სამშაბათი, 24.12.2024, 22:58
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » შოთა რუსთაველი(12 საუკუნე) shota rustaveli
18:45
შოთა რუსთაველი(12 საუკუნე) shota rustaveli

მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი", რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს" თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს" ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.

ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.

რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი". ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.

ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.

ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.

ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა. თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი", რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ - დავითმა - ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.

„ვეფხისტყაოსანი" მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.

გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.
კატეგორია: წიგნები | ნანახია: 3412 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 3.5/6
სულ კომენტარები: 2
0  
2 nika   (28.02.2011 11:50) [Entry]
dametanxmed rom giorgikvala3 magari ylea

0  
1 nika   (28.02.2011 11:44) [Entry]
tamar mepe iyo dzalian magari

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz