შაბათი, 27.04.2024, 22:14
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » ჯარი


ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2" წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის" მიერ. ეს არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30" – „კრომველის" ტანკის ვარიანტზე, რომელიც აღჭურვილი იყო 76,2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1" – დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-x წლებში – რომელიც 1990-x წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა რომ „ჩელენჯერ 2" შემუშავებულია „ჩელენჯერ 1"-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღეს-დღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2"-მა შეცვალა წინა მოდელი.

1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2" და კიდევ 259 ერთეული 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი ხოლო 1997 წელს კიდევ 20. „ჩელენჯერ 2" დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში შევიდა 1998 წელს, ბოლო ტანკი არმიაში შევიდა 2002 წელს. ტანკის ეს მოდელი ექსპლუატაციაში იქნება 2035 წლამდე.

ტანკები „ჩელენჯერ 2" გამოიყენებოდა ბოსნიის, კოსოვოსა და ერაყის ომში(2003 წლიდან დღემდე(2008)).
კომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა" 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის" შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. და ... კითხვის გაგრძელება »
 



„კატიუშა", საველე რეაქტიული არტილერიის ულულო სისტემების არაოფიციალური სახელწოდება. პირველად გამოიყენეს დიდ სამამულო ომში (1941-1945). 1921 წელს აირდინამიკურ ლაბორატორიაში ნ. ტიხონოვმა და ვ. არტემიევმა დაიწყეს უკვამლო დენთზე რეაქტიული ჭურვის (რს) დამუშავება. სხვადასხვა კალიბრის რეაქტიული ჭურვების — „კატიუშის" ჭურვის პროტორიპების, აგრეთვე მრავალმუხტიანი საავიაციო და ერთმუხტიანი სახმელეთო გასაშვები დაზგების ოფიციალური გამოცდა 1929-1933 წლებში განხორციელდა. მისი საბოლოო დამუშავება ხდებოდა რეაქტიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გ. ლანგემაკის ხელმძღვანელობით. 1937-1938 წლებში ამ რეაქტიული ჭურვებით (რს-82, რს-132) შეიარაღდა სამხედრო-საჰაერო ძალები. ისინი წარმატებით გამოიყენეს ხალხინ-გოლთან ბრძოლებში (1939). 1938-1941 წლებში რეაქტიულ ინსტიტუტში ი. გვაიმ, ვ. გალკოვსკიმ, ა. პავლენკომ და სხვებმა შექმნეს სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული მრავალმუხტიანი გასაშვები დანადგარი. დიდი სამამულო ომის წინ რს მ-13-ით და გასაშვები დანადგარი ბმ-13-ით შეიარაღდა არტილერია. „კატიუშა" გერმანიის ფაშისტთა ჯარების წინააღმდეგ პირველად 1941 წლის 14 ივლისს გამოიყენეს. ომის პერიოდში შეიქმნა რეაქტიული ჭურვისა და გასაშვები დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი.
 



Bren Ten შეიქმნა ამერიკაში ტომას დორნჰაუსი და მაიკლ დიქსონის მიერ. თავდაპირველი იდეა იყო შექმნილიყო ავტომატური პისტოლეტი, რომელიც შეითავსებდა ამ სისტემის იარაღის ყველა დადებით თვისებას და იმავე დროს იქნებოდა ისეთივე "ძლიერი”, როგორც მსხვილკალიბრინი რევოლვერები.

ბრენ თენის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ასევე თავად ჯეფ კუპერს.საინტერსო ისტორია უდევს სათავეში პისტოლეტში გამოყენებულ ვაზნას – "10mm Auto”. ეს ვაზნა ნამდვილად არ შეიქმნა სპეციალურად ბრენ თენისათვის, როგორც ამას ხშირად იმეორებენ სხვა და სხვა სტატიებში. თუმცა პირველი სერიული იარაღი ამ კალიბრში ნამდვილად იყო ბრენ თენი. ავტომატური პისტოლეტისათვის ძლიერი რევოლვერის ნაირი ვაზნის შექმნის იდეა ეკუთვნის უიტ კოლინზს (კიდევ ერთი ნიჭიერი და დამოუკიდებელი პიროვნება, ვისი წყალობით შეიქმნა პრაქტიკულად ყველანაირი სისტემა, მექანზმი, ვაზნა და ასე შემდეგ). 70-იანი წლების დასაწყისში მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო ექსპერიმენტები (იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში შემოქმედებაზე ნებართვა და ქვითრები ბანკიდან არ არის საჭირო) ბრაუნინგ ჰაი პაუერის სიტემის პისტოლეტებთან, იმის გასარკვევად თუ რამდენად ძლიერი და რა კონსტრუქციის ვაზნა შეიძლება "მოინელოს” ავტომატურმა პისტოლეტმა.

თავდაპირველად ექსპერიმენტებში მონაწილეობდა გაძლიერებული ".38 Super” ვაზნები. შემდგომ მან გადაწყვიტა პრაქტიკაზე განეხორციელებინა ჯეფ კუპერის იდეა ახალი ტიპის .40 კალიბრის ვაზნის შესახებ, რომელშიც მოთავსდებოდა 200 გრანია ... კითხვის გაგრძელება »
 


ვისაც გაინტერესებთ ქართული არმიის შეიარაღების შესახებ შემოიხედეთ.

ქვეითთა შეიარაღება
აკ-47


AR-M1



M4A3




AKS-74U



AS-VAL


IMI TAR-21
                                                                          

IMI NEGEV

... კითხვის გაგრძელება »
 



მიგ-29 (რუს. Микоян МиГ-29) (ნატოს კლასიფიკაციით Fulcrum) არის მე-4 თაობის რეაქტიული თვითმფრინავი, შექმნილი სსრკ-ში საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. თვითმფრინავი შეიქმნა ახალ ამერიკულ გამანადგურებლებთან F-16-თან და F-15-თან დასაპირისპირებლად. მიგ-29 დღეისათვისაც მრავალი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების აქტიურ შეიარაღებაზეა.
1972 წელს სსრკ-ში დაისვა საკითხი შეექმნათ დასავლური გამანადგურებლების F-15-ის და F16-ის კონკურენტუნარიანი გამანადგურებელი.

მოდიფიკაციები

MiG 29 SMT – ერთადგილიანი მრავალდანიშნულებიანი საბრძოლო ვარიანტი

MiG 29 UB – ორადგილიანი სავარჯიშო

MiG 29 K – ავიამზიდებისთვის ადაპტირებული. დღეისათვის ბაზირებულნი არიან რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ ადმირალ კუზნეცოვზე

MiG 29 M – გააჩნია ცეცხლის, საჭის მართვის და აღმოჩენის თანამედროვე სისტემები. აღწურვილია ორმაგი ფაზირებული ბორტრადარით, ინფრაწითელი/TV/ლაზერული სისტემებით. მისი ორადგილიანი ვარიანტია MiG 29 M2

MiG 29M OVT – საერთაშორისო ავიაშოუებზე მისი პირველი ჩვენება 2006 წელს გაიმართა. მეორენაირად მას MiG 33-საც ეძახიან
საზომი ერთეულები MiG-29M Fulcrum-E-ს მონაცემები MiG-29K Fulcrum-D-ს მონაცემები
სიგრძე: 17,36 მ 17,32 მ
ფრთადაშლილობა: 11,36 მ 11,99 მ
სიმაღლე: 4,73 მ 5,18 მ
ფრთების ზედაპირი: დაახ. 38 მ² დაახ. 43 მ²
ფრთაგაშლილობა: 3,40 3,34
ფრთების ამწეობაუნარიანობა:

* მინიმალური (ცარიელი წონა): 305 კგ/მ²
* საწყისი (ჩვეულებრივი ასაფრენი წონა): 442 ... კითხვის გაგრძელება »
 



ეს პოსტი იმიტომ გავაკეთე რომ ვიცოდეთ ქართველი გმირების შესახებ და სათანადოდ დავაფასოთ ისინი. არ მივტიროდეთ სხვა ქვეყნის ვაჟკაცობას რადგან არავიზე ნაკლები ვაჟკაცები ვართ და არავიზე ნაკლები გმირები გვყავს და მაგალითი ისევ მათგან ავიღოთ

იუნკერები,


იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი ‘წითელი’ იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცე ... კითხვის გაგრძელება »
 



ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი RBS-15ka შექმნა შვედურმა კომპანია "Saab Missiles”-მა. შვედეთის არმიამ კომპლექსი შეიარაღებაში 1986 წელს მიიღო. RBS-15ka-ის ბატარეის შემადგენლობაში შედის: სამეთაურო და კავშირის საშუალებები, ორი გამშვები დანადგარი, დაცვისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები. ასევე სამიზნის აღმოჩენისა და გაცილების რადიოლოკაციური სადგური 9KR 400. RBS-15-ის რაკეტაზე სამარშო ძრავად დაყენებულია ფრანგული ფირმა "Microturbo”-ს ტურბორეაქტიული ძრავა TRI-60-1-077. რაკეტა აღჭურვილია ასევე ორი ამაჩქარებლით, რომლებიც რაკეტის სტარტიდან სამი წამის განმავლობაში მუშაობს. რაკეტას აქვს 200 კგ მასის ფუგასური საბრძოლო ნაწილი. შვედური ფირმა "Saab Missiles” მუშაობს რაკეტის გაუმჯობესებულ ვარიანტ RBS-15Mk3-ზე, რომელიც წინამორბედისაგან მოქმედების გაზრდილი მანძილით (დაახლოებით 200 კმ) და კომბინირებული რადიოლოკაციური და პასიური ინფრაწიტელი დამიზნების სისტემით განსხვავდება.

მოქმედების მანძილი- 100კმ
რაკეტის სიგრძე- 4350 მმ
რაკეტის დიამეტრი- 500 მმ
საბრძოლო ქობინის წონა- 200კგ
 




ეს არის რუსული მანქანა gaz 2975 tiger რომელიც ჰამერის საპასუხოდ შეიქმნა

ქარხანამ GAZ გამოუშვა რუსული სამხედრო მანქანა gaz 2975 tiger რომელიც გათვლილია სპეც დანიშნულების რაზმებისთვის. მის შექმნას დიდი დრო დასჭირდა და ბევრად განსხვავდება მისი წინამორბედებისაგან. მისი სიგრძეა 4610 სანტიმეტრი, სიგანე 2200 სანტიმეტრი, სიმაღლე 2000 სანტიმეტრი, მაქსიმალური გადასატანი ტვირთის მასა 1500 კილოგრამი, მისი მასა 5000 კილოგრამს შეადგენს (შეიარაღებული 5500 კილოგრამს) აქვს 6 ცილინდრიანი დიზელის ძრავა და 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მის ძარაზე შესაძლებელია ტყვიამფრქვევის დაყენება.

 



კობრა (თურქ. Kobra) წარმოადგენს მსუბუქ დაჯავშნულ საბრძოლო მანქანას შექმნილს თურქული ფირმა Otokar მიერ, რომელიც იყენებს ამერიკული HMMWV ბევრ კომპონენტს. ის პირველად შევიდა თურქეთის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში 1997 წელს.

საბრძოლო ისტორია:
კობრას საბრძოლო მოქმედებებიდან მონაწილეობა მიღებული აქვს მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მისმა დახრილმა ჯავშანმა შეძლო აესხლიტა ტანკსაწინააღმდეგო ხელით გადასატანი რაკეტა RPG-7. ქართულმა არმიამ დაკარგა 2 კობრა, მათგან ორივე რუსეთში გადაიყვანეს.
 




ქართული DANA
RM70 - 1972 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ გამოშვებული სარაკეტო არტილერია. ერთადერთი ომი, რომელშიც ის გამოიყენეს 1972 წლიდან დღემდე, ესაა ცხინვალის რეგიონის ომი 2008წ. წონა - 33 ტონა, ეკიპაჟი - 6 ადამიანი, კალიბრი - 122მმ. ერთ ჯერზე შეუძლია 40 ჭურვის გაშვება. შეუძლია სამიზნის განადგურება 20 კმ-ზე.

DANA - ჩეხოსლოვაკიის გამოშვებული 1970 წელს. წონა - 23 ტონა, მაქსიმალური სისწრაფე - 80კმ/სთ, შეუძლია სამიზნის განადგურება 18 კმ-ზე, ეკიპაჟი 4-5 კაცი. დღესდღეობით DANA არის ჩეხეთის, ლიბიის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს შეიარაღებაში.

2S3 აკაცია - 1971 წელს გამოშვებული ჰაუბიცა. წონა - 27 ტონა, ეკიპაჟი - 4 კაცი, სიჩქარე - 60კმ/სთ, კალიბრი - 152მმ, დამატებითი შეიარაღება - 7მმ ტყვიამფრქვევი. ბაკის ერთი ავსებით შეუძლია 500 კმ-ს გავლა.

საჰაერო დაცვა

საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი საჰაერო დაცვის სისტემები:ZU23 2(სსრკ), ZU23 4 "შილკა”(სსრკ), S125(სსრკ), S200(სსრკ), Buk M1(სსრკ), Tor(სსრკ).

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები

თვითმფრინავები

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არის თვითმფრინავები: თხუთმეტი Su25(სსრკ), თერთმეტი L39 ალბატროსი(ჩეხოსლოვაკია), ორი L29 დელფინი(ჩეხოსლოვაკია), Hermes 450(ისრაელი).
 



ქართული T72

T72 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა. საქართველოს მთავარი საბრძოლო ტანკი, გამოშვებული საბჭოთა კავშირის მიერ 1973 წელს. ეს იყო საბჭოთა კავშირის მთავარი საბრძოლო ტანკიც. ის არის ძალიან მსუბუქი(41 ტონა), რაც საქართველოს რელიეფისთვის ასე ვთქვათ ზედგამოჭრილია. :D მთა-გორიან რელიეფზე სასიარულად ძალიან კარგია. შეუძლია განავითაროს 60კმ/სთ სიჩქარე. T72-ში ჯდება 3 კაციანი ეკიპაჟი, ისვრის 125მმ კალიბრის ჭურვს. დამიზნებით ისვრის 4 კილომეტრზე, მაქსიმალური სროლის სიშორე 10 კილომეტრი. აქვს ორი ტყვიამფრქვევი 7,62მმ და 12,7მმ კალიბრის. აქვს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისსგან დამცავი სისტემები. ყველაზე მეტი T72 ყავს რუსეთს, უკრაინას და ინდოეთს.

Cobra - ეს არის მსუბუქი თურქული ჯავშანმანქანა, ძალიან ბევრი კომპონენტი აღებულია ამერიკული ჰამერიდან. გამოშვებულია 1997 წელს. ეკიპაჟი მძღოლი +8 კაცი. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან თურქეთი, ნიგერია და საქართველო. ეს მანქანა არის კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში, მაგრამ მასიურად მხოლოდ ამ 3 ქვეყანაში. ერთადერთი ომი, რომელშიც იქნა გამოყნებული თურქული კობრა, ეს არის ცხინვალის რეგიონის ომი 2008 წელს.

BMP2 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა, 80იან წლებში გამოშვებული სსრკ-ს მიერ. წონა - 14 ტონა, ეკიპაჟი - 3 კაცი + 6 მგზავრი, კალიბრი - 30მმ.

არტილერია

მე ვიტყოდი საქართველოს შეიარაღებაში ყველაზე ძლიერი რგოლი, ეს ბოლო ომმაც კარგად აჩვენა. ძალიან კარგად მოქმედებდნენ ჩვენი არტილერის ... კითხვის გაგრძელება »
 



საქართველოს სახმელეთო ძალებში შედის: გორის ბრიგადა, სენაკის ბრიგადა, ქუთაისის ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, ხონის ბრიგადა. საქართველოს შეიარაღებაში შედის ავტომატები: AK-47(სსრკ), M4 Carbine(აშშ), G36(გერმანია), TAR-21(ისრაელი). ტყვიამფრქვევები: PK(სსრკ), NSV(სსრკ), Mk19(აშშ). სნაიპერის შაშხანები: SVD(სსრკ), M24(აშშ), Zastava M93 Black Arrow(სერბეთი), Barret M82(აშშ).
 



ქართული Su25
Su25 - გამოდის 1981 წლიდან, ერთეულის ღირებულებაა 11 მლნ დოლარი. სხვათაშორის ერთ-ერთი აქტიური მწარმოებელი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ძალიან დიდი რაოდენობითაა რუსეთის, უკრაინის, პერუს, ირანის და ეთიოპიის შეიარაღებაში. საქართველოს 15 Su25 ყავს. გამოყენებული იყო 2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსების წინააღმდეგ ომში.

ვერტმფრენები

ჩვენს შეიარაღებაში არის ვერტმფრენები: 8 Mi35(სსრკ), 18 Mi24(სსრკ), 18 Mi14(სსრკ), 16 Mi8(სსრკ), 6 Bell212(კანადა), 40 UH-1H იროკეზი(აშშ), 2 Mi2(სსრკ)
 

« 1 2 3 4 5 6 7 »
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz