შაბათი, 27.04.2024, 02:19
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » სპორტი

null
მექსიკის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა, 22 წლის მარიო "ჩიჩარიტო" ერნანდესმა "წითელი ეშმაკების" ფანებს ჯერ არ გატანილი გოლები მიუძღვნა: "ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში გადასვლით. როცა მანჩესტერზე ვსაუბრობთ, არ შეიძება მათი გულშემატკივრების დავიწყება. წელს ლიგის შეხვედრას დავესწარი "ოლდ ტრაფორდზე" და ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრის გუნდისადმი ერთგულმა მხარდაჭერამ. მუნდიალზე გატანილ გოლებს მე მანჩესტერის ფანებს მივუძღვნი" - განაცხადა მექსიკელმა


 


null
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ წლის გმირად შერაცხული ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბის" დამრიგებელი გახდა. მორატი კი მის შემცვლელს ყველგან ეძებს. ბოლო ინფორმაციით ლიგის ჩემპიონები კაპელოს კანდიდატურას განიხილავდნენ, ვინაიდან იტალიელის კონტრაქტი ინგლისელებთან მალე იწურება. ამ თემაზე ფაბიო "Daily Mail"-ის ჟურნალისტს გაესაუბრა: "ყოველთვის ავღნიშნავდი, რომ ინგლისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ეს ახლაც ასეა. მე თითქმის ახალი კონტრაქტიც გავაფორმე ყოფილ ფედერაციის წარმომადგენლებთან, თუმცა ამ დროს ასოციაციაში, როგორც მოგეხსენებათ, ცვლილებები მოხდა. მართალი გითხრათ, ჯერ ამ თემაზე არ მისაუბრია ახალ ხელმძღვანელებთან. სავარაუდოდ კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეხვედრა ჩემსა და ლორდ ტრისმენთან მსოფლიოს დასრულების შემდეგ მოხდება და იქ გადაწყდება ჩემი მომავალი ინგლისის ნაკრებში."
ხოლო კითხვაზე თუ რას აზრისაა კაპელო ინტერის მწვრთნელის პოსტის ჩაბარებაზე. ის ძალიან მოკლედ პასუხობს: "ამ თემაზე საუბარი არ მსურს. დიახ, მე წავიკითხე პრესაში ეს ინფორმაცია, მაგრამ პირადად არავისთან არ მქონია კონტაქტი და არც ვაპირებ, ვინაიდან ჯერ მხოლოდ მუნდიალზე ვარ კონცენტრირებული"
 


null
Tuttosport-თან საუბარში ტურინის იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელმა სებასტიან ჯოვინკომ კლუბიდან სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა: "რისთვის დავრჩე გუნდში თუ არავის ვჭირდები. სათადარიგოთა შორის ყოფნის ორი წლის მერე კიდევ ერთი სეზონი არ მსურს უთამაშებელი ვიყო. დარწმუნებული ვარ, არ ვიმსახურებ სკამზე ჯდომას. მუდმივად მინდა რომ მოედანზე ვიმყოფებოდე, ეს ერთადერთია რასაც ვითხოვ. არ მიმაჩნია, რომ თუ იუვედან წავალ ეს ჩემი წარუმატებლობა იქნება, პირიქით, მოვა დრო და იუვე ინანებს თუ გუნდიდან წავალ". სავარაუდოდ ახალგაზრდა ფეხბურთელის ბედი მიმდინარე ზაფხულს გაირკვევა. მოგეხსენებათ, ტურინული კლუბი ექს-სამპდორიელმა ლუიჯი დელ ნერიმ ჩაიბარა და შემადგენლობის დაკომპლექტებაც უკვე დაწყებული ექნება.
 


null
ჯონ ტერის ფაბიო კაპელომ კაპიტნობა გარკვეული მიზეზების გამო ჩამოართვა. ეს მიზეზები ყველასთვის ნაცნობია, ამიტომ აღარ ჩავუღრმავდებით. ტერის მაგივრად კი კაპიტნობა რიო ფერდინანდმა ჩაიბარა და მსოფლიოს დაწყების წინ ასეთი განცხადებაც გააკეთა: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ აწევს პირველი მსოფლიოს თასს. ეს მეორეხარისხოვანია და დარწმუნებული ვარ ამაში ტერიც დამეთანხმება. ჩვენთვის მთავარი ჩემპიონატის მოგებაა და სხვა პრობლემას ვერ ვხედავთ. 44 წლის წინად მოვიგეთ უკანასკნელად ეს უდიდესი ტურნირი და დღემდე 66-ის ნაკრების ფეხბურთელები გმირებად ითვლებიან ინგლისში. ძალიან საამაყოა როცა იცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მისია გაკისრია, ითამაშო მუნდიალზე და აუცილებლად მოიგო ის. როგორი გრძნობაა კაპიტნობა? ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა ძალიან რთულია იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მაგრამ მე ისედაც ყოველთვის ჩემ სათქმელს ვამბობდი გასახდელში და მოედანზეც, ამას დამატებული კაპიტნობა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ იყო. ეს არის ჩვენი სამუშაოს ნაწილი და ვალდებულები ვართ ღირსეულად გავუძღვეთ მას. დღეს მთელი ინგლისი ჩვენგან ჩემპიონობას ითხოვს, ჩემი თაობისთვის ეს სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია მუნდიალის მოგების და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობის მოსაპოვებლად."
 


null
Daily Mail-ის თანახმად მადრიდის რეალმა და ლონდონის ჩელსიმ შესაძლოა მოთამაშეები გაცვალონ. მოგეხსენებათ, რომ ჟოზე მოურინიოს ფრენკ ლემპარდისა და ეშლი კოულის ხილვა სურს რეალში, მადრიდელები კი სავარაუდოდ მზად იქნებიან საპირისპირო მიმართულებით კაკასა და იგუაინს შეელიონ. ამავე დროს პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ იგუაინთან ფაქტიურად მიაღწია შეთანხმებას ახალი კონტრაქტის შესახებ და სავარაუდოდ არგენტინელი ბერნაბეუზე დარჩება. რაც შეეხება ლემპარდს, მან 2008 წელს უარი განაცხადა ჟოზესთან ერთად ინტერში გამგზავრებაზე და კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა წყარო იუწყება, რომ ინგლისელს აქვს სურვილი მოსინჯოს ძალები პრემიერლიგის გარეთაც და პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ესპანეთში გამგზავრება კარგ ვარიანტად გამოიყურება. ეშლი კოულმა ინგლისურ კლუბთან შარშან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც ჟურნალისტები წერენ მეუღლესთან სავარაუდო განქორწინებამ შესაძლოა მისი რეალში გადასვლის სტიმულირება მოახდინოს. ამავე დროს ესპანური მედია აცხადებს, რომ მცველის სახელფასო მოთხოვნები (120 000 ფუნტი კვირაში) რეალის ხელმძღვანელებს დიდად არ ხიბლავს. აქვე ცნობილია, რომ მადრიდელები მარცხენა ფლანგზე ინგლისელის ალტერნატიულ ვარიანტად რომის ლაციოს მცველს კოლაროვს განიხილავენ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი მოურინიოს ინტერელი მაიკონის ხილვა სურს, რომელთანაც რეალს მოლაპარაკება დაწყებული აქვს. კაკას შესახებ ბოლო დღეებში იწერება, რომ ბრაზილიელს თავის ყოფილ და ჩელსის ამჟამინდელ ... კითხვის გაგრძელება »
 


null
ბრაზილიის ნაკრების თავკაცის განცხადებით "ინტერის" მცველები და მეკარე მისი გუნდის მთავარი რგოლი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. " "ნერიაძურიმ" მიმდინარე სეზონში ჰეთრიკი შეასრულა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი. მეკარე ჟულიო სეზარი, მცველები მაიკონი და ლუსიო ამჯერად უკვე ეროვნულ ნაკრებისთვის ეცდებიან წარმატების მოტანას და ბრაზილიაში მსოფლიო თასის კიდევ ერთხელ ჩატანას. ჩვენ ასეთი მეკარეთი და დაცვით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ, ხუთი თვის წინ მე ვაცხადებდი, რომ ლუსიო "ინტერში თავს შესანიშნავად წარმოაჩენდა და მე არ შევცდარვარ. ის ბუნებით ლიდერი და გამარჯვებულია. ჩვენ გვაქვს ლუსიოს "გამარჯვებულის მენტალიტეტი", ჯულიო სეზარის კლასი და მაიკონის ძალა და გამძლეობა. ასეთი მყარი "კედლის" წინააღმდეგ მეტოქეებს შანსი არ აქვთ, ისინი ვერ შეძლებენ გოლების გატანას." - განაცხადა დუნგამ "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში.
 



"სიენა"-"ინტერი" 0:1 ვიდეომასალა

მილანის "ინტერმა" "სიენას" მილიტოს გოლით 1:0 მოუგო და იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განუმეორებელი ჟოზე მაურინიოს მეთაურობით "ნერაძური" ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებისკენ მიიწევს და სანუკვარ მიზანს ერთადერთი მატჩიღა აშორებს, მადრიდში, "ბაიერნთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალი...



 




წლევანდელი სეზონი ფეხბურთის გულშემატკივრებს არ დაავიწყდებათ, რადგან ისინი ნამდვილ დუელს უყურებენ უენ რუნისა და ლეო მესის შორის. ეს ორი ფეხბურთელი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მანჩესტერში კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიბადა. მართალია, რუნი პორტუგალიელის დროსაც ბრწყინავდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, ინგლისელმა შესაძლებლობები 100%–ით წარმოაჩინა.

რუნის ახლა ტრავმა აქვს, რომელიც მან მიუხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. განმეორებით შეხვედრაში, მან ყველას დაანახა როგორი უნდა იყოს მებრძოლი ფეხბურთელი. მან სასწორზე დადო მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. საფეხბურთო სამყაროსთვის საცოდაობა იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატი უენ რუნის გარეშე, თუმცა იგი მოახერხებს ტრავმის მოშუშებას სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე.

მხოლოდ და მხოლოდ ტრავმის მიღების შემდეგ გაასწრო მას ლეო მესიმ "ოქროს ბუცისათვის” დუელში. არგენტინელის არაამქვეყნიური თამაში უცხო აღარავისთვისაა.

გუშინ რუნიმ მცირე კომენტარი გააკეთა, მისსა და მესის შორის დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ამით გულშემატკივრებმა უნდა ისიამოვნონ. ინგლისელი აღიარებს, რომ არგენტინელი მასზე უკეთეს ფორმაშია.

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ლეოს გვერდით გაყენებენ, თუმცა იგი საუკეთესოა. არგენტინელის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან, უბრალოდ სისულელეა”–განაცხადა ინგლისელმა.

” როდესაც იგი ბურთს იღებს, ლეო იწყებს მოგზაურობას თავის სამყაროში. მისი შეჩერება ... კითხვის გაგრძელება »
 


null
დასახელება : Zidane Top 10 Goals
ჟანრი : სპორტი
ქვეყანა : ესპანეთი
ხარისხი :vmw
ხანგრძლივობა : 3:57
ზომა : 22.60MB



 


null
დასახელება: Viva Futbol Volume 39

ხანგრძლივობა: 03:20

გამოშვების წელი: 2009

ფორმატი: FLV

ხარისხი:კარგი

გაფართოება: 640 x 480

აღწერა: ფინტების კრებულია..შესულია ახალი სეზონის ფინტები.



                                                                                                                                   





 


null
დასახელება: Ronaldinho Vs Zurich
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
გამოშვების წელი: 2009
ხანგრძლივობა: 00:03:30
ხარისხი: HD
ზომა: 19 MB
ფორმატი: MP4
გაფართოება: 1280 x 720

მოკლე აღწერა:
ვიდეოში შესულია რონალდინიოს გუშინდელი თამაში ციურიხის წინაამღდეგ ..




 


null
დასახელება : ReaL Madrid TOP 10 Goals in 2008-09 Season

ჟანრი : სპორტი/ფეხბურთი/გოლები

ქვეყანა : ესპანეთი

წელი : 2009

ხარისხი :HQ

ფორმატი : AVI

გაფართოება : 720X480

ხანგრძლივობა : 00:04:55

ზომა : 170 MB

ვიდეოს აღწერა:
ეს ვიდეო გახლავთ მადრიდის რეალის 2008-09 სეზონის საუკეთესო 10 გოლი... სანახაობრივი ვიდეო უმაღლეს ხარისხში



 


null
დასახელება : Lionel Messi - The Marvel
ჟანრი : სპორტი/ფეხბურთი/კომპლაციები
ქვეყანა : ესპანეთი
წელი : 2009
ხარისხი : HQ
ფორმატი : AVI
ვიდეო : 640X368
ხანგრძლივობა : 1:30
ზომა : 30 MB

მოკლე აღწერა :
ვიდეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ვუნდერკინდზე ლეო მესიზე. ამ პატარა ვიდეოში ბრწყინვალე ეფექტებით და ლამაზი მუსიკის ფონზე აღწერილია ლეოს გოლები,ფინტები, და უბრალოდ მისი დასამახსოვრებელი ეპიზოდები 2009 წელს. მოკლედ ვიწერთ და ვაკომენტარებთ



 

« 1 2 3 4 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz