიხილავენ წამყვანი ავტომწარმოებლების ბოლო მოდელებს. ისინი მათ ცდიან, წვიმიან თუ მზიან ამინდში, ალპურ, სპორტულ თუ სტანდარტულ სტრასებზე.. აგრეთვე დახურულ ტრეკებზე ამოწმებენ სხვადასხვა მანქანის მონაცემებს...
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი ხანგრძლივობა:47 წუთი გახმოვანება: ქართული (ტელეკომპანია რუსთავი 2) ხარისხი: TVRip
ფილმის შინაარსი: ფილმი მოგვითხრობს ჰერმერტ ნოიმანზე, რომელიც მუშაობს ფინანსურ მრჩევლად გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. მისი მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობობა გადაიქცევა მეგობრობად, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება...
ფესტივალები და პრიზები: •ბურგჰარტ კლაუსნერი – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალი (2006). •საუკეთესო სცენარი, საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, მარდე პლატა, არგენტინა (2007).
... კითხვის გაგრძელება »
ფილმის შესახებ: ფილმი-ანეკდოტი სვანებზე... რეჟისორები გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - „მაიტა ნასოსი". გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. „მაიტა ნასოსის" გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ. . .
ფაილის შესახებ: დასახელება: საიდუმლო აგენტთა კლუბი ორიგინალური დასახელება: The Secret Agent Club წელი: 1996 ქვეყანა: აშშ/Hit Entertainment ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია, რეჟისორი: ჯონ მარლოვსკი როლებში: ტერი ჰანკ ჰოგანი, მეთიუ მაქერლი, მორის ბუდსი გახმოვანება: ქართული
დასახელება: Disgrace გამოშვების წელი: 2008 ჟანრი: დრამა რეჟისორი: სტივ ჯეიკობსი როლებში: ჯონ მალკოვიჩი, პაულა არუნდელლი, სკოტტ კუპერი, ერიკ ებონი, ჯესსიკა ჰაინსი, ფიონა პრესსი, მონრო რეიმერსი, ჩარლს ტერტიენსი.
ფილმის შინაარსი: სასიყვარულო რომანის შემდეგ თავის სტუდენტ გოგონასთან, კეიპტაუნის პროფესსორი აღმოსავლეთ ავსტრალიაში გადასვლის შემდეგ აღმოჩნდება პოსტ-აპარტეიდის ქაოსში.გამომშვები: ა.შ.შ, Cinepro Pictures
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: GBR: Special Commando Unit გამოსვლის წელი: 2010 ჟანრი: Action/FPS შემქმნელი: Openoko Entertainment გამომცემელი:Xing Interactive ინტერფეისის ენა: ENG გამოცემის ტიპი: ლიცენზია პლატფორმა: PC წამალი: არ ჭირდება
თამაშის აღწერა: ტერრორისტული აქტების მომრავლების გამო პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში, რამედენიმე დიდი ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ საერთაშორისო საიდუმლო ორგანიზაცია რომელსაც უნდა ებრძოლა ტერრორთან. ანტიტერრორისტული ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ წამყვანი ჯარის შიდა და სპეცაგენტების საუკეთესო კადრები.
სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა:Windows XP SP2 (pyc) პროცესორი: Pentium IV 2 Ghz ოპერატიული მეხსიერება: 1 GB ვიდეოკარტა: 256 Мb თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 2.7 Gb
გადმოიწერე ეს თამაში და იგრძენი თავი როგორც ნამდვილ რალში. თქვენ გელით დაუვიწყარი გზები და საშიში მეტოქეები. აქ არის გამოჭრილი გზები, არც გზის ნიშნებია. გზას ირჩევ პირადად შენ...
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: 2025: Битва за Родину გამოსვლის წელი: 2010 ჟანრი:Action / Robot / 3D შემქმნელი: Primal Software გამომცემელი: Акелла ინტერფეისის ენა: RUS გამოცემის ტიპი: Repack პლატფორმა: PC წამალი: მოყვება
თამაშის აღწერა: კავკასია. 2025 წელი. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოსაგან ნდობა დაკარგული, აწყობენ საომარ აგრესიას აფხაზეთის და ოსეთის წინააღმდეგ. რამოდენი დღის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყნების ეკონომიკა მიდის უკან, შეიარაღებული ხალხი კარგავს პოზიციებს. რუსეთი ამ საქმეში არ ერევა, ხოლო ნატოს სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, არ ჩქარობენ დაეხმარონ ამერიკას. დემონსტრაციამ ქვეყანას დაანახა მხოლოდ ერთი: ამერიკა კარგავს ლიდერობას...
სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Microsoft® Windows® XP /Vista პროცესორი: Intel® Pentium® 3,4 Ghz ოპერატიული მეხსიერება: 1GB ვიდეოკარტა: 128 Мb, совместимая с DirectX® 9.0c
ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Alphine Ski Racing ენა: ინგლისური წელი: 2007 პროდიუსერი: Visual Concepts პლატფორმა:[/b] PC მოკლე შინაარსი: ამ თამაშში თქვენ მოინახულებთ ალპების ულამამზეს კურორტებს,მიიღებთ მონაწილეობას მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილ სათხილამურო ტრასებზე რბოლაში მოგიწევთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა, როგორიცაა ძლიერი ნისლი და თოვლი, მაღალი სიჩქარე და ექსტრემალური მოსახვევები.
სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / 7 პროცესორი: Intel Pentium 3.0 Ghz ოპერატიული მეხსიერება: 1 Gb იდეოკარტა: DirectX 9,512 Mb თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 2.2 GB