ზუსტად 08:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით კენჭისყრა დაიწყო , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ჯული გიორგაძემ ცესკო-ში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრა შედგება 3 694 საარჩევნო უბანზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 73 საარჩვენო ოლქის ტერიტორიაზეა განთავსებული.
"ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენებთან ერთად, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებსაც", - განაცხადა ჟული გიორგაძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველი ხმას მისცემს პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს, ასევე, პროპორციული სისტემით ასარჩევ სიას. თბილისში ამომრჩეველი ირჩევს თბილისის მერს.
ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი იყრის კენჭს. არჩევნებში მონაწილეობს სამი საარჩევნი ბლოკი და 14 პარტია.
მორიგი ბრფინგი ცესკო-ში 10.30 საათზე გაიმართება.