ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:51
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » ჯარი


სამხედრო სამსახური

სამხედრო სამსახური - ეს არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხედრო სამსახურის ოთხი სახე არსებობს - სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის და სარეზერვო.

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებიც მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულად, რომლებზეც თანაბრად ვრცელდება კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, ისინი პირადი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნენ საქართველოს სამხედრო სამსახურში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

წვევამდელები, რომელნიც გამოთქვავენ სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, ასევე იმ პირებს, რომლებსაც მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, ან რომლებიც სარგებლობენ კანონით დაგენილი შეღავათით და გადავადებული აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის ... კითხვის გაგრძელება »
 



სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, ვლდებულებები და სამხედრო სამსახურის პირობები, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითადი სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა და დაცვა განსაზღვრულია საქართველოს შემდეგი კანონმდებლობის მიხედვით:

- ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ”სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
- "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბერის #609 ბრძანებულება;
- ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბერის N493 ბრძანებულება;
- ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბერის N560 ბრძანება.

უფლებები

1) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს აქვს მივლინებისას, შვებულებისას, სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე, სამხედრო სამსახურ ... კითხვის გაგრძელება »
 



საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულება განისაზღვრება "კანონით თავდაცვის შესახებ" (თავი III მუხლი 7) და მოიცავს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალები დემოკრატიული კონტროლის პრინციპის გათვალისწინებით ამ ამოცანებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებითა და ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მისიის უზრუნველსაყოფად შეიარაღებული ძალების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

• საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება;
• ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
• ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება;
• არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საფრთხეების განსაზღვრა;
• შეიარაღებული ძალების სტრუქტურის სრულყოფა;
• საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიხედვით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.
 



რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის დროს გამოყენებული იარაღის და ტექნიკის შესახებ. (მომზადებულია რუსული მედიის მასალების მიხდვით)

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს როგორც რუსული, ასევე ქართული მხრიდან ძირითადად გამოყენებული იყო საბჭოთა წარმოების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. ამასთანავე, ქართულ ჯარს უცხოეთის წარმოების ტექნიკაც გააჩნდა, პირველ რიგში ავტომატური იარაღი, კავშირგაბმულობის და დაზვერვის საშუალებები, ღამის ხედვის ხელსაწყოები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის სისტემები.
ქართული მხარე აქტიურად იყენებდა სნაიპერების რაზმებს, რომელთა შეიარაღებაში იყო საბჭოთა წარმოების (СВД), ამერიკული და ისრაელის შაშხანები (7,62 მმ-იანი Galil) ღამის ხედვის ხელსაწყოებით.
6 აგვისტოს საღამოს ცხინვალთან მობილიზებული იყო ქართული არტილერია, ძირითადად, მსხვირკალიბრიანი ქვემეხები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც შედის საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეულ საარტილერიო ბრიგადაში. (გრძელლულინაი არტილერია, თვითმავალი დანადგარები და ქვემეხები, ასევე ზალპური ცეცხლის სისტემები ქართულ არმიაში ერთიანი საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაშია გაერთიანებული)
7 აგვისტოს გვიან ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითმა ბრიგადამ სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ცხინვალის შტურმი დაიწყო. ბრიგადის რიცხოვნობა 3300 ჯარისჯაცს და ოფიცერს შეადგენს. ბრიგადაში შედის 3 ქვეითთა ბატალიონი - 590 ადამიანი, ერთი ჯავშანსატანკო ბატალიონი (380 ადამიანი, 30 ... კითხვის გაგრძელება »
 



ჯარი იგივეა რაც არმია. ჯარი კრებითი სახელწოდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). ჯარის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. ჯარის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.

 




ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოინახულა. მან დეპუტატებთან ერთად ის სამხედრო ბაზა დაათვალიერა, სადაც ქართული ასეული ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობს. ქართველი კანონმდებლების დელეგაცია (დეპუტატები: გიორგი თარგამაძე, პეტრე ცისკარიშვილი, სოსო ქუთათელაძე, გია თორთლაძე) დეტალურად გაეცნო სამხედროების საქმიანობას, მათ საცხოვრებელ პირობებს და ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ტაძარი მოინახულა.
„როდესაც ჩვენ დავინახეთ ქართველი ჯარისკაცები და მათ მხარზე ქართული დროშა, პირველი შეგრძნება იყო ძალიან დიდი სიამაყე, ვინაიდან ესენი არიან ღირსეული, ღირსეულად მომზადებული და ღირსეულად გაწვრთნილი ვაჟკაცი სამხედროები," აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
23–ე ბატალიონის ასეული ქაბულში 2009 წლის ნოემბრიდან იმყოფება. ქართული დანაყოფი ფრანგულ ბაზაზე დისლოცირებული ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედროების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ჩვენი სამხედროები საკუთარ მოვალეობას წარმატებით ასრულებენ," განაცხადა კაპიტანმა ანტონ ქუთათელაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ქაბულში ფრანგული ბაზის მონახულების შემდეგ, დავით ბაქრაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ავღანელ კოლეგას მუჰამედ იუნის ქანუნის შეხვდა. მოგვიანებით კი ავღანეთში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) შტაბბინას ესტუმრა, სადაც ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებთან ISAF-ის ოპერაციის დეტალები განიხილა.

< ... კითხვის გაგრძელება »
 



მოვალეობები

1) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებათა მოთხოვნები;
2) ერთგულად ემსახუროს საქართველოს;
3) აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე;
4) დაეუფლოს და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა;
5) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას;
6) გაუფრთხილდეს სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას;
7) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება;
8) დაემორჩილოს მეთაურს, შეასრულოს ბრძანებები.


აღრიცხვა

1) ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე;
2) მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი;
3) მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს;
5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას;
6) სამხედრო სამსახურში გაწვევამდე, მოქალაქე გადის სამედიცინო შემოწმებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიან ... კითხვის გაგრძელება »
 



აგვისტო 9, 2008
(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(17) 12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(16) 10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფ ... კითხვის გაგრძელება »
 

« 1 2 3 4 ... 6 7 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz